1. გამოცხადება

1. 'უმარ იბნ ალ-ხატტაბმა თქვა: გავიგონე ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: საქმეები შეფასდება განზრახვის მიხედვით, და ყოველი ადამიანი მიიღებს თავისი განზრახვის მიხედვით. ვინც გადასახლდება მიწიერი სარგებლისთვის ან ქალისთვის დასაქორწინებლად, მისი გადასახლება ისაა,რისთვისაც გაემგზავრა.

2. აიშა გადმოსცემს: ალ ჰარის იბნ ჰიშამმა ჰკითხა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას): ალლაჰის შუამავალო, როგორ მოგივიდა ზეშთაგონება? ალლაჰის შუამავალმა უპასუხა: "ზოგჯერ არის ზარის რეკვის მსგავსი. შთაგონების ეს ფორმა ყველაზე მძიმეა, შემდეგ ეს მდგომარეობა გადის
და ვეჭიდები შთაგონებას. ზოგჯერ მოდის ანგელოზი ადამიანის ფორმით და მელაპარაკება, და მე ვეჭიდები იმას, რასაც იგი ამბობს' აიშამ დაამატა: ჭეშმარიტად, მე დავინახე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შთაგონების დროს ძალიან ცივ დღეებში, და შევნიშნე შუბლიდან ოფლი სდიოდა.

3. (მართლმორწმუნეთა დედა) აიშა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავლისთვის ზეშთაგონების დასაწყისი იყო დღესავით ნათელი კარგი სიზმრების ფორმით, შემდეგ მას შთაეგონა განმარტოვების სიყვარული. იგი დადიოდა ჰირას გამოქვაბულში სადაც ეთაყვანებოდა(მხოლოდ ალლაჰს) გამუდმებით რამდენიმე
დღის განმავლობაში, სანამ არ მოისურვებდა მისი ოჯახის ნახვას. მას ყოველთვის თან ჰქონდა აუცილებელი საჭმლის მარაგი, შემდეგ ის ისევ ბრუნდებოდა ხადიჯასთან და მიჰქონდა ყველაფერი, რაც მას სჭირდებოდა ხელახალი განმარტოვებისთვის, ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ არ მოევლინა
ჭეშმარიტება, მაშინ, როცა ჰირას გამოქვაბულში იყო. ანგელოზი მოვიდა მასთან და უთხრა - წაიკითხე. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უპასუხა: "მე კითხვა არ ვიცი". შემდეგ თქვა: ანგელოზმა დამიჭირა, და მომიჭირა
ისე ძლიერ, რომ მე ვერ ვუძლებდი მეტს. მან გამანთავისუფლა და ისევ მითხრა, რომ წამეკითხა, მე კი ვუთხარი: "მე კითხვა არ ვიცი". შემდეგ ისევ დამიჭირა, და მომიჭირა მეორედ ისე, რომ ვეღარ ვიტანდი მეტს. შემდეგ გამანთავისუფლა და მითხრა, რომ წამეკითხა, მაგრამ მე ისევ ვუთხარი: "მე არ ვიცი როგორ წავიკითხო"? შემდეგ მესამედ ისევ დამიჭირა, მომხვია(ძლიერად),
შემდეგ გამიშვა და თქვა: "იკითხე, შენი ღმერთის სახელით, რომელმაც გააჩინა! მან გააჩინა ადამიანი შედედებული სისხლისგან! იკითხე! შენი ღმერთი ყველაზე გულუხვია." ('ალაყ 96:1:3) ალლაჰის შუამავალი დაბრუნდა გამოცხადებასთან ერთად. ის წავიდა ხადიჯა ბინთ ხუვაიდთან და თქვა: დამაფარე! დამაფარე! დააფარეს და როცა შიშმა გადაუარა მოჰყვა ყველაფერი რაც შეემთხვა და თქვა: ო ხადიჯა! მეშინია, რომ რაღაც შემემთხვევა. ხადიჯამ უთხრა: არასოდეს, ვფიცავარ ალლაჰს, ალლაჰი არასოდეს დაგამცირებს შენ. შენ კარგი ურთიერთობა გაქვს
ახლობლებთან და ნათესავებთან, ეხმარები ღარიბებს და გაჭირვებულებს, ემსახურები შენს სტუმრებს გულუხვად და ეხმარები ჩაგრულებს. ხადიჯამ წაიყვანა ის თავის ბიძაშვილთან, ვარაყა ბინ ნავფალ იბნ აბდულ 'უზზასთან, რომელიც უმეცრების პერიოდში გახდა ქრისტიანი და წერდა ებრაულად.
იწერდა სახარებიდან იმას, რაც ალლაჰს სურდა რომ დაეწერა. ის მოხუცი კაცი იყო და დაკარგული ჰქონდა მხედველობა. ხადიჯამ უთხრა ვარაყას - მოუსმინე შენს ძმისწულს, ბიძაშვილო. ვარაყამ ჰკითხა: ო ძმისწულო. რა იხილე? ალლაჰის შუამავალმა აღუწერა ისმ, რაც იხილა. ვარაყამ უთხრა მას: ეს ანგელოზია, რომელიც ალლაჰმა მუსას გაუგზავნა. ნეტა ახალგაზრდა ვიყო, და მეცოცხლა იმ დრომდე, როცა შენი ხალხი განგდევნიდა. ალლაჰის შუამავალმა ჰკითხა: ნუთუ ისინი მე განმდევნიან? ვარაყამ უთხრა: კი, და შემდეგ უთხრა: ‘არასოდეს მოსულა ადამიანი მსგავსი რამით რაც შენ მოიტანე, რომ მასზე მტრობა არ გამოეცხადებინათ’. თუკი ვიცოცხლე იმ დღემდე, როცა განგდევნიან, დაგეხმარებოდი იმით, რაც შემეძლება. თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ვარაყა გარდაიცვალა და გამოცხადება კი დროებით შეწყდა.

