92. ფათან - საცდური

7057. უსაიდ იბნ ჰუდაირი გადმოსცემს, კაცი მოვიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და უთხრა: ო ალლაჰის შუამავალო! შენ აირჩიე ესა და ეს ადამიანი და არ ამირჩიე მე? შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა: ჩემს შემდეგ თქვენ დაინახავთ მმართველებს, რომ არ გაძლევენ თქვენს უფლებებს, და თქვენ უნდა იყოთ მომთმენნი ვიდრე შემხვდებით. )

7068. აზ-ზუბაირ ბინ ‘ადი გადმოსცემს: ჩვენ ანას ბინ მალიქთან წავედით და შევჩივლეთ, რომ ალ-ჰაჯაჯი გვაწვალებდა. ანას იბნ მალიქმა თქვა: “მოითმინეთ, ვიდრე შეხვდებით თქვენს ღმერთს, რადგან შეიძლება ამაზე უარესი დროც მოვიდეს თქვენზე. მე ეს შენი შუამავლისგან მოვისმინე”.

7082. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:იქნება უბედურებები. მჯდომარე ადამიანი უკეთესი იქნება მდგომარეზე, და მდგომარე უკეთესი იქნება მოსიარულეზე, და მოსიარულე უკეთესი იქნება მორბენალზე, და ვინც გამოააშკარავებს ამ უბედურებებს - ისინი მას გაანადგურებენ. ვისაც შეუძლია იპოვოს მათგან დაცვა ან თავშესაფარი, შეეფარეთ.

7095. სა'იდ იბნ ჯუბაირი გადმოსცემს: 'აბდულლაჰ იბნ უმარი მოვიდა ჩვენთან და იმედი გვქონდა, რომ გვეტყოდა კარგ ჰადისს. ვიდრე რაიმეს ვკითხავდით, მასთან მოვიდა ერთი კაცი და უთხრა: 'აბუ აბდურრაჰმან! გვითხარი ფითნის (არეულობის) დროს ბრძოლის შესახებ. ალლაჰი ხომ ამბობს: და შეებრძოლეთ მათ, ვიდრე არ გაქრება ცდუნება…' (სურა ანფალ 8:39) აბდულლაჰ იბნ უმარმა უთხრა იმ კაცს: შენ არ მოუკვდი დედაშენს! იცი რას ნიშნავს ფითნა? მუჰამმადი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ებრძოდა წარმართებს იმისთვის, რომ შესულიყვნენ ისინი მის (ე.ი ისლამში) რელიგიაში. მისი ბრძოლა არ იყო ისეთი, როგორც თქვენ იბრძვით ძალაუფლებისთვის.

7115. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უკანასკნელი საათი არ დადგება მანამ, სანამ კაცი არ გაივლის საფლავთან და არ იტყვის: ‘ნეტავ მე ვიყო მის ადგილას’

7132. აბუ სა'იდი გადმოსცემს, რომ ერთ დღეს შუამავალმა ძალიან ბევრი გვესაუბრა დეჯჯალის შესახებ და მან მოგვითხრო დეჯჯალის გამოჩენაზე: დეჯჯალი მოვა და ის აკრძალავს მედინის მახლობლად მთასთან მისვლას. ის დასახლდება მედინის ერთ-ერთ მეზობელ ადგილას. და გამოჩნდება ერთი კაცი მის წინ რომელიც იქნება საუკეთესო ხალხთა შორის. ის კაცი იტყვის: 'მე ვამოწმებ, რომ შენ ნამდვილად დაჯჯალი ხარ ვისზეც გვაცნობა ალლაჰის შუამავალმა.' დაჯჯალი ეტყვის (დამსწრეებს): ეს კაცი რომ მოვკლა და შემდეგ გავაცოცხლო, ისევ გექნებათ ეჭვი ჩემს შესახებ? ისინი უპასუხებენ: 'არა'. დეჯჯალი მოკლავს მას და ისევ გააცოცხლებს და ის კაცი იტყვის: 'ვფიცავარ ალლაჰს, მე არასოდეს ვყოფილვარ დარწმუნებული (შენს სირცუეში) ისე, როგორც დღეს ვარ. შემდეგ დაჯჯალი ისევ შეეცდება მის მოკვლას მაგრამ მას აღარ მიეცემა ამის ძალა.