6985. აბუ საიდ ალ ხურდი გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც ნახავს სიზმარში იმას რაც მას მოსწონს ის ალლაჰისგანაა, და მან მადლობა შესწიროს ალლაჰს, და მოუყვეს ეს სხვებსაც, მაგრამ თუ მან ნახა რაღაც სხვა და სიზმარი მას არ მოეწონა, ის შაიტანისგანაა, და შეეფაროს ალლაჰს ბოროტებისგან, და ის არ მოუყვეს არავის, და ის ვერაფერს ავნებს.
6990. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: არაფერი არ დარჩა წინასწარმეტყველებიდან ალ-მუბაშშირათის გარდა. იმათმა (საჰაბეებმა) ჰკითხეს: რა არის ალ-მუბაშშირათი? მან უპასუხა: მართალი სიზმრები.
6995. აბუ ყათადა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: კარგი სიზმარი ალლაჰისგანაა, და ცუდი სიზმარი შაიტანისგან. ვინც ნახავს (სიზმარში) რაღაცას რომელიც მას არ მოეწონება, მან გადააფურთხოს ნერწყვის გარეშე, სამჯერ მის მარხცნივ და შეეფაროს ალლაჰს შაიტანისგან, და ის ვერ ავნებს მას, და შაიტანი ვერ შევა ჩემს ფორმაში.
7017. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუმავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც განკითხვის დღე მოახლოვდება, მორწმუნის სიზმრები ძლივს ახდება, და მორწმუნის სიზმარი არის წინასწარმეტყველების ორმოცდამეექვსედი ნაწილი, და რაც დაკავშირებულია წინასწარმეტყველებასთან არასოდეს იქნება სიცრუე.
7042. იბნ აბბასი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც აცხადებს, რომ ნახა სიზმარში რაღაც, და სინამდვილეში არ უნახავს, უბრძანებენ განასკვოს ხორბლის ორი მარცვალი, რომელსაც ის ვერასდროს ვერ შეძლებს. ვინც ხალხის სიტყვებს მიაყურადებს და იმათ არ მოსწონთ ეს ან გაურბიან, მას განკითხვის დღეს ყურებში გამდნარ ტყვიას ჩაასხამენ, და ვინც ქმნის გამოსახულებას, დასჯილი იქნება განკითხვის დღეს, და უბრძანებენ, რომ შთაბეროს სული ამ გამოსახულებას, რომელსაც ის ვერადროს ვერ შეძლებს.
7043. იბნ უმარი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ყველაზე ცუდი ტყუილი არის, რომ ადამიანი ამბობს, ნახა სიზმარში ის რაც არ უნახავს.
7047. ჯუნდუბ იბნ სამურა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ხშირად ეკითხებოდა მის საჰაბეებს - რომელიმე თქვენგანმა ნახა სიზმარი? ერთ დილას ალლაჰის შუამავალმა თქვა: წუხელ ორი ადამიანი მოვიდა, ამაყენეს და მითხრეს - წავედით. მეც ავდექი და ჩვენ მივედით ერთ მწოლიარე ადამიანთან, მეორე ედგა მას თავზე ქვით და ურტყამდა ქვას თავში, და უტეხავდა თავს, სადაც ქვა გაგორდებოდა ის მიყვებოდა მას და არ ბრუნდებოდა მანამ, სანამ თავი არ დაუბრუნდებოდა ნორმალურ მდგომარეობაში (უმთელდებოდა). შემდეგ ის ბრუნდებოდა მასთან და იმეორებდა იგივეს. მე ვუთხარი მას "სუბჰან ალლაჰ, რა არის ეს ? " მათ მითხრეს " წავიდეთ,წავიდეთ" და ჩვენ გავაგრძელეთ გზა. მივედით ერთ ადამიანთან, მწოლიარე ზურგზე კეფით და მას ედგა მეორე თავზე რკინის კაუჭებით ის უახლოვდებოდა სახის ერთი მხრიდან და უხევდა (აგლეჯდა ) მას კეფიდან ყბამდე, შემდეგ ისევ თვალიდან კეფამდე, ამას აკეთებდა აუჩქარებლად. შემდეგ გადავიდოდა სახის მეორე ნაწილზე და აკეთებდა იგივეს, როცა ის ამთავრებდა სახის მეორე ნაწილის ხევას, პირველი ნაწილი უბრუნდებოდა ძველ მდგომარეობას. მე ვთქვი "სუბჰან ალლაჰ ვინ არის ეს ადამიანები? მათ მიპასუხეს "წავიდეთ, წავიდეთ. "და გავაგრძელეთ გზა და მივედით რაღაცასთან, რაც იყო ღუმელის მსგავსი. "მე ვფიქრობ, ის(შუამავალი) ამბობდა" და იქ ისმოდა ყვირილის ხმა, ჩვენს იქეთ, იქ იყო შიშველი ქალი და კაცი, მათ ქვეშ იყო ცეცხლი და როცა ეხებოდა მათ ცეცხლი ისინი ხმამაღლა ტიროდნენ. " მე