4. ჯაბირ იბნ აბდულლაჰ ალ-ანსარი გადმოსცემს ალლაჰის შუამავლის სიტყვას: მაშინ, როცა ფეხით მივდიოდი, მოულოდნელად ზეციდან ხმა შემომესმა. ავიხედე, და დავინახე იგივე ანგელოზი, რომელიც მოვიდა ჰირას გამოქვაბულში, სკამზე იჯდა ცასა და დედამიწას შორის. შემეშინდა, უკან სახლში დავბრუნდი და ვთქვი: "დამაფარეთ". შემდეგ ალლაჰმა მოავლინა:

1. ჰეი შენ, სამოსში გახვეულო!
2. ლოცვა აღავლინე ღამით, თუნდაც მცირედი.
3. მისი ნახევარი ანდა მოაკელი მას ცოტა.
4. ანდა მიუმატე ამას და იკითხე ყურანი აუჩქარებლად.
5. ჩვენ, ზეგარდმოგივლენთ შენ მძიმე სიტყვას. (მუდესსირ 74:1-5)
ამ გამოცხადების შემდეგ გამოცხადება მოდიოდა მკაცრად, ხშირად და რეგულარულად.


5. სა'იდ იბნ ჯუბაირი გადმოსცემს: იბნ აბბასი ხსნიდა ალლაჰის აიათს:
"არ დაძრა მისით შენი ენა, რათა დააჩქარო იგი!" (ინსან 75:15)

და თქვა: ალლაჰის შუამავალი დიდი გაჭირვებით იტანდა ზეშთაგონებას და სწრაფად ამოძრავებდა ტუჩებს. იბნ აბბასმა აამოძრავა ტუჩები და თქვა: მე ტუჩებს ისე ვამოძრავებ, როგორც ალლაჰის შუამავალი ამოძრავებდა. სა'იდმა, ჰადისის გამომცემმაც აამოძრავა თავისი ტუჩები და თქვა, რომ ისე ამოძრავებს ტუჩებს, როგორც იბნ აბბასი'. შემდეგ იბნ აბბასმა ახსენა ალლაჰის სიტყვები: 'არ დაძრა მისით შენი ენა, რათა დააჩქარო იგი! ჭეშმარიტად, ჩვენზეა შეკრება და მისი წაკითხვა.' (ინსან 76:16-17)

