4. ვუდუ(განბანვა)

(1) თავი: რა ზემოევლინა ვუდუს (აბდესის) შესახებ?

...როცა წამოდგებით სალოცავად, დაიბანეთ სახეები და ხელები იდაყვებამდე, თავზე სველი ხელი გადაისვით და დაიბანეთ ფეხები კოჭების ჩათვლით...
(სურა მაიდე 5:6)

(2) თავი: არ მიიღება ლოცვა აბდესის გარეშე.

135. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: იმის ლოცვა, ვისაც აქვს ჰადასი (ე.ი აბდესი მოეშალა) არ მიიღება მანამ, სანამ არ აიღებს აბდესს. ერთმა კაცმა (რომელიც იყო) ჰადარამავთიიდან ჰკითხა აბუ ჰურაირას - რა არის ჰადასი? აბუ ჰურაირამ უპასუხა:
"ჰადასი" ნიშნავს გაზებზე გასვლას

(3) თავი: აბდესის (ვუდუ) ღირსება და ალ-ღურრუ ალ-მუჰაჯჯალუნი (მუსლიმის სხეული, რომელიც განკითხვის დღეს გაანათებს აბდესის კვალის
გამო)

136. ნუ'აიმ ალ-მუჯმირი გადმოსცემს: ერთხელ მეჩეთის სახურავზე ავედი აბუ ჰურაირასთან ერთად. მან ვუდუ აიღო და ასე მითხრა: გავიგონე შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'განკითხვის დღეს, ჩემს მიმდევრებს უწოდებენ ღურრა მუჰაჯჯალუნ-ს, აბდესის კვალის გამო. და ვისაც სურს მისი ღურრას (ბრწყინვალების) გაზრდა, მან ბევრი აბდესი აიღოს.

(4) თავი: არ არის საჭირო აბდესის აღება ეჭვის საფუძველზე, ვიდრე არ დარწმუნდება რომ აბდესი მოეშალა.

137. აბბად იბნ თამიმი გადმოსცემს: ბიძაჩემმა ჰკითხა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ადამიანის შესახებ რომელსაც ეგონა, რომ ჰქონდა ლოცვის დროს გაზებზე გასვლა. ალლაჰის შუამავალმა უპასუხა: მან არ უნდა დატოვოს ლოცვა თუ არ გაიგონებს ხმას ან (არ იგრძნობს) რაღაცის სუნს

(5) თავი: სიმსუბუქე აბდესში.

138. ქურაიბმა გადმოსცა: იბნ აბბასმა თქვა: შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ეძინა მანამ, სანამ ხვრინვა არ დაიწყო, შემდეგ წამოდგა და ილოცა. იბნ აბბასმა დააამატა: ერთხელ ღამე გავათენე მამიდაჩემის, მაიმუნას, შუამავლის ცოლის სახლში, და შუამავალიც იმ ღამით მასთან იყო. გვიან ღამით გაიღვიძა და აიღო აბდესი და დადგა ლოცვაზე. მეც ავიღე აბდესი და დავდექი მისგან მარცხნივ. თუმცა მან დამაყენა მისგან მარჯვნივ და ილოცვა იმდენი, რამდენიც ალლაჰმა ინება, მერე ისევ დაწვა დასაძინებლად, დაიძინა და გავიგონე მისი ხვრინვის ხმა. შემდეგ მუეზინი მოვიდა მასთან და უთხრა, რომ უკვე ლოცვის დრო იყო. შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) წავიდა მასთან ერთად და მას ახალი აბდესი არ აუღია' (სუფიანმა უთხრა 'ამრს რომ ხალხი ამბობდა:
'ალლაჰის შუამავლის თვალებს სძინავს, ხოლო გულს არ სძინავს' ამრმა უპასუხა: 'გავიგონე უბაიდ იბნ უმარის ნათქვამი, რომ შუამავლების სიზმრები იყო ზეშთაგონება და შემდეგ წაიკითხა აიათი: 'ჩემო ძეო, მე ვხედავ სიზმრად, რომ უთუოდ მსხვერპლად უნდა შეგწირო.'
(საფფათ 37:102)

(6) თავი: აბდესის სრულყოფა

139. უსამა ბინ ზეიდი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) წავიდა არაფატიდან, სანამ მთის უღელტეხილს მიაღწია, ჩამოხტა, მოითავა საპირფარეშო და შემდეგ აიღო აბდესი მაგრამ არა სრულყოფილი. მე ვუთხარი მას: 'ალლაჰის შუამავალო, ლოცვის დროა?' მან მითხრა:
'ლოცვის ადგილი წინ არის' ისევ ამხედრდა აქლემზე და მიაღწია მუზალიფას, ჩამოხტა და ამჯერად აბდესი სრულად აიღო, წაიკითხა ყამეთი და ილოცა მაღრიბი. მერე ყველამ თავისი აქლემი დააჩოქა, წაიკითხეს ყამეთი 'იშას ლოცვისთვის რომელსაც შუამავალმა გაუწია იმამობა და მათ შორის არცერთი ლოცვა არ შეუსრულებია. (მაღრიბს და 'იშას შორის).

140. ათა იბნ იასარი გადმოსცემს: იბნ აბბასმა აიღო აბდესი აიღო შემდეგნაირად: ერთი მუჭა წყლით პირი გამოივლო, შემდეგ გამოივლო ცხვირი წყლით და შემდეგ გარეთ დაბერა. შემდეგ ორი ხელის შეერთებით პირი დაიბანა, შემდეგ ერთი მუჭა წყლით დაიბანა მარჯვენა მკლავი, მერე იგივე გააკეთა და დაიბანა მარცხენა მკლავი. შემდეგ სველი ხელები თავზე მოისვა და კიდევ ერთი მუჭა წყალი აიღო და დაიბანა მარჯვენა ფეხი, მერე კიდევ ერთი მუჭა
წყლით მარცხენა ფეხი დაიბანა, და შემდეგ თქვა: 'დავინახე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასე იღებდა აბდესს'

141. იბნ აბბასი გადმოსცემს: თუკი რომელიმე თქვენგანი აპირებს თავის ცოლთან თანაცხოვრებას (დაიწყოს ასე): 'ალლაჰის სახელით, ო ალლაჰ! დაგვიფარე სატანისგან და დაიფარე სატანისგან რასაც გვიწყალობებ (ე.ი შვილი)' და თუ შვილი შეეძინებათ სატანა ვერასდროს შეძლებს ზიანი მიაყენოს მის შთამომავლობას.

142. ანასი გადმოსცემს: როდესაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) საპირფარეშოში მიდიოდა, ასე ამბობდა: ('ალლაჰუმმა ინნი ა'უზუბიქა მინალ ხუბსი ვალ ხაბაის') ო ღმერთო, შენ შეგეფარები ყოველი სიბინძურისგან და შეურაცხყოფელისგან.


143. იბნ აბბასი გადმოსცემს, რომ ერთხელ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შევიდა საპირფარეშოში, და ამ დროს მე მოვიტანე წყალი აბდესისთვის. მან იკითხა: ვინ მოიტანა ეს? უთხრეს (რომ მე მოვიტანე) და მან თქვა: ო ალლაჰ! გახადე იგი რელიგიაში მცოდნე (ფაყყაჰუ).

144. აბუ აიუბ ალ-ანსარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც, რომელიმე თქვენგანი ღია სივრცეში გავა
ბუნებრივი მოთხოვნილებისთვის, იგი არ დადგეს სახით ყიბლისკენ და არც ზურგით. მან სახე მიაპყროს აღმოსავლეთით ან დასავლეთით.

