6941. ანასი გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც ფლობს ამ სამ თვისებას, ის იგრძნობს რწმენის სიტკბოებას:
1. ვისთვისაც ალლაჰი და მისი შუამავალი გახდება სხვა ყველაფერზე ძვირფასი.
2. ვისაც უყვარს, და უყვარს მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილებისთვის.
3. ვისაც სძულს ურწმუნოებაში(ქუფრში) დაბრუნება, ისე როგორც სძულს მას
ცეცხლში გადავარდნა.
6943. ჰაბბაბ იბნ არიტა გადმოსცემს, როცა ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იმყოფებოდა ქააბის ჩრდილში, თავის ქვეშ მოსასხამი დავიდეთ და წამოწოლილები შევჩივლეთ (იგულუსხმება წარმართების გამო, რომლებიც უფრო ძლიერები იყვნენ იმ პერიოდში) მას: "არ შესთხოვ შენ ჩვენთვის დახმარებას? არ მიმართავ ვედრებით ალლაჰს ჩვენზე? პასუხად ამაზე მან გვითხრა: " თქვენამდე მცხოვრებლებს შორის ხდებოდა ისე, რომ ადამიანს (იგულისხმება მორწმუნე ადამიანს) ეტაკებოდნენ, ამოიღებდნენ ორმოს, აგდებდნენ მას შიგ და შემდეგ მოჰქონდათ ხერხი, ადებდნენ თავზე, ხერხავდნენ ორ ნაწილად, გლეჯდნენ ხორცს რკინის სავარცხელით და რაც შეიძლება ღრმად, რომ ძვლამდე მისულიყო მაგრამ ეს არ აიძულებდა უარი ეთქვა თავის რელიგიაზე. შემდეგ მან თქვა: " ვფიცავარ ალლაჰს უზენაესი აუცილებლად მოიყვანს ამ საქმეს (აქ იგულისხმება ისლამური რელიგია) სისრულეში, და იქნება ისე, რომ ცხენოსანი წავა სანიდან ჰარდამაუტში და არ შეეშინდება არავისი გარდა ალლაჰისა და მგლისა თავისი ცხვრებისთვის. თქვენ კი (ძალიან) ჩქარობთ.
6946. აიშა გადმოსცემს, მე ვკითხე შუამავალს, ო ალლაჰის შუამავალო(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას). უნდა ვკითხოთ ქალს უნდა თუ არა გათხოვება? მან თქვა: დიახ. ქალიშვილს თუ ჰკითხავენ, სცხვენიათ და ჩუმდებიან. მან თქვა: მისი სიჩუმე ნიშნავს თანხმობას.
6951. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მუსლიმი, მუსლიმის ძმაა. მან არ უნა მოექცეს უსამართლოდ და არ ჩაუგდოს ხელში უსამართლოს. და ვინც დააკმაყოფილებს მისი ძმის საჭიროებებს, ალლაჰი დააკმაყოფილებს მის საჭიროებებს.
6952. ანასი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: დაეხმარეთ თქვენს ძმას, თუნდაც იყოს მჩაგვრელი ან დაჩაგრული. ერთმა კაცმა თქვა: ო ალლაჰის შუამავალო! მე დავეხმარები დაჩაგრულს, მაგრამ თუ ის არის მჩაგვრელი როგორ უნდა დავეხმარო მას? შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: შეუშალე ხელი ჩაგვრაში და ეს იქნება შენი დახმარება.