ალლაჰი უბრძანებს შუამავალს, რომ დაიმახსოვროს ყურანი, რომელიც მოევლინა და წაიკითხოს. მომდევნო აიათი: და როცა ვკითხულობთ, მიჰყევი მის კითხვას.
(ინსან 76:18)
ეს ნიშნავს - 'გაჩუმდი და მოუსმინე' 'მერე, ჭეშმარიტად, ჩვენზეა მისი განმარტება.' (ინსან 76:19)

ამის შემდეგ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ყოველთვის უსმენდა ჯიბრილს, როცა ის მოდიოდა და მისი წასვლის შემდეგ კითხულობდა ყურანს ისე, როგორც ჯიბრილი კითხულობდა.


6. იბნ აბბასი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იყო ყველაზე გულუხვი ხალხთა შორის, და მან მიაღწია გულუხვობის მწვერვალს რამადანის თვეში როდესაც ჯიბრილს შეხვდა. ჯიბრილი ხვდებოდა მას რამადანის ყოველ ღამეს და ასწავლიდა ყურანს. ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იყო ყველაზე გულუხვი ადამიანი,
იმაზე კიდევ უფრო გულუხვი, ვიდრე ძლიერი, უკონტროლო ქარი.


7. იბნ აბბასი გადმოსცემს:
აბუ სუფიან ბინ ჰარბმა მაცნობა, რომ ჰერაკლიუმა გაუგზავნა მაცნე, როდესაც თან ახლდა ყურაიშის ქარავანს. ისინი იყვნენ ვაჭრები, რომლებიც ვაჭრობდნენ შამში (სირია, პალესტინა, ლიბანი და იორდანია). იმ დროს, როდესაც ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ზავი დადო ყურაიშელ ურწმუნოებთან, აბუ სუფიანი და მისი თანხმლებლები წავიდნენ იერუსალიმში. ჰერაკლიუსმა მათ სასამართლო დარბაზში დაუძახა და მის ირგვლივ ყველა რომაელი წარჩინებული იყო. აბუ სუფიანმა მოიხმო თავისი თარჯიმანი, რომელმაც ჰერაკლიუსის შეკითხვა გადაუთარგმნა. ჰერაკლიუსმა ჰკითხა მას:
'ვის აქვს ყველაზე ახლო ნათესობა იმ კაცთან, ვინც აცხადებს რომ შუამავალია?' აბუ სუფიანმა უპასუხა: მე ვარ მისი ახლო ნათესავი.
ჰერაკლიუსმა თქვა:
'მოიყვანეთ ჩემთან და მისი მხლებლები მის უკან დააყენეთ'
ჰერაკლიუსმა უთხრა მის თარჯიმანს რომ ეთქვა მათთვის, რომ სურდა შეკითხვების დასმა იმ კაცის შესახებ(ე.ი შუამავლის) და თუ ტყუილს ვიტყოდი ჩემი თანამგზავრები უნდა შემწინააღმდეგებოდნენ.
აბუ სუფიანმა თქვა:
ვფიცავარ ალლაჰს, მე არ მეშინოდა ჩემი მხლებლების მიერ ჩემზე მატყუარის წოდება, მე არ ვიტყოდი სიმართლეს შუამავლის შესახებ.
ჰერაკლიუსის პირველი შეკითხვა იყო:
'როგორია მისი ოჯახური მდგომარეობა?
მე ვუპასუხე:
'ის ჩვენს შორის ყველაზე კარგი ოჯახიდან არის'
ჰერაკლიუსმა მკითხა:
'ოდესმე თქვენს შორის ვინმე ამტკიცებდა იგივეს, რასაც იგი (ე.ი შუამავლობას)'
არა - ვუპასუხე მე.
მან მკითხა:
ვინმე იყო თუ არა მეფე მის წინაპრებს შორის?
მე ვუპასუხე: არა.
ჰერაკლიუსმა მკითხა:

