97. თავჰიდი

7372. იბნ აბბასი გადმოსცემს: როცა შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გზავნიდა მუაზს იემენში, უთხრა მას: შენ მიდიხარ წიგნის მქონე ხალხთან, პირველ რიგში რაზეც უნდა მოიწვიო ისინი, არის ალლაჰის ერთადერთობა (ე,ი თავჰიდი). თუ ისინი ისწავლიან ამას, უთხარი მათ, რომ ალლაჰმა დაავალდებულა ისინი დღე-ღამეში ხუთჯერადი ლოცვით. და თუ ისინი ილოცებენ, უთხარი მათ, რომ ალლაჰმა დაავალდებულა ზექათი მათი ქონებიდან და ის გასცენ მდიდრებმა ღარიბებზე. თუ ისინი მიიღებენ ამას, შემდეგ აიღე მათი ზექათი, მაგრამ თავი აარიდე ხალხის საუკეთესო ქონებას.

7373. მუაზ იბნ ჯაბბალი გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)მითხრა: ო მუაზ! იცი რა არის ალლაჰის ალდებულება მისი მონების მიმართ? მე ვთქვი, ალლაჰმა და მისმა შუამავალმა უკეთ იციან. შუამავალმა თქვა - ეთაყვანონ მხოლოდ მას და არ ეთაყვანონ მის ერთად არავის. იცი რა არის მათი(მონების) ვალდებულება მის(ალლაჰის) მიმართ? ვუპასუხე - ალლაჰმა და მისმა შუამავალმა უკეთ იციან. შუმავალმა მითხრა - მათ არ დასჯის.

7376. ჯარირ იბნ აბდულლაჰი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰი არ იქნება მოწყალე იმათ მიმართ, ვინც არ არიან მოწყალენი კაცობრიობის მიმართ.

7379. იბნ უმარი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: დაფარულის ცოდნის გასაღები არის ხუთი, რომელიც არავინ იცის ალლაჰის გარდა.
1.არავინ იცის რა არის საშვილოსნოში ალლაჰის გარდა.
2.არავინ იცის რა მოხდება ხვალ ალლაჰის გარდა.
3. არავინ იცის როდის იწვიმებს გარდა ალლაჰისა.
4. არავინ იცის რომელ ადგილზე მოკვდება გარდა ალლაჰისა
5. და არავინ იცის როდის დადგება საათი, გარდა ალლაჰისა.

7380. მასრუყი გადმოსცემს, აიშამ თქვა, თუ ვინმე გეტყვის, რომ მუჰამმადმა დაინახა მისი ღმერთი - მატყუარაა, რადგან ალლაჰმა თქვა: თვალნი ვერ მიწვდება მას ..(6:103) და თუ ვინმე გეტყვის, რომ მუჰამმადმა დაინახა დაფარული - მატყუარაა, რადგან ალლაჰმა თქვა: არავინ უწყის დაფარული ცათა და ქვეყნისა, გარდა ალლაჰისა.. (27:65)

7382. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, შუამავალმა თქვა: განკითხვის დღეს, ალლაჰი აიღებს მთელს დედამიწას, და ჩაიხვევს ზეცას მისი მარჯვენა ხელით და იტყვის - მე ვარ მეფე, სად არიან დედამიწის მეფეები?

7383. იბნ აბბასი გადმოსცემს, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: (ღმერთო) მივეკედლები შენს დიდებულებას, არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი შენს გარდა, რომელიც არ მოკვდება, როცა ჯინები და ადამიანები კვდებიან.

7389. აიშა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ჯიბრილმ(ალლაჰის სალამი მას) დამიძახა და მითხრა: ალლაჰმა გაიგონა შენი ხალხის სიტყვა და რაც გიპასუხეს.

7393. აბუ ჰურაირამ გადმოსცა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როცა თქვენგან ვინმე მივა დასაძინებლად საწოლთან, მისი სამოსის კიდეთი გადაფერთხოს სამჯერ და თქვას: "ღმერთო ჩემო, შენი სახელით დავდე გვერდი და შენით წყალობით ავწევ. თუ წაიყვან ჩემს სულს, შეიწყალე ის, და თუ დამიბრუნებ დაიცავი იგი ისე, როგორც იცავ შენს სიკეთისმქმნელ მსახურებს.

7394. ჰუზაიფა გადმოსცემს, შუამავალი როცა მიდიოდა საწოლში ამბობდა - ალლაჰუმმა ბისმიქა აჰია ვა ამუთ. და როცა დგებოდა დილით ამბობდა - ალ-ჰამდულილლაჰილლაზი აჰიანა ბა'და მა ამათანა ვე ილეიჰი ნნუშურ.

