93. აჰქამ - წესები

7137. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც მემორჩილება მე, ის ემორჩილება ალლაჰს, ვინც მეურჩება, ის ეურჩება ალლაჰს. ვინც ემორჩილება მმართველს რომელიც მე დავნიშნე, ის მემორჩილება მე, ვინც მას ეურჩება, მეურჩება მე.

7141. აბდულლაჰი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: არ ისურვოთ რომ იყოთ ვინმეს მსგავსი, ორი ვინმეს გარდა:
1. ადამიანის, რომელსაც ალლაჰმა მისცა სიმდიდრე და ის ხარჯავს მას სამართლიანად.
2. ადამიანის, რომელსაც ალლაჰმა მისცა სიბრძნე, და ის მოქმედებს მის შესაბამისად და ასევე ასწავლის მას სხვებსაც.

7142. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თქვენ უნდა მოუსმინოთ მმართველს და დაემორჩილოთ, თუნდაც ის იყოს ეთიოპიელი მონა, ქიშმიშის მსგავსი მისი თავით.

7146. აბდურრაჰმან ბინ სამურა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ო აბდურრაჰმან! არ ითხოვოთ რომ იყოთ მმართველი (ე.ი ლიდერი), რადგან თუ მოგეცემათ უფლებამოსილება თქვენს მოთხოვნაზე, თქვენ იქნებით პასუხისმგებლები, მაგრამ თუ მოგეცემათ ისე, რომ არ გითხოვიათ, მაშინ ამაში ალლაჰი დაგეხმარებათ. თუ დადებ ფიცს რომ გააკეთო რაღაც და თუ მოგვიანებით აღმოაჩენ, რომ სხვა რამე ამასზე უკეთესია, მაშინ უნდა შეწყვიტო ფიცი და გააკეთო ის, რაც უკეთესია.

7148. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თქვენ გექნებათ სურვილი გქონდეთ მმართველობის უფლება, რომელიც, განკითხვის დღეს იქნება დამცირება. რა მშვენიერია როცა ძუძუთი იკვებება, მაგრამ რა ცუდია მოშორება.

7151. მა'ბილი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თუკი რომელიმე მმართველს აქვს ავტორიტეტი მუსლიმების საკითხებზე, და მოკვდამაშინ, როცა მათ ატყუებდა, ალლაჰი მისთვის სამოთხეს აკრძალავს.

7173. აბუ მუსა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: გაანთავისუფლეთ მონები და მიიღეთ მოპატიჟება.

7181. უმმ სალამა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გაიგონა, რომ ზოგიერთი ხალხი ჩხუბობდა მისი საცხოვრებლის კართან, გამოვიდა მათთან და უთხრა: 'მე მხოლოდ ადამიანი ვატ. ჩემთან მოდიან მოდავე მხარეები და ვინმე თქვენგანი შეიძლება იყოს უფრო მჭერმეტყველი, ვიდრე სხვა, და მე მივიჩნიო რომ ის მართალია და განვსაჯო მის სასარგებლოდ. თუ ვინმეს სასარგებლოდ გამოვიტან გადაწყვეტილებას,რომლითაც (მისი მჭერმეტყველებით) აიღებს (შელახავს) მუსლიმის უფლებას, ეს სხვა არაფერია, თუ არა ცეცხლის ნაჭერი, და მასზეა დამოკიდებული აიღოს თუ დატოვოს.

7188. აიშა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "ალლაჰისთვის ყველაზე საძულველი ადამიანი მოჩხუბარი ადამიანია".

7222. ჯაბირ იბნ სამურა გადმოსცემს, გავიგონე შუამავალი ამბობდა - იქნება თორმეტი მუსლიმანი მმართველი (ვინც განსჯის მთელ ისლამურ სამყაროს) მან შემდეგ თქვა რაღაც რომელიც მე არ გამიგონია. მამაჩემმა თქვა: ყველა მათგანი იქნებიან ყურაიშიდან.