145. 'აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს: ხალხი ამბობდა: 'როდესაც ზიხარ ბუნებრიბი მოთხოვლინებისათვის, სახე არ უნდა მიაბრუნო ბეთულ მაყდისისკენ (იერუსალიმისკენ). მე ვუთხარი მათ: 'ერთხელ ჩვენი სახლის სახურავზე ავედი და დავინახე ალლაჰის შუამავალი საპირფარეშოში შესული
და იჯდა ორ აგურზე ბეითულ მაყდისისკენ, მაგრამ შეფარებულში იყო.

146. აიშა გადმოსცემს: შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ორი ცოლი წავიდა ალ-მანასში. (ეს იყო ადგილი სადაც ბუნებრივი მოთხოვნილებისათვის მიდიოდნენ) რომელიც იყო ღია ფართო ადგილი. უმარი ეუბნებოდა შუამავალს: 'შენი ცოლები დაფარულნი უნდა იყვნენ' მაგრამ ალლაჰის შუამავალი ასე არ იქცეოდა. ერთ ღამეს სავდა ბინთ ზამა, შუამავლის ცოლი გარეთ გამოვიდა 'იშას დროს. ის მაღალი ქალი იყო. უმარმა მიმართა მას და უთხრა: 'ო სავდა, მე გიცანი შენ'. მან უხრა მას იმიტომ, რომ სურდა მოვლენილიყი ჰიჯაბის შესახებ აიათები. და ამის შემდეგ მოავლინა ალლაჰმა აიათები ჰიჯაბის შესახებ.

147. აიშა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა მის ცოლებს: თქვენ გაქვთ უფლება გარეთ გახვიდეთ ბუნებრივი მოთხოვნილებისთვის.

148. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს: მე ავედი ჰაფსას სახლის სახურავზე რაღაც საქმისთვის და დავინახე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) საპირფარეოშიში შამისკენ (შამი არის - სირია, იორდანია, პალესტინა და ლიბანი) იყო სახით და ზურგით ყიბლასკენ.

149. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს: ერთხელ სახლის სახურავზე ავედი და დავინახე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) საპირფარეშოში იჯდა ორ აგურს შორის სახით ბეითულ მაყდისისკენ. (იერუსალიმი).

150. ანას ბინ მალიქი გადმოსცემს: როდესაც ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) საპირფარეშოში მიდიოდა, მე სხვა ბიჭებთან
ერთად წყალი მიმქონდა მისთვის.

151. ანასი გადმოცემს: როდესაც ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) საპირფარეშოში მიდიოდა, მე სხვა ბიჭებთან ერთად, მის უკან წყლით სავსე ჭურჭელი მიმქონდა.

17. თავი: საპირფარეშოში გასვლის შემდეგ შუბისპირიანი ჯოხის წაღება წყალთან ერთად.

152. ანას ბინ მალიქი გადმოსცემს: როდესაც ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) საპირფარეშოში მიდიოდა მე სხვა ბიჭებთან ერთად მისთვიწ წყლით სავსე ჭურჭელი და მოკლე შუბი მიმქონდა.

18. თავი: აკრძალულია სასქესო ადგილების დაბანა მარჯვენა ხელით.

153. აბუ ყათადა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც წყალს სვამთ, არ ჩაბეროთ სასმელის ჭურჭელში, და როდესაც საპირფარეშოში გადიხართ, არ შეეხოს მის სასქესო ორგანოს მარჯვენა ხელით და არც გაიწმინდოს მარჯვენა ხელით.

19. თავი: როდესაც შარდზე გადიხარ არ შეეხო სასქესო ორგანოს მარჯვენა ხელით.

154. აბუ ყათადა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც საპირფარეშოში გადიხართ, არ შეეხოს მის სასქესო ორგანოს მარჯვენა ხელით და არც გაიწმინდოს მარჯვენა ხელით. და არც ჩაბეროთ სასმელის ჭურჭელში.

20. თავი: ქვით გაწმენდა.

155. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: მე გავყევი ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) როცა საპირფარეშოში მიდიოდა. აქეთ-იქით არ იყურებოდა. როცა მის სიახლოვეს მივედი, მითხრა: 'მოიტანე ჩემთვის ქვები რომ გავიწმინდო'. და არ მომიტანო ძვალი ან (საქონლის) ფეკალების ნაწილი. მე მივუტანე მას ქვები ტანსაცმლით და მის გვერდით დავყარე და მარტო დავტოვე. როდესაც დაასრულა მისით გაიწმინდა.

21. თავი: სასქესო ორგანოები არ გაიწმინდო ფეკალებით.

156. აბდულლაჰი გადმოსცემს: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) საპირფარეშოში გავიდა და მთხოვა მისთვის ქვები მიმეტანა. მე ვნახე ორი ქვა და ვეძებდი მესამეს მაგრამ ვერ ვნახე. ასე რომ, ავიღე (საქონლის) გამხმარი ფეკალის ნაწილი და მივუტანე. მან აიღო ორი ქვა და ფეკალი მოისროლა და თქვა: ეს ბინძურია.

22. თავი: აბდესის დროს სხეულის ნაწილების დაიბანა ერთხელ.

157. იბნ აბბასმა გადმოსცა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აბდესი აიღო და სხეულის ნაწილები ერთხელ დაიბანა.

23. თავი: აბდესის დროს სხეულის ნაწილების დაბანა ორჯერ.

158. აბდულლაჰ იბნ ზეიდმა გადმოსცა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აბდესი აიღო და სხეულის ნაწილები ორჯერ დაიბანა.

24. თავი: აბდესის დროს სხეულის ნაწილების დაბანა სამჯერ.

159. ჰუმრანი გადმოსცემს: დავინახე უსმან ბინ 'აფფანმა მოითხოვა ჭურჭლით წყალი. და როდესაც მიუტანეს დაიწყო აბდესის აღება: დაისხა წყალი ხელებზე და დაიბანა სამჯერ, შემდეგ ჭურჭელში ჩაყო მარჯვენა ხელი, ამოიღო წყალი და პირი გამოივლო, გამოივლო ცხვირი და დაბერა გარეთ. შემდეგ სამჯერ დაიბანა სახე და მკლავები იდაყვებამდე, სველი ხელი გადაისვა თავზე და შემდეგ ფეხები დაიბანა კოჭებამდე სამჯერ. და შემდეგ თქვა: 'ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'ვინც აიღებს ვუდუს (აბდესს) ისე, როგორც მე, და ილოცებს ორ მუხლს მაშინ, როცა არაფერზე ფიქრობს (ე.ი ჯერ სავალდებულო ლოცვა არ დამდგარა) მას, წარსული ცოდვები ეპატიება.

160. აბდესის აღების შემდეგ უსმანმა თქვა: მე გეტყვით ჰადისს, რომელსაც არ გეტყოდით, თუმცა ამის თქმა მაიძულა ყურანის აიათმა: გადმომცემმა თქვა: ეს აიათია: 'რომელნიც მალავენ ჩვენს მიერ ზემოვლენილ ცხად მტკიცებულებებსა და მოძღვრებას, მას შემდეგ, რაც ჩვენ იგი ხალხთათვის წიგნში ნათელვყავით, მათ წყევლის ალლაჰი და მაწყევარნიც!' (ბაყარა 2:160) გავიგონე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა:
'თუკი კაცი აიღებს აბდესს სწორად და შეასრულებს სავალდებულო ლოცვას, ალლაჰი აპატიებს მათ შორის (ლოცვებს შორის) ჩადენილ ცოდვებს.