7395. აბუ ზარი გადმოსცემს შუამავალი როცა მიდიოდა საწოლში ამბობდა - ბისმიქა ნამუთუ ვე აჰია. და როცა დგებოდა დილით ამბობდა - ალ-ჰამდულილლაჰილლაზი აჰიანა ბა'და მა ამათანა ვე ილეიჰი ნნუშურ.

7399. ანასი გადმოსცემს, შუამავალმა დაკლა ორი ცხვარი და ახსენა ალლაჰის სახელი და თქვა - ალლაჰუ აქბარ.

7401. იბნ უმარი გადმოსცემს, შუამავალმა თქვა: არ დაიფიცოთ თქვენი მამები. ვისაც უნდა დაფიცება, დაიფიცოს ღმერთი.

7404. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, შუამავალმა თქვა: როცა ალლაჰმა შექმნა ქმნილება, მან დაწერა მის წიგნში, და დაწერა მის შესახებ, და მოათავსა ტახტზე - "უეჭველად ჩემი მოწყალება ძლევს ჩემს რისხვას".

7407. აბდულლაჰი გადმოსცემს, შუამავალმა თქვა: ალლაჰი თქვენ არ დაგემალებათ. ის არ არის ცალთვალა, და აღნიშნა ხელით მის თვალზე და დაამატა - ალ-მასიჰ ადდაჯჯალი არის ბრმა მარჯვენა თვალით, და მისი თვალი მოჩანს როგორც ყურძნის მარცვალი.

7408. ანასი გადმოსცემს, შუამავალმა თქვა: ალლაჰს არცერთი შუამავალი არ გამოუგზავნია რომ მას არ გაეფრთხილებინა ცალ თვალა მატყუარას შესახებ. ის ცალთვალაა, მაგრამ თქვენი ღმერთი ცალთვალა არ არის. მას ორ თვალს შორის "ქააფირ" აწერია.

7413. იბნ უმარი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა თქვა: განკითხვის დღეს ალლაჰი აიღებს მთელს დედამიწას მის ხელში, და ყველა ზეცას მის მარჯვენაში, შემდეგ იტყვის - მე ვარ მეფე. აბუ ჰურაირამ თქვა: ალლაჰის შუამავალმა თქვა: ალლაჰი ხელს წაავლებს დედამიწას.

7422. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა თქვა: როცა ალლაჰმა დაასრულა შექმნა, მან დააწერა მის ტახტზე - "ჩემი მოწყალება წინ უძღვის ჩემს რისხვას".

7423. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, შუამავალმა თქვა, ვისაც სწამს ალლაჰი და მისი შუამავალი, ლოცვაფ დადგება და იმარხულებს რამადანში, ამ მოქმედებით ალლაჰი მას სამოთხეში შეუშვებს. თუ ის გადასახლდება ალლაჰის კმაყოფილებისთვის ან დარჩება მიწაზე სადაც დაიბადა. იმათმა(საჰაბეებმა) უთხრეს - ო ალლაჰის შუამავალო არ უნდა ვუთხრათ ხალხს ეს? თქვა - სამოთხეში არსებობს ასი ხარისხი რომელიც ალლაჰმა მოამზადა იმათთვის, ვინც ეწევა ჯიჰადს მისი კმაყოფილებისთვის. დაშორება ყოველ ორ ხარისხს შორის არის როგორც დაშორება ცას და დედამიწას შორის, ასე რომ თუ თხოვთ ალლაჰს, სთხოვეთ მას ფირდავსი, რადგან ის არის სამოთხის ბოლო და უმაღლესი ნაწილი, მის ზემოთ არის მოწყალის'არში, და იქედან მოედინებიან სამოთხის მდინარეები.

7435. ჯარირ იბნ აბდულლაჰი გადმოსცემს, შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თქვენ ნამდვილად დაინახავთ თქვენს ღმერთს საკუთარი თვალებით.

7436. ჯარირი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გამოვიდა ჩვენთან მთვარიან ღამეს და თქვა: "თქვენ დაინახავთ თქვენს ღმერთს განკითხვის დღეს, როგორც თქვენ ხედავთ ამას (სავსე მთვარეს) და არ გექნებათ დაბრკოლება მის დანახვაში.

