7268. უმარ იბნ ალ-ხატტაბი გადმოსცემს, ერთხელ ერთმა იუდეველმა მითხრა: მართლმორწმუნეების მმართველო! თქვენს წმინდა წიგნში არის აიათი, რომელსაც ყველა თვენგანი კითხულობს, და ეს რომ ჩვენ მოგვლენოდა, ჩვენ იმ დღეს (რომელ დღესაც მოევლინებოდა) დღესასწაულად ვაქცევდით. უმარ იბნ ალ-ხატტაბმა ჰკითხა - რომელი აიათია? იუდეველმა უპასუხა: დღეს მე სრულვჰყავი თქვენი რჯული თქვენთვის, სრულად გიბოძეთ წყალობა ჩემი და ავირჩიე ისლამი თქვენს სარწმუნოებად. (მაიდე 5:3) უმარმა უპასუხა - რათქმაუნდა ვიცით როდის და სად მოევლინა შუამავალს ეს აიათი. ეს იყო ჯუმა დღე როცა შუამავალი იდგა არაფატზე.(ჰაჯის დღეს)
7270. იბნ აბბასი გადმოსცემს, შუამავალი ჩამეხუტა და თქვა: "ო ალლაჰ, ასწავლე მას წიგნი'(ყურანი).
7274. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: არ არსებობს შუამავალი რომელსაც არ მისცემოდა სასწაული, რომლითაც ხალხი ირწმუნებდა მას, მაგრამ რაც მე მომეცა იყო ღვთაებრივი შთაგონება, რომელიც ალლაჰმა მომივლინა. ვიმედოვნებ, რომ განკითხვის დღეს ჩემი მიმდევრები უფრო მეტნი იქნებიან სხვა დანარჩენებზე.
7279. აბუ ჰურაირა და ზაიდ იბნ ხალიდი გადმოსცემენ, ჩვენ ალლაჰის შუამავლთან ერთად ვიყავით, როდესაც მან უთხრა (ორ კაცს):
მე განვსჯი თქვენს შორის ალლაჰის წიგნით.
7280. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ყველა ჩემი მიმყოლი შევა სამოთხეში, გარდა იმათისა ვინც უარს ამბობს. იქ მყოფებმა უთხრეს: ო ალლაჰის შუამავალო, უარს ვინ იტყვის? მან უთხრა: ვინც მემორჩილება შევა სამოთხეში, და ვინც მეურჩება ის უარს ამბობს.(სამოთხეზე)
7289. სა'დ იბნ აბუ ვაყყასი გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ყველაზე ცოდვილი ადამიანი მუსლიმებს შორის არის ის, რომელმაც იკითხა რაღაცის შესახებ რომელიც არ იყო აკრძალული, მაგრამ აიკრძალა იმიტომ, რომ მან იკითხა.
7295. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, კაცმა თქვა: ო ალლაჰის შუამავალო! ვინ არის მამაჩემი? შუამავალმა თქვა: მამაშენი არის ესა და ეს, მაშინ აიათი მოევლინა: ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! არ იკითხოთ ისეთი რამ, რომ განგეცხადოთ - დაგამწუხრებთ...
(მაიდე 5:101)
7296. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ხალხი არ შეწყვეტს შეკითხვების დასმას, ვიდრე არ იტყვიან: ალლაჰმა შექმნა ყველაფერი, მაგრამ ვინ შექმნა ალლაჰი?
7311. ალ-მუღირა იბნ შუ'ბა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ერთი ჯგუფი ჩემი მიმყოლებიდან დარჩება გამარჯვებული ვიდრე არ მოვა ალლაჰის ბრძანება(განკითხვის დღე) მაშინ ისინი იქნებიან ისევ გამარჯვებულნი.
7312. ჰუმაიდი გადმოსცემს, გავიგონე მუავია იბნ აბუ სუფიანი ქადაგებდა. მან თქვა: გავიგონე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: "თუ ალლაჰს ვინმესთვის კარგი უნდა, ის უბოძებს მას ყურანის და სუნნეთის გაგების უნარს. მე მხოლოდ შემგონებელი ვარ, ხოლო მომცემი ალლაჰია. ეს უმმეთი იქნება სწორ გზაზე ვიდრე საათი არ მოვა, ან ალლაჰის ბრძანება.
7326. იბნ უმარი გადმოსცემს, შუამავალი ყუბას მეჩეთში ზოგჯერ ფეხით მიდიოდა, ზოგჯერ კი ცხენით.
7355. მუჰამმადი იბნ ალ-მუნქადირი გადმოსცემს, დავინახე ჯაბირ იბნ აბდულლაჰი ალლაჰზე იფიცებდა რომ იბნ საიადი დეჯჯალი იყო. მე ვუთხარი ჯაბირს, როგორ იფიცები ალლაჰზე? ჯაბირმა თქვა: გავიგონე უმარი ალლაჰზე იფიცებდა ამ საკითხზე ალლაჰის შუამავლის თანდასწრებით, და შუამავალს არ დაუგმია ეს.
7365. ჯუნდუბ იბნ აბდულლაჰი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: იკითხეთ ყურანი მანამ, სანამ თქვენი გული აღიქვამს მის მნიშვნელობას, მაგრამ თუ შენს აზრებს განსხვავებები აქვს(თუ იგრძნობ დაღლას), შეწყვიტე კითხვა.