90. ჰიილა - ხრიკები

6953. 'უმარ იბნ ალ-ხატტაბმა თქვა: გავიგონე ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: საქმეები შეფასდება განზრახვის მიხედვით, და ყოველი ადამიანი მიიღებს თავისი განზრახვის მიხედვით. ვინც გადასახლდება მიწიერი სარგებლისთვის ან ქალისთვის დასაქორწინებლად, მისი გადასახლება ისაა,რისთვისაც გაემგზავრა.

6954. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰი არ მიიღებს არავის ლოცვას თუ მას აქვს ჰადასი(აბდესი მომშლელი ფაქტორები) სანამ არ აიღებს ვუდუს.

6964. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს, კაცი ახსენეს შუამავალთან(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) რომელიც ყოველთვის იტყუებოდა ვაჭრობაში. შუამავალმა თქვა: როდესაც ვაჭრობ, თქვი: არა ტყუილს.

6966. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ყველა მოღალატისთვის იქნება დროშა, რომლითაც გამოიცნობა ის განკითხვის დღეს.