7441. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გაგზავნა ანსარები, შეკრიბა ისინი კარავში რომ ეთქვათ მათთვის "იყავით მომთმენნი ვიდრე შეხვდებით ალლაჰს და მის შუამავალს, და მე ვიქნები ტბაზე(ქავსარ)

7442. იბნ აბასი გადმოგვცემს: როდესაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აღავლენდა თაჰაჯუდის ლოცვას, ის ამბობდა: "ო, ალლაჰ, ღმერთო ჩემო! ყველა დიდება შენ გეკუთვნის; შენ ხარ ცათა და დედამიწის გამჩენი. დიდება შენ გეკუთვნის, შენ ხარ შუქი ცისა და მიწისა და რაც არის მათში. შენ ჭეშმარიტება ხარ და შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა და შენი პირობა ჭეშმარიტებაა და შენთან შეხვედრა ჭშმარიტებაა, სამოთხე ჭეშმარიტებაა, და ჯოჯოხეთი ჭეშმარიტებაა. ო, ალლაჰ, მე შენ გაბარებ ჩემს თავს და მწამს შენი, და მე მონდობილი ვარ შენზე (მხოლოდ მასზეა დამოკიდებული) და შენთან ვუჩივი ჩემს მოწინააღმდეგეებს და შენი მტკიცებულებით ვკამათობ მე. ასე რომ, გთხოვ მაპატიე ცოდვები, რომლებიც ჩავიდინე წარსულში ან გავაკეთებ მომავალში, ასევე ის (ცოდვები), რომლებიც ჩავიდინე ფარულად ან საჯაროდ, და რაც შენ ჩემზე უკეთ იცი. არავის აქვს უფლება თაყვანისცემის შენს გარდა."

7450. ანასი გადმოსცემს, რომ შუამვალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ზოგიერთი ხალხი გაიტრუსება ჯოჯოხეთში მათი ჩადენილი ცოდვების გამო, შემდეგ ალლაჰი შეუშვებს სამოთხეში მისი დასაჩუქრებული წყალობით. ამ ხალხს ეწოდება ალ-ჯაჰანნამიინ (ჯოჯოხეთის ხალხი)

7451. აბდულლაჰი გადმოსცემს: იუდეველი რაბინი მოვიდა ალლაჰის შუამავალთან და უთხრა, ო მუჰამმად! ალლაჰი აიღებს ცებს ერთ თითში და დედამიწას მეორეში, ხეებს და მდინარეებს მესამეში, დანარჩენ ქმნილებებს მეოთხეში და შემდეგ იტყვის - " მე ვარ მეფე" ამაზე ალლაჰის შუამავალს გაეღიმა და და თქვა: "ვერ შეაფასეს მათ ღმერთი ჯეროვნად…" (ზუმარ 39:67)

7453. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, შუამავალმა თქვა: როცა ალლაჰმა დაასრულა შექმნა, მან დააწერა მის ტახტზე - "ჩემი მოწყალება წინ უძღვის ჩემს რისხვას".

7459. ალ-მუღირა იბნ შუ'ბა გადმოსცემს, გავიგონე შუამავალი ამბობდა - ჩემი მიმდევრებიდან რამდენიმე ადამიანი გააგრძელებენ სხვებზე გამარჯვებას, ვიდრე არ მოვა ალლაჰის ბრძანება(განკითხვის დღე)

7460. მუავია გადმოსცემს, გავიგონე შუამავალი ამბობდა, ერთი ჯგუფი ჩემი მიმდევრებიდან დაიცავენ ალლაჰის ბრძანებებს მკაცრად და ვერ მიაყენებენ ზიანს ისინი, ვინც ურწმუნონი იქნებიან ან იდგებიან მათ წინააღმდეგ ვიდრე არ მოვა ალლაჰის ბრძანება. ხოლო ისინი იქნებიან ამ მდგომარეობაში.

7561. აიშა გადმოსცემს: ზოგიერთმა ადამიანმა ჰკითხა შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მკითხავების შესახებ. მან უთხრა მათ: 'ისინი არაფერი არ არიან'. ო ალლაჰის შუამავალო! მათი ზოგიერთი ნათქვამი მართლდება. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მათ უთხრა: 'სიტყვა, რომელიც მართლდება არის ჯინის მიერ მოპარული (ზეციდან), რომელსაც თავის მეგობარს ყურში აწვეთებს ქათმის ყივილის ხმით. შემდეგ მკითხავები ამ ერთ სიტყვას დაუმატებენ ას ტყუილს.

7464. ანასი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა თქვა: როდესაც რომელიმე თქვენგანი თხოვს ალლაჰს რაიმეს, იყოს მტკიცე მის თხოვნაში, მან არ უნდა თქვას: "თუ შენ გსურს, მომეცი." რადგან არავის შეუძლია აიძულოს ალლაჰი გააკეთოს (რაიმე) მისი ნების საწინააღმდეგოდ.