25. თავი: ცხვირის გამოვლება აბდესის დროს, და შემდეგ გარეთ გამობერვა.

161. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც იღებს აბდესს, გამოივლოს ცხვირი წყლით და შემდეგ გარეთ გამოდევნოს, და ვინც უხერხულ ადგილებს იწმენდს ქვებით, გააკეთოს ეს კენტი რაოდენობის ქვებით. (მაგ: 11, 13, 15, და ა.შ)

26. თავი: უხერხული ადგილის გაწმენდა კენტი რაოდენობის ქვებით.

162. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'რომელი თქვენგანიც იღებს აბდესს, მან გამოივლოს ცხვირი წყლით. და ვინც ქვებით იწმენდს უხერხულ ადგილებს, გააკეთოს ეს კენტი რაოდენობის ქვებით. და ვინც გაიღვიძებს, მან დაიბანოს ხელები სამჯერ ვიდრე წყალში ჩაყოფდეს ხელს აბდესისთვის, რადგან, არავინ იცის თუ სად იყო მისი ხელები ძილის დროს. (მაგ: შეიძლება შეეხო სასქესო ორგანოს)

27. თავი: ორივე ფეხის დაბანა, და არ არის საკმარისი სველი ხელის ფეხებზე გადასმა.

163. აბდულლაჰ იბნ ამრი გადმოსცემს: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მგზავრობის დროს უკან ჩამოვიტოვეთ. ის შემოგვიერთდა მაშინ, როდესაც 'ასრის ლოცვისთვის აბდესს (ვუდუს) ვიღებდით და ჩვენ მხოლოდ სველ ხელებს ფეხებზე ვისვამდით (ე.ი სრულყოფილად არ ვიბანდით). მან მოგვმართა ორჯერ ხმამაღლა: 'გადაირჩინეთ თქვენი ქუსლები ცეცხლისგან'

28. თავი: ცხვირის გამოვლება წყლით აბდესის დროს.

164. ჰუმრანი (უსმან ბინ აფფანის განთავისუფლებული მონა) გადმოსცემს: 'დავინახე უსმან ბინ აფფანმა წყალი მოითხოვა რათა აეღო აბდესი. (როცა მოუტანეს) მან დაისხა წყალი ხელებზე და დაიბანა სამჯერ, შემდეგ (ჭურჭელში) ჩაყო მარჯვენა ხელი და გამოივლო პირი, შემდეგ ცხვირი და შემდეგ წყალი გარეთ გამოდევნა. შემდეგ სახე დაიბანა სამჯერ, შემდეგ მკლავები დაიბანა იდაყვებამდე სამჯერ, შემდეგ სველი ხელები გადაისვა თავზე და შემდეგ ფეხები დაიბანა სამჯერ. ამის შემდეგ უსმანმა თქვა: 'დავინახე შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ისე აიღო აბდესი როგორც მე' და მან თქვა: 'ვინც აიღებს აბდესს ისე, როგორც მე, და შეასრულებს ორ მუხლ ლოცვას, როცა სხვა არაფერზე ფიქრობს, (ე.ი არ დგას სავალდებულო ლოცვაზე), მისი წარსული ცოდვები ნაპატიები იქნება.

29. თავი: ქუსლების დაბანა აბდესის დროს.

165. მუჰამმად იბნ ზიადი გადმოსცემს: გავიგონე აბუ ჰურაირა ამბობდა, როცა ის ჩვენთან მოვიდა მაშინ, როცა ხალხი აბდესს იღებდა წყლის ჭურჭლიდან, და ამბობდა: აიღეთ აბდესი სრულყოფილად, რადგან აბუ ყასიმმა (ე.ი შუამავალმა) თქვა: 'გადაირჩინეთ თქვენ ქუსლები ცეცხლისგან'

30. თავი: ფეხების დაბანა მაშინ როცა ფეხსაცმელი ატარებ. და საკმარისი არ არის მხოლოდ სველი ხელის გადასმა.
(ე.ი უნდა გაიხადო ფეხზე და დაიბანო ფეხები).

166. უბაიდ იბნ ჯურაიჯი გადმოსცემს: მე ვკითხე აბდულლაჰ იბნ უმარს: ო აბუ აბდურრაჰმან! მე ვხედავ შენ აკეთებ ოთხ რაღაცას, რაც აქამდე არ მინახავს არცერთი შენი თანამგზავრისგან?! აბდულლაჰ იბნ უმარმა მითხრა: 'რა არის ესენი, ო იბნ ჯურაიჯ? მე ვუთხარი: 'მე არასოდეს მინახავს, თუ როგორ ეხები ქააბას რომელიმე კუთხეს, გარდა სამხრეთი კუთხისა და მე დავინახე რომ გარუჯული ტყავის ფეხსაცმელს ატარებდი და თმას ხნით იღებავ. მე ასევე შევამჩნიე, რომ ყოველთვის, როცა მექაში იყავი, ახალი მთვარის დანახვისას ხალხი იჰრამში შეიმოსა, მაგრამ შენ არ შემოსილხარ იჰლალში (იჰრამს იჰლალიც ეწოდება, რომელიც ხმამაღალ შეძახილს ნიშნავს, როცა ტალბიას წარმოთქვამენ ხმამაღლა ჰაჯის დროს, როცა იჰრამში არიან) ზულჰიჯჯას რვა რიცხვამდე. აბდულლაჰმა უთხრა: 'რაც შეეხება ქააბას კუთხეზე შეხებას, მე არასოდეს მინახავს ალლაჰის შუამავლის მიერ შეხება, გარდა სამხრეთისა (იემენისკენ) და რაც შეეხება გარუჯული ტყავის ფეხსაცმელს, დავინახე ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ეცვა უბეწვო ფეხსაცმელი და აბდესსაც იღებდა როცა ფეხსაცმელი ეცვა. (ე.ი იბანდა ფეხებს და მერე იცვამდა). და მეც მომწონს იგივე ფეხსაცმელი. და რაც შეეხება თმების შეღებვას (ხნით); უეჭველად, მე დავინახე ალლაჰის შუამავალი იღებავდა თმას ხნით და მეც მომწონს იგივენაირად. რაც შეეხება იჰლალს, მე არ მინახავს ალლაჰის შუამავალი შემოსილიყო იჰლალში, ვიდრე ჰაჯში არ წავიდა (ე.ი ზულ ჰიჯჯას 8 რიცხვში).

31. თავი: როდესაც იღებ აბდესს ან ღუსლისგან იწმინდები, უნდა დაიწყო სხეულის მარჯვენა მხრიდან.

167. უმ ატია გადმოსცემს: როდესაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ბანდა თავის გარდაცვლილ გოგონას, მან უთხრა მათ:
'დაიწყვეთ მარჯვენა მხრიდან იმ ნაწილებით რომელიც აბდესის დროს იბანება'

168. აიშა გადმოსცემს: შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მოსწონდა მარჯვენა მხრით დაწყება ან ფეხსაცმლის ჩაცმა, თმის ვარცხნა ან თავის
მოწესრიგება ან დაბანა და სხვა რამის გაკეთება.

169. ანას ბინ მალიქი გადმოსცემს: დავინახე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) როცა ასრის (იქინდის) ლოცვა დადგა და ხალხი წყალს ეძებდა აბდესის ასაღებად, მაგრამ ვერ ნახეს. მოგვიანებით (წყლით სავსე ქოთანი) მიიტანეს ალლაჰის შუამავალთან. მან ხელი ჩაყო იმ ქოთანში და ხალხს
უბრძანა მისგან აბდესის აღება. დავინახე, რომ წყალი გამოდიოდა მისი თითების ქვემოდან მანამ, სანამ ყველა მათგანმა არ აიღო აბდესი.