წარჩინებულები მიჰყვებიან მას თუ ღარიბები?
მე ვუპასუხე: მას ღარიბები მიჰყვებიან.
მან მკითხა:
მცირდება თუ არა მისი მიდმევრები დღითი დღე?
მე ვუპასუხე: არა, ისინი მატულობენ.
მკითხა:
ვინმე მათ შორის, ვინც იღებდა მის რელიგიას, უკმაყოფილო იყო და შემდეგ ტოვებდა მის რელიგიას?
არა - ვუპასუხე მე.
მან კიდევ მკითხა:
'ოდესმე დაგიდანაშაულებიათ სიცრუეში, ვიდრე შუამავლობის მტკიცებას დაიწყებდა?'
მე ვუპასუხე: არა.
მან კიდევ მკითხა:
არღვევს თავის პირობას?
არა, არ არღვევს - ვუპასუხე მე. ჩვენ მასთან ზავი დავდეთ, მაგრამ არ ვიცით რას გააკეთებს. ამის გარდა მის წინააღმდეგ ვერაფერს ვიტყვი.
ჰერაკლიუსმა კიდევ მკითხა:
ოდესმე გქონიათ მასთან ომი?
მე ვუპასუხე: დიახ.
შემდეგ მან თქვა:
რა იყო ბრძოლების შედეგი?
მე ვუპასუხე:
ხან ის იყო გამარჯვებული, ხან ჩვენ.
ჰერაკლიუსმა კიდევ მკითხა:
რისკენ მოგიწოდებთ?
მე ვუპასუხე:
ის მოგვიწოდებს, რომ თაყვანი ვცეთ მხოლოდ ალლაჰს და არაფერს ვეთაყვანოთ მის გარდა და ვუარყოთ ყველაფერი, რაც ჩვენმა წინაპრებმა თქვეს.
ის მოგვიწოდებს ვილოცოთ, ვილაპარაკოთ სიმართლე, ვიყოთ სუფთანი და კარგი ურთიერთობა გვქონდეს ნათესავებთან'
ჰერაკლიუსმა სთხოვა მთარგმნელს გადმოეცა ჩემთვის შემდეგი:
მე გკითხე მისი ოჯახის შესახებ და შენ პასუხი იყო, რომ ის ყველაზე კარგ ოჯახს ეკუთვნოდა. ყველა შუამავალი დაიბადა კარგ ოჯახში.
მე გკითხეთ, ამტკიცებდა თუ არა ვინმე იგივეს რასაც იგი, და თქვენი პასუხი იყო უარყოფითი. პასუხი რომ დადებითი ყოფილიყო, ვიფიქრებდი, რომ ის კაცი წინა კაცის განცხადებას იმეორებდა.
შემდეგ გკითხე იყო თუ არა ვინმე მეფე მისი წინაპრებიდან. თქვენი პასუხი იყო უარყოფითი, და დადებითი რომ ყოფილიყო, მაშინ ვიფიქრებდი, რომ იმ კაცს სურდა თავისი წინაპრების სამეფოს დაბრუნება.
მე კიდევ გკითხე, ოდესმე დადანაშაულებული თუ იყო ტყუილის თქმაში და თქვენი პასუხი კი იყო უარყოფითი. ასე რომ მე დამაფიქრა იმან, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელიც არ ამბობს ტყულს სხვებზე, თქვას ტყუილი ალლაჰის შესახებ?

მე ასევე გკითხე მდიდარი ხალხი გაჰყვა მას თუ ღარიბები, და თქვენ მიპასუხეთ, რომ მას ღარიბები მიჰყვებიანო. და ფაქტობრივად, ყველა შუამავლის მიმყოლთა ჯგუფი ღარიბები იყვნენ.
მერე გკითხეთ, მისი მიმდევრები მცირდებიან თუ იზრდებიან?
თქვენ მიპასუხეთ, რომ ისინი იზრდებიან და უეჭველად, სწორედ ეს არის ჭეშმარიტი რწმენის გზა, სანამ ბოლომდე არ მივა საქმე.
მე ასევე გკითხე, უკმაყოფილო იყო თუ არა ვინმე და უარყო მისი რელიგია?