ვკითხე, ვინ არიან ესენი? მათ მიპასუხეს "წავიდეთ, წავიდეთ" და გავაგრძელეთ გზა, მივედით მდინარესთან. მე ვფიქრობ, ის(შუამავალი) ამბობდა " წითელი როგორც სისხლი, და იქ წყალში ვიღაც ცურავდა, ნაპირზე იჯდა ადამიანი, რომელიც მისთვის აგროვებდა ბევრ ქვას, და როცა ეს მოცურავე იცურავებდა რამდენიმე ხანს, გამოცურავდა მისკენ, ვისაც ქვები ჰქონდა შეგროვილი და ის უდებდა მას პირში, ის ისევ გაცურავდა და ისევ უკან ბრუნდებოდა და რამდენჯერაც ბრუნდებოდა, იმდენჯერ უდებდნენ პირში ქვებს. მე ვუთხარი მათ "ვინ არის ეს? " მათ მიპასუხეს" წავიდეთ, წავიდეთ. " ჩვენ გავაგრძელეთ გზა და მივედით საშინელი შესახედაობის ადამიანთან.მას ჰქონდა ცეცხლი და ის აჩაღებდა ცეცხლს და დარბოდა მის ირგვლივ. მე ვუთხარი "ვინ არის ეს? მათ მიპასუხეს "წავიდეთ, წავიდეთ." გავაგრძელეთ გზა და მივედით პარკში, მდიდრული ბაღებით, იქ იყო სხვადასხვა სახეობის ბალახი და ბაღს შორის იყო დიდი სიმაღლის ადამიანი, მისი თავი აღწევდა ცამდე და ამ ადამიანის ირგვლივ უამრავი ბავშვი იყო, მე ვიკითხე "ვინ არის ეს ? ვინ არიან ესენი? "მათ მიპასუხეს "წავიდეთ, წავიდეთ" ჩვენ გავაგრძელეთ გზა, მივუახლოვდით დიდ ბაღს, მე არასდროს მინახავს მისი სიდიდის მსგავსი ბაღი და მასზე უკეთესი ბაღი, მე მითხრეს იმათმა: ამაღლდი აქ, და ჩვენ ავმაღლდით იქ ქალაქთან, ოქროთი, ვერცხლით და აგურებით გაშენებულთან, ჩვენ მივედით ქალაქის კარებთან, ითხოვეს გაღება და გაგვიღეს, შევედით და შევხდით იქ კაცებს. მათი ერთი ნაწილი ყველაზე საუკეთესო შესახედაობის იყო, ნაწილის შესახედაობა კი ყველაზე საშინელი, რომელიც მე მინახავს - მათ უთხრეს იმათ "მიდით და ჩაყვინთეთ მაგ მდინარეში " იქ მოედინებოდა მდინარე, მისი წყალი იყო ძალიან თეთრი, მათ ჩაყვინთეს იქ, შემდეგ კი დაბრუნდნენ და მათი ცუდი შესახედაობა გაქრა. მათ მითხრეს "ეს ‘ადნის სამოთხეა, ეს შენი სამყოფელია". მე ავიხედე მაღლა და დავინახე სასახლე, თეთრი ღრუბლის მსგავსი. მათ მითხეს "ეს შენი საცხოვრებელია "მე ვუთხარი მათ "ალლაჰმა დაგლოცოთ თქვენ, დამტოვეთ, მე შევალ იქ" მათ მითხრეს " ახლა არა, მაგრამ შენ შეხვალ " (ე.ი მოგვიანებით) მე ვუთხარი "ჭეშმარიტად, გასულ ღამეს მე ვნახე გასაოცარი, რა არის ის რამაც მე გამაოცა?" მათ მითხრეს "გაგაგებინებთ. რაც შეეხება პირველ ადამიანს, რომელსაც ქვას ურტყამდნენ თავში, ის ყურანს სწავლობდა შემდეგ აღარ კითხულობდა და არ ასრულებდა მის ბრძანებებს, ეძინა და გააცდინა სავალდებულო ნამაზები. რაც შეეხება იმ ადამიანს, რომელსაც ახევდნენ სახეს კეფიდან ყბამდე, მის ცხვირსაც და თვალებსაც, ეს ადამიანი დილით ადრე გადიოდა სახლიდან და საუბრობდა ბევრ ტყუილს, რომ გაევრცელებინა დედამიწის ყველა მხარეში. შიშველი ქალი და კაცი, რომლებიც ღუმელის მსგავსი იყვნენ, ისინი მრუშები იყვნენ, ის ადამიანი კი რომელიც ცურავდა მდინარეში და რომელსაც პირში ქვებს უყრიდნენ ის იკავებდა სიმაღლეს (პროცენტი). ის ადამიანი, რომელსაც საშინელი შესახედაობა ჰქონდა, რომელიც იმყოფებოდა ცეცხლთან ახლოს და აჩაღებდა მას და დარბოდა მის ირგვლივ მალიქი იყო - ჯოჯოხეთის მცველი, ის მაღალი ადამიანი, რომელიც ბაღში ნახე, იბრაჰიმი იყო და ბავშვები მის ირგვლივ, ისინი ახალშობილობაში(არაბულში ფილ ფიტრათი) დაღუპულები იყვნენ. მას ჰკითხეს რამდენიმე მუსლიმმა: "და მუშრიქების ბავშვები? " მან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უპასუხა " მათი ბავშვებიც და ის ხალხი რომელთა ერთი ნაწილიც კარგი იყო, მეორე კი მახინჯები (საშინელი) ეს ის ხალხია რომლებმაც შეურიეს თავის კარგ ქმედებებს ცუდი ქმედებები და აპატია მათ ალლაჰმა (მათი ცოდვები).