170. იბნ სირინი გადმოსცემს, რომ მე ვუთხარი აბიდას: მე შუამავლის რამდენიმე თმა მაქვს, რომელიც წამოვიღე ანასისგან ან მისი სახლიდან. აბიდამ მითხრა - ეჭვი არაა, რომ თუ მე მექნებოდა მისი ერთი თმის ღერიც, ის ჩემთვის მთელს ქვეყნიერებაზე ძვირფასი იქნებოდა.

171. ანასი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა გადაიპარსა თავი და აბუ ტალჰა იყო პირველი, ვინც აიღო მისი რამდენიმე თმა.

172. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თუ ძაღლი დალევს რომელიმე თქვენგანის ჭურჭლიდან, აუცილებლად გარეცხოს ის შვიდჯერ.

173. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ერთმა კაცმა დაინახა ძაღლი ტალახისგან წყურვილს(ე.ი ტალახზე ცოტა წყალი იყო) იკლავდა, კაცმა აიღო წყალი ფეხსაცმლით და წყალს ალევინებდა, სანამ ძაღლმა წყურვილი არ მოიკლა. ალლაჰმა მოიწონა მისი საქმე და შეუშვა სამოთხეში.

174. ჰამზა ბინ აბდულლაჰმა გადმოსცა: მამაჩემმა მითხრა: 'ალლაჰის შუამავლის დროს, ძაღლები შარდავდნენ და მესჯიდებში შედიოდენ და გადიოდნენ (ეს მაშინ, როცა მესჯიდს კარი არ ჰქონდა და შარდიანი ფეხებით მესჯიდში შედიოდნენ), თუმცა მათზე წყალს არასდროს ასხამდნენ' (მაშინ მეჩეთის ძირი იყო მიწა და მიწა იწოვდა და ისევ რჩებოდა სუფთად) (მაშინდელი მესჯიდების ძირი იყო მიწა, არ იყო დაგებული იატაკი და არც ნოხები)

ამ ჰადისს ხსნის სხვა ჰადისი. მაგ:

აბუ დავუდის კრებულში გადმოცემულია:
იბნ უმარმა თქვა:
ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიცოცხლეში, როცა ახალგაზრდა და უცოლო ვიყავი, მესჯიდში ვიძინებდი.
ძაღლები ხშირად შარდავდნენ შედიოდნენ მესჯიდში, და მასზე წყალს არავინ ასხამდა.
(აბუ დავუდი 382)

ამ ჰადისის სათაურია:
'მიწა სუფთავდება როცა შრება'

დავუშვათ ბუნებაში ან საძოვრებზე მუსლიმანებს დაუდგათ ლოცვა და აპირებენ ლოცვას, ბუნებაში ან საძოვრებზე ყოველთვის შარდავს ცხოველი ან საქონელი, მიწა იწოვს და ზედაპირს ასუფთავებს, და მასზე ლოცვა შეიძლება.

175. ადი ბინ ჰათიმი გადმოსცემს: მე ვკითხე შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მონადირე ძაღლების შესახებ. მან მიპასუხა: 'თუ შენი მონადირე ძაღლი ალლაჰის სახელით გაუშვი, მაშინ ჭამე მის მიერ მონადირებული. მაგრამ თუ მან შეჭამა, მაშინ (ე.ი რაც დარჩა) არ ჭამოთ რადგან მან თავისთვის მოინადირა.' მე აგრეთვე ვკითხე: ზოგჯერ მე ვგზავნი ჩემს ძაღლს სანადიროდ და ვხედავ სხვა ძაღლებსაც მასთან ერთად. მან მითხრა: 'არ ჭამო ის, რადგან შენ ახსენე ალლაჰის შენს მიერ გაგზავნილზე და არა სხვაზე'

34. თავი: ვინც თვლის რომ გაიმეოროს აბდესი, იმ შემთხვევის გარდა, თუ რამე გამოიდევნა უხერხული ადგილებიდან.

176. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოვვა და სალამი მას) თქვა: 'ადამიანი ლოცვაში ითვლება მანამ, ვიდრე ელოდება ლოცვას მეჩეთში, და სანამ არ ექნება ჰადასი' არა-არაბმა კაცმა მკითხა: 'ო აბუ ჰურაირა! რა არის ჰადასი?' მე ვუპასუხე: 'ეს არის გაზებზე გასვლა (ზოგადადად ჰადასი არის აბდესის მომშლელი ფაქტორები)

177. აბბად ბინ თამიმი გადმოსცემს: ბიძაჩემმა ამბობდა: 'შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'არავინ არ დატოვოს ლოცვა სანამ არ გაიგებს ხმას ან არ იგრძნობს სუნს'

178. ალი გადმოსცემს: მე ხშირად მქონდა გამონადენი სასქესო ორგანოდან, მაგრამ მცხვენოდა ალლაჰის შუამავლისთვის კითხვა, ამიტომ ვთხოვე ალმიყდად ალ-ასვადს, რომ ეკითხა შუამავლისთვის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამის შესახებ. მიყდადმაც ჰკითხა და მან უპასუხა: 'უნდა აიღოს აბდესი მის შემდეგ'

179. ზეიდ ბინ ხალიდი გადმოსცემს: მე ვკითხე უსმან ბინ აფფანს ადამიანის შესახებ, რომელსაც ჰქონდა ურთიერთობა მაგრამ არ ჰქონია გამონადენი. უსმანმა მიპასუხა: 'მან უნდა აიღოს აბდესი ისე, როგორც სავალდებულო ლოცვის წინ, მაგრამ აუცილებლად უნდა დაიბანოს სასქესო ორგანო' უსმანმა დაამატა: 'მე ეს ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გავიგონე' მე ეს კითხვა დავუსვი ალი აზ-ზუბაირს, ტალჰას და უბაი ბინ ქა'ბს და მათაც იგივე პასუხი გამცეს.

180. აბუ სა'იდ ალ-ხუდრი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გაგზავნა ერთი ანსარი კაცი, და როდესაც ის გამოჩნდა თმებიდან წყლის წვეთები მოედიენებოდა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა მას: 'ალბათ ჩვენ ვაიძულეთ, რომ აჩქარდა?' ანსარებმა უპასუხეს: დიახ, ასეა. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შემდეგ თქვა: 'თუ სქესობრივი კავშირის დროს აჩქარდით და არ გამოგიგივიდათ ეაკულაცია, მაშინ აბდესი უნდა აიღოთ'

(მოგვიანებით ეს წესი გაუქმდა და სავალდებულო გახდა სრული აბდესის აღება და ტანის დაბანა)
(იხ:ბუხარი 293)

35. თავი: კაცი, რომელიც სხვას ეხმარება აბდესის აღებაში.

181. უსამა ბინ ზეიდი გადმოსცემს: 'როდესაც ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გაემგზავრა არაფატის მთიდან, ის მიბრუნდა მთის უღელტეხისლისკენ და გავიდა ბუნებრივ მოთხოვნილებაზე. როდესაც დაასრულდა, მე დავუხსი წყალი და აიღო აბდესი და შემდეგ ვუთხარი მას:
'ალლაჰის შუამავალო (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას), ლოცვას აღავლენ?' მან მითხრა: 'სალოცავი ადგილი წინ არის'

182. ალ-მუღირა ბინ შუ'ბა გადმოსცემს: მე ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ერთად ერთ-ერთ მგზავრობაში ვიყავი, და როდესაც გავიდა ბუნებრივი მოთხოვნილებისთვის, (როცა დაასრულა) მე დავუსხი წყალი და აიღო აბდესი. მან დაიბანა სახე, მკლავები და გადაისვა სველი ხელი თავზე და ხუფსზე (სქელი ქსოვილისგან ან ტყავისგან დამზადებული წინდები).