თქვენი პასუხი იყო უარყოფითი და სინამდვილეში, ეს არის ჭეშმარიტი რწმენის ნიშანი, როცა რწმენის სიამოვნება შედის გულში და მთლიანად იბეჭდება მასში. მე გკითხე, გიღალატა თუ არა ოდესმე? შენი პასუხი იყო უარყოფითი და იცოდე, რომ შუამავლები არასოდეს ღალატობენ.
ასევე გკითხე თუ რისკენ მოგიწოდათ. შენ მიპასუხე, რომ მან მოგიწოდათ თაყვანი გეცათ ალლაჰისთვის და არავისთვის გეცათ თაყვანი ალლაჰის გარდა, და აგიკრძალათ კერპებისადმი თაყვანისცემა, გელოცათ, სიმართლე გელაპარაკათ და შეგენახათ სიწმინდე.
თუ შენი ნათქვამი სიმართლეა, ის ძალიან მალე დაიკავებს ამ ადგილს და მე ვიცოდი, რომ გამოჩნდებოდა შუამავალი, მაგრამ არ ვიცოდი რომ ის შენგან იქნებოდა, და რომ შემეძლოს მასთან მიღწევა, მაშინვე წავიდოდი მასთან შესახვედრად და მასთან რომ ვიყო აუცილებლად დავბანდი ფეხებს.
შემდეგ ჰერაკლიუსმა მოითხოვა ალლაჰის შუამავლის წერილი, რომელიც გაუზავნა ბუსრას მმართველს, იმან კი ჰერაკლიუსს გაუგზავნა წასაკითხად:
წერილში ეწერა:
'სახელითა ალლაჰისა, მოწყალისა მწყალობლისა. ეს წერილი არის მუჰამმადისგან, ალლაჰის მსახურისგან და მისი შუამავლისგან ჰერაკლიუსისთვის, ბიზანტიის მმართველისადმი. მშვიდობა ჭეშმარიტ გზაზე მდგომთ. მე მოგიწოდებ შენ ისლამისკენ, და თუ მიიღებ ისლამს, დაცული იქნები, და ალლაჰი ჯილდოს გაგიორმაგებს, თუკი უარს იტყვი, შენზე იქნება შენი ხალხის ცოდვები.
ალლაჰის სიტყვები:
'ჰეი, წიგნის ხალხო! მოდით სამართლიან სიტყვაზე, ჩვენსა და თქვენს შორის, რომ არ ვცეთ თაყვანი არავის, ალლაჰის გარდა, და არ დავუდგინოთ მას თანაზიარი, და არ გავაღმერთოთ ერთმანეთი ალლაჰის მაგივრად. და თუ სახეს იბრუნებენ, უთხარი მათ: „დაამოწმეთ, რომ ჩვენ მუსლიმები ვართ. (ალი იმრან 3:64)'


შემდეგ აბუ სუფიანმა დაამატა:
როდესაც ჰერაკლიუსმა დაასრულა სიტყვა და წაიკითხა წერილი, სამეფო კარზე დიდი ფერები გამოჩნდა და ტირილის ხმა გაისმა. შემდეგ გამოგვიყვანეს სასახლიდან. მე ვუთხარი ჩემს მხლებლებს, რომ იბნ აბი ქაბშასი (ე.ი შუამავალი მუჰამმადის) ბიზანტიის მმართველსაც კი ეშინია.
მე დავრწმუნდი, რომ შუამავალი დაიპყრობდა ახლო მომავალში და ალლაჰი შემიყვანდა მე ისლამში.