36. თავი: ყურანის კითხვა ან სხვა რამის კეთება ჰადასის შემდეგ.

183. 'აბდულლაჰ იბნ აბბასი გადმოსცემს, რომ ის ერთ ღამეს ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ცოლის, მამიდამისის მაიმუნას სახლში დარჩა.მან შემდეგ დაამატა: მე ვიწექი საწოლზე (ბალიშის განზე), ხოლო ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და მისი ცოლი იწვნენ ბალიშის სიგრძის მიმართულებით. ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ეძინა შუა ღამემდე. შემდეგ გაიღვიძა, წამოჯდა და დაიწყო თვალების ფშვნეტა ძილის გასაფანტად. შემდეგ წაიკითხა ალი იმრანის ბოლო ათი აიათი, წამოდგა და ჩამოკიდებული წყლის ტყავისკენ (წყლისთვის დამზადებული) წავიდა, აიღო აბდესი და ეს იყო მშვენიერი განბანვა და შემდეგ დადგა სალოცავად. მეც წამოვდექი და გავაკეთე იგივე რაც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გააკეთა. და შემდეგ დავდექი მის გვერდით. მარჯვენა ხელი თავზე დამადო, მარჯვენა ყურზე მომიჭირა და დამიგრიხა.
შემდეგ ილოცა ორი მუხლი, შემდეგ კიდევ ორი მუხლი, შემდეგ კიდევ ორი მუხლი, შემდეგ ორი მუხლი, და შემდეგ ორი მუხლი, და შემდეგ კიდევ ორი მუხლი. (ე.ი ჯამში 12 მუხლი) და ბოლოს ილოცა ერთი რაქაათი. (ე.ი ვითრი). შემდეგ ისევ დაწვა საწოლში, სანამ მუაზინი არ მივიდა მასთან, და შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) წამოდგა, ილოცა ორი მუხლი და და შემდეგ გავიდა და ილოცა ფაჯრის ლოცვა.

37. თავი: ვინც არ ანახლებს აბდესს თუ არ ჩაეძინა ღრმად.

184. ასმა ბინთ აბუ ბაქრი გადმოსცემს: მე მივედი აიშასთან, შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ცოლთან მზის დაბნელების დროს. დავინახე ხალხი ლოცულობდა და აგრეთვე ისიც ლოცაზე იდგა. შემდეგ მე ვკითხე მას: რა მოუვიდა ამ ხალხს? მან ხელით მანიშნა ცისკენ და თქვა: 'სუბჰან ალლაჰ" (ალლაჰი დიდებულია/უნაკლოა). მე ვკითხე: ნიშანია? მან მითხრა: კი. მეც დავდექი ლოცვაზე სანამ უგონო (და არა ღრმა ძილში) მდგომარეობაში არ ჩავვარდი, შემდეგ კი თავზე წყალი დავისხი. ლოცვის შემდეგ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) განადიდა ღმერთი და თქვა: 'ახლა ვნახე ის, რაც აქამდე არასდროს მინახავს ამ ჩემს ადგილას, მათ შორის სამოთხეც და ჯოჯოხეთიც. მე ზეშთამეგონა, რომ თქვენს საფლავებში გექნებათ გამოცდები და ეს გამოცდები იქნება დეჯჯალის მსგავსი, ან თითქმის მისნაირი. 'ანგელოზები მოვლენ თითოეულ თქვენთაგანთან და ჰკითხავენ: 'რაც იცით ამ კაცის შესახებ?' მორწმუნე უპასუხებს: 'ის არის მუჰამმადი ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და ის მოვიდა ჩვენთან ცხადი ჭეშმარიტებით და ხელმძღვანელობით. და ჩვენ ვუპასუხეთ მის მოწოდებას, ვირწმუნეთ მისი და გავყევით მას' მაშინ ანგელოზები იტყვიან, რომ მშვიდად დაიძინოს, რადგან მათ ისედაც იცოდნენ, რომ ის მორწმუნე იყო. მეორეს მხრივ, თვალთმაქცი ან ეჭვში მყოფი ადამიანი იტყვის: 'არ ვიცი, თუმცა გავიგონე, ხომ ხალხი რაღაცას ამბობდა მეც იგივე ვთქვი'

38. თავი: აბდესის დროს სველი ხელების გადასმა მთლიან თავზე.

185. იაჰია ალ-მაზინიმ თქვა: ერთმა ადამიანმა ჰკითხა აბდულლაჰ ბინ ზაიდს, რომელიც იყო ამრ ბინ იაჰიას ბაბუა: 'შეგიძლია მაჩვენო ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) როგორ იღებდა აბდესს?' აბდულლაჰ ბინ ზაიდი დაეთანხმა და წყალი მოითხოვა. მან წყალი დაისხა ხელებზე და დაიბანა ორჯერ, შემდეგ სამჯერ გამოივლო პირი, შემდეგ ცხვირი გამოივლო სამჯერ და შემდეგ წყალი გარეთ გამოდევნა. სახე დაიბანა სამჯერ და შემდეგ დაიბანა მკლავები იდაყვებამდე, შემდეგ თავზე ხელები გადაისვა წინიდან უკან და შემდეგ პირიქით. (ე.ი წინიდან ბოლომდე - კისრამდე, და შემდეგ იქამდე მოისვა სველი ხელი საიდანაც დაიწყო), და შემდეგ დაიბანა ფეხები (კოჭების ჩათვლით)

39. თავი: ფეხების დაბანა კოჭებამდე.

186. ამრი გადმოსცემს: მამაჩემმა დაინახა თუ როგორ ჰკითხა ამრ ბინ აბი ჰასანმა აბდულლაჰ ბინ ზიადს ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აბდესის შესახებ. აბდულლაჰ ბინ ზიადმა მოითხოვა წყლის ჭურჭელი, რომელშიც წყალი იყო და მათ თვალწინ აიღო აბდესი როგორც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას). ჭურჭლიდან წყალი დაისხა და დაიბანა ხელები სამჯერ, შემდეგ ხელები ჩაყო ჭურჭელში და (ამოღებული წყლით) პირი გამოივლო და გამოივლო ცხვირიც და შემდეგ წყალი გარეთ გამოდევნა. ისევ ჩაჰყო ხელი წყალში და სამჯერ დაიბანა სახე და ორჯერ დაიბანა მკლავები
იდაყვებამდე. შემდეგ ისევ ხელები ჩაჰყო წყალში და სველი ხელი ერთხელ გადაისვა თავზე წინიდან უკან და პირიქით, შემდეგ კი ფეხები დაიბანა კოჭებამდე.

40. თავი: დარჩენილი წყლის გამოყენება აბდესის შემდეგ.

187. აბუ ჯუჰაიფა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მოვიდა ჩვენთან შუადღისას და წყალი მოუტანეს განსაბანად.
აბდესის დასრულების შემდეგ, ხალხმა მათ ტანზე დარჩენილი წყლის შეზელვა დაიწყო. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)
ილოცა ორი რაქაათი ზუჰრი (ევლა), შემდეგ ორი რაქაათი ასრი, ხოლო მოკლე შუბი იყო მის წინ (როგორც სუთრა).

188. აბუ მუსამ გადმოსცა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ითხოვა წყლით სავსე ჭურჭელი და დაიბანა მასში ხელები და სახე, შემდეგ ენის წვერით წყალში აფურთხებდა. შემდეგ გვითხრა ჩვენ (აბუ მუსას და ბილალს): დალიეთ მისგან და შეიზილეთ წყალი სახეზე და მკერდზე.

შუამავალს ასევე ცომზეც გაუკეთებია ასე და ასევე უსწავლებია საჰაბეებს ლოცვის დროს, როცა გონების გაფანტვა დაგემართებათ: „ა'უზუბილლაჰი მინაშ-შაიტანირ-რაჯიიმ“ და სამჯერ მარცხნივ გადააფურთხეთო.

189. გადმოცემულია, რომ იბნ შიჰაბმა თქვა: მე მიამბო მაჰმუდ იბნ არ-რაბიღმა, რომელიც ბავშვი იყო, როცა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) პირში წყალი ჩაიგუბა და სახეზე შეასხა ჭიდან. როცა აბდესს იღებდა, თანმხლებლები მზად იყვნენ შებრძოლებოდნენ ერთმანეთს იმ წყლის გამო, რომელსაც ის იყენებდა.

190. ას-სა'იბ ბინ იაზიდმა გადმოსცა: დეიდაჩემმა წამიყვანა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და უთხრა: „ეს ბიჭი ჩემი დიშვილია და ფეხებში დაავადება აქვს“. მან ხელები დამადო თავზე და ვედრებას აღავლენდა ჩემი კურთხევისთვის, შემდეგ აბდესი აიღო და დარჩენილი წყალი დავლიე.
დავინახე ბეჭედი მის მხრებს შორის, რომელიც ჰგავდა კარვის ღილს ან კაკაბის კვერცხს.

191. ამრ ბინ იაჰია გადმოსცემს: აბდულლაჰ ბინ ზაიდმა ჭურჭლიდან ხელებზე წყალი დაისხა და დაიბანა, შემდეგ ერთი მუჭა წყლით გამოივლო პირი და ცხვირი. სამჯერ გაიმეორა. შემდეგ ორჯერ დაიბანა ხელები იდაყვებამდე და სველი ხელები თავზე გადაისვა, ბოლოს კი ფეხები კოჭებამდე დაიბანა და თქვა:
ასეთია ალლაჰის შუამავლის აბდესი.

192. ამრ ბინ იაჰიამ გადმოსცა: მამაჩემმა უთხრა, რომ აბდულლაჰ ბინ ზიადმა თიხის ჭურჭლიდან აბდესი აიღო: სამჯერ ხელები, შემდეგ მუჭით წყალი – პირი, ცხვირი სამჯერ. შემდეგ სამი მუჭა წყლით სახე, ორჯერ ხელები იდაყვებამდე, შემდეგ თავზე გადაისვა სველი ხელები წინ და უკან, ბოლოს კი ფეხები დაიბანა.

193. იბნ უმარი გადმოსცემს, რომ შუამავლის დროს კაცები და ქალები ერთად იღებდნენ ვუდუს — ერთი ჭურჭლიდან, რაც ცოლ-ქმრის ერთდროულ ვუდუს გულისხმობს.

194. ჯაბირი გადმოსცემს: როცა ავადმყოფი და უგონო ვიყავი, შუამავალი მოვიდა, აბდესი აიღო და დარჩენილი წყალი სახეზე მომასხა. გონს მოვეგე და ვკითხე მემკვიდრეობაზე. შემდეგ მოვიდა გამოცხადება ფარაიდთან დაკავშირებით.

195. ანასი გადმოსცემს: ლოცვის დროს ახლოს მცხოვრებნი აბდესის ასაღებად წავიდნენ. დარჩენილებს შეღებილი პატარა ქოთანი მიუტანეს. ხელიც ვერ ჩაჰყოფოდა, თუმცა ყველა მისგან აბდესი აიღო. როცა ვკითხეთ ანასს რამდენი იყვნენ, თქვა: ოთხმოცი ან მეტი.

196. აბუ მუსა გადმოსცემს: ერთხელ შუამავალმა ითხოვა წყლის ჭურჭელი. ხელები და სახე დაიბანა და წყალი გადმოაფურთხა.

197. აბდულლაჰ ბინ ზიადი გადმოსცემს: ერთხელ შუამავალს მოვუტანეთ წყალი სპილენძის ქვაბით. მან სამჯერ დაიბანა ხელები, ორჯერ იდაყვებამდე მკლავები, შემდეგ თავზე სველი ხელები გადაისვა წინ და უკან, ბოლოს კი ფეხები დაიბანა.

198. აიშა გადმოსცემს: შუამავალმა თხოვა ცოლებს, რომ მის სახლში ემკურნალათ. ორის დახმარებით მივიდა, ფეხებს მიათრევდა. როცა მდგომარეობა გაუარესდა, გვიბრძანა შვიდი ჭურჭლით წყლის დასხმა, რათა ხალხზე რჩევა მიეცა. ჩაჯდა სპილენძის კასრში, და წყლის დასხმის შემდეგ ხალხთან გავიდა.

199. ამრ ბინ იაჰია გადმოსცემს: ბიძამისმა აბდესის მაგალითი აჩვენებინა აბდულლაჰ ბინ ზიადს. მან წყალი ჩაისხა ხელებზე, სამჯერ დაიბანა, ჩააყო ხელი ჭურჭელში, სამჯერ სახე დაიბანა, ცხვირის სარეცხვი სამჯერ, ხელები ორჯერ იდაყვებამდე, თავზე გადაისვა სველი ხელები და ფეხები დაიბანა.
თქვა: ასეთი აბდესი ჰქონდა შუამავალს.

200. საბითი გადმოსცემს: ანასმა თქვა: შუამავალმა ითხოვა წყალი, მიიტანეს ფართო ძირით და არაღრმა ჭურჭელი მცირე წყლით. მან თითები ჩაყო და წყალი ამოდიოდა მის თითებს შორის. აბდესს იღებდნენ 70-დან 80-მდე ადამიანი.

201. ანასი გადმოსცემს: შუამავალი ბანაობდა ხუთი მუდდა წყლით და აბდესს იღებდა ერთი მუდდა წყლით.
(1 მუდდ = ~801.79 გრ, ანუ ~0.8 ლ)

202. სა'დ ბინ ვაყყასი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სველი ხელებით გადაისვა თავზე და ხუფსებზე (იგივე მესჰი - ტყავის ფეხსაცმელი). აბდულლაჰ იბნ უმარს ჰკითხეს ამის შესახებ უმარს და უმარმა უპასუხა 'შეიძლება' და დაამატა: „როდესაც სა‘დი შუამავლისგან ჰადისს გადმოსცემს, ამის შესახებ სხვას აღარ ეკითხებიან.“

203. ალ-მუღირა ბინ შუ'უბა ყვება: ერთხელ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ბუნებრივი საჭიროებისთვია და მე თან გავყევი წყლით სავსე ჭურჭლით. როდესაც მან მოითავა, დავუსხი წყალი და აბდესი (ვუდუ) აიღო და სველი ხელები გადაისვა ხუფსებზე (იგივე მესჰი).

204. გადმოცემს ჯა'ფარ იბნ უმაია ად-დამრი: მამაჩემმა თქვა: დავინახე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სველ ხელებს ხუფსებზე.