სხვა გადმომცემი ამბობს:
იბნ ან-ნატური იყო იერუსალიმის მმართველი, ხოლო ჰერაკლიუსი იყო შამის ქრისტიანების მეთაური. იბნ ან-ნატური მოგვითხრობს, რომ ერთხელ ჰერაკლიუსი იერუსალიმს სტუმრობდა და დილით დანაღვლიანებული გაიღვიძა.
ზოგიერთმა მღვდელმა ჰკითხა, რატომ იყო ასეთ ხასიათზე?
ჰერაკლიუსი ასტროლოგი და მკითხავი იყო.
მან უთხრა მათ:
'ღამით, როცა ვარსკვლავებს ვუყურებდი, დავინახე, რომ წინადაცვეთის წინამძღოლი გამოჩნდა'
ხალხმა იკითხა:
ვინ არიან ისინი, ვინც წინდაცვეთას აკეთებენ?
და ისევ ხალხმა თქვა:
'იუდეველთა გარდა, არავინ არ აკეთებს წინადაცვეთას, ამიტომ მათი არ უნდა გვეშინოდეს'
მათ გამოსცეს ბრძანება, მოეკლათ ყველა იუდეველი, რომელიც მათ ქვეყანაში იმყოფებოდა.

სანამ ამ ამბავს განიხილავდნენ, ღასანის მეფის მიერ გაგზავნილი მაცნე მოვიდა, რომელმაც ჰერაკლიუსს აცნობა ალლაჰის შუამავლის შესახებ.

ეს ამბავი რომ გაიგო, ჰერაკლიუსმა უბრძანა ხალხს წასულიყვნენ და ენახათ, იყო თუ არა ღასანის მეფის მაცნე წინადაცვეთილი. ხალხი როცა დაბრუნდა ჰერაკლიუსს უთხრეს, რომ ის წინადაცვეთილია. ჰერაკლიუსმა მაცნეს ჰკითხა არაბების შესახებ. მაცნემ უთხრა რომ არაბები წინადაცვეთას აკეთებენო.
ამის მოსმენის შემდეგ ჰერაკლიუსი მიხვდა, რომ არაბების მმართველობა გამოჩნდა.

ამის შემდეგ ჰერაკლიუსმა წერილი მისწერა რომში თავის მეგობარს, რომელიც ცოდნით ჰერაკლიუსისავით კარგი იყო. ჰერაკლიუსი მაშინვე გაემგზავრა ჰომსში, ეს ქალაქია სირიაში, და დარჩა იქ მანამ, სანამ არ მიიღებდა წერილზე პასუხს, რომელიც დაეთანხმებოდა შუამავლის გამოჩენის შესახებ და იმ ფაქტს, რომ ის ნამდვილად შუამავალი იყო.
ამის შემდეგ ჰერაკლიუსმა მიიწვია ბიზანტიელთა ყველა მეთაური თავის სასახლეში. როდესაც ისინი შეიკრიბნენ, ბრძანა, რომ მისი სასახლის ყველა კარი დაკეტილიყო.
შემდეგ გამოვიდა და თქვა:
'ო ბიზანტიელებო! თუ წარმატება გსურს და თუ ეძებთ ჭეშმარიტ გზას და თუ გსურთ თქვენი იმპერია გადარჩეს, მაშინ შეჰფიცეთ ამ შუამავალს (ანუ მიიღეთ ისლამი).
ჰერაკლიუსის სიტყვების გაგონებაზე, ხალხი სასახლის კარიბჭისკენ გარბოდა, მაგრამ კარები დაკეტილი დახვდათ. ჰერაკლიუსმა დაინახა მათი სიძულვილი ისლამის მიმართ და როდესაც დაკარგა მათი ისლამის მიღების იმედი, ბრძანა, რომ ისინი უკან დაბრუნებულიყვნენ.
როცა ისინი დაბრუნდნენ უკან, მან უთხრა მათ:
'რაც მე გითხარით, ეს მხოლოდ გამოცდა იყო, მე მინდოდა შემემოწმებინა თქვენი რწმენის სიმტკიცე, და მე ეს უკვე დავინახე'
ხალხმა მის წინაშე სეჯდე გააკეთა (არაბულში: ფასაჯადუ ლეჰუ) და დაკმაყოფილდა ამით, და ასე დასრულდა ჰერაკლიუსის ამბავი.