205. ჯა'ფარ იბნ ამრი გადმოსცემს: მამამ თქვა: დავინახე შუამავალმა სველი ხელი მოუსვა ჩალმას და მესჰებს.

206. ურვა ბინ ალ-მუღირამ თქვა: მამაჩემმა მითხრა: ერთხელ შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ერთად ვიყავი და ვჩქარობდი მისი ხუფსების გახსნას, მაგრამ მან მითხრა, რომ დამეტოვებინა ისინი რადგან აბდესის აღების შემდეგ ჰქონდა ჩაცმული, და სველი ხელებით გადაისვა ხუფსებზე.

(50) თავი: აბდესის არ განახლება ცხვრის ხორცის და მარცვლეულის მირთმევის შემდეგ.

აბუ ბაქრმა, უმარმა და უსმანმა მიირთვეს ეს საკვები თუმცა აბდესი თავიდან არ აუღიათ.

207. გადმოსცემს აბდულლაჰ იბნ აბბასი: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მიირთვა მოხარშული ცხვრის ხორცი მხრის ნაწილიდან და ილოცა ისე რომ აბდესი თავიდან არ აუღია.

208. გადმოსცემს ჯა'ფარ ბინ ამრ უმაია:
მამაჩემმა თქვა: დავინახე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) როგორ ჭრიდა მოხარშული ცხვრის ხორცს მხრის ნაწილიდან და შემდეგ ლოცვისკენ მოწოდება გაისმა, მან დანა დააგდო და ლოცვა დაიწყო ისე რომ აბდესი არ აუღია. (ე.ი აბდესი ჰქონდა მაგრამ ცხვრის ხორცის ჭამის შემდეგ აბდესი არ მოშლილა)

(51). თავი: პირის ღრუს გამოვლება ას-სავიყის (ტრადიციული არაბული საკვები) ჭამის შემდეგ, განბანვის გარეშე.

209. გადმოსცემს სუვაიდ ბინ ალ-ნუ'მანი:
ხაიბარის დაპყრობის წელს მე ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ერთად წავედი საჰბაში — ხაიბარის მახლობლად მდებარე ადგილას. იქ ალლაჰის შუამავალმა ასრის ლოცვა შეასრულა, შემდეგ საჭმელი ითხოვა და მხოლოდ სავიყი მოუტანეს. მან ბრძანა, რომ იგი წყლით დაესველებინათ. ჩვენ ყველამ მივირთვით. ამის შემდეგ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) წამოდგა საღამოს ლოცვისთვის, პირი წყლით გამოივლო — ჩვენც იგივე გავაკეთეთ — და შემდეგ ილოცა ისე, რომ აბდესი არ განუახლებია.

210. გადმოსცემს მაიმუნა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მიირთვა ცხვრის ხორცის ნაჭერი მხრის ნაწილიდან, შემდეგ კი ილოცა ისე, რომ აბდესი არ განუახლებია.

(52). თავი: რძის დალევის დროს პირის ღრუს გამოვლება აუცილებელია თუ არა.

211. გადმოსცემს იბნ აბბასი: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დალია რძე, პირი გამოივლო და თქვა: 'ცხიმი აქვს'.

(53). თავი: დაძინება, თუ ლოცვის დროს ძილი მოგერია.

212. აიშა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თუ რომელიმე თქვენგანს ლოცვის დროს ძილი მოერია, მან უნდა გამოიძინოს, რადგან მძინარე მდგომარეობაში ლოცვისას მყოფმა ადამიანმა არ იცის, პატიებას ითხოვს თუ ცუდს საკუთარი თავისთვის.

213. ანასი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'თუ რომელიმე თქვენგანს ლოცვის დროს ძილი მოერია, დაე დაიძინოს მანამ, სანამ არ გაიგებს რას ამბობს.

(54). თავი: აბდესის აღება თუნდაც არ მოგეშალოს.

214. ამრ იბნ ამირი გადმოსცემს: ანასმა თქვა, რომ შუამავალი იღებდა ვუდუს ყველა ლოცვისთვის. მე ვკითხე ანასს - შენ რას აკეთებდი? ანასმა მიპასუხა: "ჩვენ ვლოცულობდით იგივე აბდესით (ვუდუ) სანამ არ მოიშლებოდა ჰადასით.

215. გადმოსცემს სუვაიდ ბინ ალ-ნუ'მანი: ხაიბარის დაპყრობის წელს მე ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ერთად წავედი საჰბაში — ხაიბარის მახლობლად მდებარე ადგილას. იქ ალლაჰის შუამავალმა ასრის ლოცვა შეასრულა, შემდეგ საჭმელი ითხოვა და მხოლოდ სავიყი მოუტანეს. მან ბრძანა, რომ იგი წყლით დაესველებინათ. ჩვენ ყველამ მივირთვით. ამის შემდეგ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) წამოდგა საღამოს ლოცვისთვის, პირი წყლით გამოივლო — ჩვენც იგივე გავაკეთეთ — და შემდეგ ილოცა ისე, რომ აბდესი არ განუახლებია.

(55). თავი: ერთ-ერთი დიდი ცოდვაა შარდიანი ტანსაცმელი.

216. იბნ აბბასი გადმოსცემს: ერთხელ მედინას ან მექის სასაფლაოებთან გავლისას, გავიგონეთ ორი ადამიანის ხმა რომლებსაც საფლავში აწამედბნენ. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'მათ აწამებენ მაგრამ არა დიდი ცოდვის გამო' და ცოტა ხნით გაჩერდა, შემდეგ წამოიძახა: დიახ (რა თქმა უნდა, მათ დიდი ცოდვისთვის აწამებენ), ერთი შარდს არ ერიდებოდა (ე.ი ტანისამოსი შარდით ესვრებოდა), მეორე კი ჭორებს ავრცელებდა' შემდეგ ბრძანა ტოტის მოტანა, შუაზე გატეხა და თითოეულ საფლავზე თითო ტოტი ჩაასო'. როცა ჰკითხეს თუ რატომ გააკეთა ეს, მან უპასუხა: 'იმედი მაქვს, ამ ტოტების გახმობამდე მათი წამება შემსუბუქდება'.

(56). თავი: რა არის ნათქვამი შარდისგან გასუფთავებასთან დაკავშირებით.

217. გადმოსცემს ანას ბინ მალიქი: როდესაც ალლაჰის შუამავალი((ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გავიდოდა საპირფარეშოში, მე მიმქონდა მისთვის წყალი რომლითაც ის თავის ინტიმურ ადგილებს ისუფთავებდა.

218. (აქ მეორდება 216-ე ჰადისი)
იბნ აბბასი გადმოსცემს: ერთხელ მედინას ან მექის სასაფლაოებთან გავლისას, გავიგონეთ ორი ადამიანის ხმა რომლებსაც საფლავში აწამედბნენ. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: 'მათ აწამებენ მაგრამ არა დიდი ცოდვის გამო' და ცოტა ხნით გაჩერდა, შემდეგ წამოიძახა: დიახ (რა თქმა უნდა, მათ დიდი ცოდვისთვის აწამებენ), ერთი შარდს არ ერიდებოდა (ე.ი ტანისამოსი შარდით ესვრებოდა), მეორე კი ჭორებს ავრცელებდა' შემდეგ ბრძანა ტოტის მოტანა, შუაზე გატეხა და თითოეულ საფლავზე თითო ტოტი ჩაასო'. როცა ჰკითხეს თუ რატომ გააკეთა ეს, მან უპასუხა: 'იმედი მაქვს, ამ ტოტების გახმობამდე მათი წამება შემსუბუქდება'.

(58). თავი: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და ხალხმა ბედუინი არ შეაწუხეს მანამ, სანამ მეჩეთში შარდვას არ დაარულებდა.
(იმ დროს მეჩეთების იატაკი იყო მიწა და გადახურული იყო პალმის ტოტებით)

219. ანას ბინ მალიქი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დაინახა ბედუინი, რომელიც მეჩეთში შარდავდა, და ხალხს უბრძანა, რომ არ შეეწუხებინათ იგი. როდესაც მან დაასრულა, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) წყალი მოატანინა და მოშარდულის ადგილზე დაასხეს.

(58). თავი: მეჩეთში შარდზე წყლის დასხმა.

220. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ბედუინი წამოდგა და მეჩეთში შარდვა დაიწყო. ხალხმა მისი შეჩერება სცადა, თუმცა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ბრძანა, რომ დაეტოვებინათ იგი. შემდეგ მან უბრძანა, რომ იმ ადგილს, სადაც შარდი იყო, ვედრო ან ჭიქა წყალი დაესხათ. ამის შემდეგ თქვა:
„თქვენ გამოგზავნილნი ხართ საქმეების გასაადვილებლად და არა გასართულებლად.“

221.
221 ნომერშიც მეორდება 219 ჰადისი.
ანას ბინ მალიქი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დაინახა ბედუინი, რომელიც მეჩეთში შარდავდა, და ხალხს უბრძანა, რომ არ შეეწუხებინათ იგი. როდესაც მან დაასრულა, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) წყალი მოატანინა და მოშარდულის ადგილზე დაასხეს.

(59). თავი: ბავშვების შარდი.

222. აიშა გადმოსცემს: ერთ დღეს ალლაჰის შუამავალთან მიიყვანეს ბავშვი, და ბავშვმა ალლაჰის შუამავლის სამოსზე მოშარდა. შუამავალმა წყალი ითხოვა და დასვრილ ადგილზე დაასხა. (გაიწმინდა).

223. უმმ ყაის ბინთ მიჰსინი გადმოსცემს: ჩემი პატარა ვაჟი, რომელიც ჯერ არ იყო ჩვეულებრივ კვებაზე (ე.ი ძუძუს კვებაზე იყო) შუამავალმა აიყვანა და კალთაში ჩაისვა. ბავშვმა მოშარდა შუამავლის სამოსზე, წყალი ითხოვა და დასვრილ ადგილს დაასხა, თუმცა არ გაურეცხია.

(60). თავი: მოშარდვა ფეხზე დგომის დრო ან ჯდომის დროს.

224. ჰუზაიფა გადმოსცემს: ერთხელ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მივიდა ზოგიერთი ხალხის ნაგავსაყრელთან და იქ მდგომარე მდგომარეობაში მოშარდა. შემდეგ მან წყალი მოითხოვა, მე მივუტანე და მან აბდესი აიღო.

(61). თავი: მოშარდვა თანმხლები პირის ზურგს უკან და გამყოფი კედლის იქეთ.

225. ჰუზაიფამ თქვა: მე და შუამავალმა იმდენი ვიარეთ, სანამ ნაგავსაყრელს არ მივაღწიეთ. მან ისე დადგა, როგორც თქვენ დგახართ, და შარდზე გავიდა. მე მოვშორდი, თუმცა მან მანიშნა, რომ დავრჩენილიყავი. მაშინ მის ზურგს უკან დავდექი, სანამ არ დაასრულა.

(62). თავი:

226. აბუ ვაილი გადმოსცემს: აბუ მუსა ალ-აშარი დიდ ყურადღებას აქცევდა შარდვის საკითხს და ამბობდა: ისრაელის შვილებიდან თუ ვინმე შემთხვევით ტანსაცმელს შარდით დაასველებდა, ტანსაცმლის იმ ნაწილს ჭრიდა. ამის გაგონებაზე ჰუზაიფამ აბუ ვაილს უთხრა:' ნეტავ, მას ეს არ გაეკეთებინა.' შემდეგ ჰუზაიფამ დაამატა: 'ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ხალხის ნაგავსაყრელთან მივიდა და ფეხზე მდგომარე გავიდა შარდზე'.

(63). თავი: სისხლის გარეცხვა.

227. ასმა გადმოსცემს: ერთი ქალი მივიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და უთხრა: „რა უნდა გავაკეთოთ, თუ მენსტრუაციის დროს სისხლი ჩვენს ტანსაცმელზე მოხვდება?' მან უპასუხა: 'მოაშოროს სისხლის კვალი, შემდეგ დაასხას წყალი და ხელებით შეიზილოს, შემდეგ წყალი დაასხას და ამავე ტანსაცმლით შეუძლია ილოცოს.

228. გადმოსცემს აიშა: ფატიმა ბინთ აბი ჰუბაიში მივიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და უთხრა: 'ალლაჰის შუამავალო, საშვილონოდან გამუდმებით სისხლდენა მაქვს და სუფთად არ ვარ. უნდა მივატოვო ლოცვა? შუამავალმა უთხრა: 'არა, რადგან ეს სისხლძარღვიდან მოდის და არა მენსტრუაციიდან. ასე რომ, რომ როდესაც ციკლი დაგეწყება, მაშინ მიატოვეთ ლოცვა და როდესაც ეს დასრულდება, ჩამოჯბანეთ სისხლი (ასევე ღუსლით განიბანეთ) და ამის შემდეგ აღავლინეთ ლოცვა.'

229. აიშა გადმოსცემს: „მე ვრეცხავდი ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ტანსაცმლიდან ჯანუბობის კვალს; ხოლო იგი ლოცვაზე გადიოდა იმ დროს, როცა ტანსაცმელზე წყლის კვალი ჯერ კიდევ ეტყობოდა.

233. აბუ ყილაბა გადმოსცემს: ანასმა თქვა: ხალხი 'უქლის ან 'ურაინას ტომიდან მედინაში მოვიდა, კლიმატს ვერ შეეგუვნენ. შუამავალმა უთხრა დაელიათ აქლემების რძე და შარდი. გამოჯანმრთელების შემდეგ მწყემსი მოკლეს და აქლემები გაიტაცეს. შუამავალმა ისინი დააპატიმრა, ხელ-ფეხი მოკვეთეს, თვალებზე რკინა დაადეს და ალ-ჰარაში ჩასვეს - წყალი არ მისცეს. აბუ ყილაბამ თქვა: ეს ხალხი ქურდობასა და მკვლელობას სჩადიოდა, ისლამის მიღების შემდეგ ურწმუნოები გახდნენ და ალლაჰისა და მისი შუამავლის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

234. ანასი გადმოსცემს: მეჩეთის აშენებამდე შუამავალი ცხვრის ტყავზე ლოცულობდა.

237. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: შუამავალმა თქვა: რომელი მუსლიმიც ჭრილობას მიიღებს ალლაჰის გზაზე, განკითხვის დღეს ისე მოვა, როგორც ჭრილობის მიღების დროს იყო; სისხლი ექნება და სისხლს ექნება მუსქის სურნელება.

238. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: შუამავალმა თქვა: ჩვენ ვართ ბოლოები (ბოლო უმმათი) მაგრამ პირველები (განკითხვის დღეს).

242. აიშა გადმოსცემს: შუამავალმა თქვა: ყოველი დასალევი, რომელიც მათრობელაა - ჰარამია.

245. ჰუზაიფა გადმოსცემს: როდესაც შუამავალი ღამით დგებოდა, კბილებს სივაქით იწმენდდა.