7465. ალი იბნ აბუ ტალიბი გადმოსცემს, ერთ ღამეს ალლაჰის შუამავალი მოვიდა ჩემთან და ფატიმასთან, შუამავლის ქალიშვილთან და გვკითხა, არ ილოცეთ(ღამით)?მე ვუთხარი, ალლაჰის შუამავალო, ჩვენი სულები ალლაჰის ხელშია და თუ მას სურს ავდგეთ, ის აგვაყენებს. როცა ეს ვთქვი, მან დაგვტოვა უსიტყვოდ და გავიგონე ის ირტყამდა მის ბარძაყზე და ამბობდა, "მაგრამ ადამიანს ყველაზე მეტად სჩვევია კამათი"(18:54)

7466. გადმოცემულია აბუ ჰურაირასგან: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "მორწმუნე არის მაგალითი ახალი მწვანე მცენარის ფოთლისა, რომელიც მოძრაობს იმ მიმართულებით, საითაც ქარი აიძულებს მას და როდესაც ქარი ჩერდება, ის სწორად დგას. ასეთია მსგავსება მორწმუნისა ფოთოლთან: მას აწუხებს უბედურება; თუმცა, როგორც ახალი მცენარის ფოთოლი ქარის ჩადგომის შემდეგ, ის მალე უბრუნდება თავის ნორმალურ მდგომარეობას. და ურწმუნოების მაგალითია ფიჭვის ხე, რომელიც რჩება ხისტი და სწორი, მანამ სანამ ალლაჰი არ მოტეხავს მას, როცა თვითონ ინებებს."

7469. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალს სულეიმანს ჰყავდა სამოცი ცოლი, ერთხელ თქვა -ამაღამ მე მექნება სექსუალური კავშირი ჩემს ყველა ცოლთან, და ყველა მათგანი დაფეხმძიმდება და აღვზრდი ოთხ ცხენოსანს და იბრძოლებენ ალლაჰის გზაზე. ამგვარად მან დაწვა მის ცოლებთან და არცერთს მათგანს არ მოუწოდებია (შვილი) ერთის გარდა, რომელმაც შვა ნახევარი ბიჭი. ალლაჰის შუამავალმა თქვა: სულეიმანს რომ ეთქვა - თუ ალლაჰი ინებებს" მისი ყველა ქალი მიაწოდებდა ცხენოსნებს, ალლაჰის გზაზე მებრძოლებს………………….

7473. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: დაჯჯალი მოვა მედინაში და ნახავს, რომ ანგელოზები იცავენ მას. თუ ინებებს ალლაჰი, ვერც დაჯჯალი, ვერც ჭირი ვერ მიუახლობდება მას.

7481. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "როდესაც ალლაჰი ბრძანებს რაღაცას ზეცაში, ანგელოზები ფრთებით ურტყამენ მისი განცხადების მორჩილების ნიშნად, რომელიც ისეთ ხმას გამოსცემს თითქოს კლდეზე ჯაჭვს ათრევდნენ. ,,ხოლო როცა გულებიდან შიში გაუვლით, ამბობენ: რა თქვა თქვენმა ღმერთმა? იტყვიან: ჭეშმარიტება, და იგი უზენაესი, დიადია.“ (საბა 34:23)

7483. აბუ საიდ ალ ხუდრი გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰი იტყვის, ო ადამ! ადამი უპასუხებს " ლაბბაიქ ვა სა'დაიქ" შემდეგ ხმამაღალ ხმას გაიგონებს; ალლაჰმა გიბრძანა გამოიყვანო ჯოჯოხეთის ცეცხლიდან შენი შთამომავლობიდან.

7485. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: " თუკი ალლაჰს უყვარს ადამიანი, ის ეძახის ჯიბრილს და ეუბნება, ალლაჰს უყვარს ესა და ეს, ო ჯიბრილ, შეიყვარე ის. ჯიბრილი შეიყვარებს მას და შემდეგ განაცხადებს ზეცაში: ალლაჰს უყვარს ესა და ეს, ასე რომ თქვენც შეიყვარეთ იგი. ამგვარად ყველა ზეცის ბინადარი იყვარებს მას, და შემდეგ მას მიენიჭება ხალხის კმაყოფილება დედამიწაზე.

7486. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: არსებობენ ანგელოზები რომლებიც მოდიან თქვენთან თანმიმდევრობით ღამით, და სხვები დღის განმავლობაში. ისინი ყველა იკრიბებიან ფაჯრის და 'ასრის ლოცვის დროს. ანგელოზები რომლებიც რჩებიან თქვენთან ერთად ღამით ადიან (ზეცაში) და ის(ალლაჰი) ეკითხება მათ, თუმცა მან უკეთ იცის მათი საქმეები. რა მდგომარეობაში დატოვეთ ჩემი მონები? ისინი ამბობენ: როცა ჩვენ დავტოვეთ ისინი, ლოცულობდნენ და როცა ჩვენ მივედით მათთან, ლოცულობდნენ.

7487. აბუ ზარი გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ჯიბრილი მოვიდა და გადმომცა კარგი ამბავი, თუკი ვინმე ჩემი მიმდევრებიდან მოკვდება ისე, რომ არავის ეთაყვანებოდა ალლაჰის გარდა - შევა სამოთხეში. მე ვკითხე, თუნდაც იქურდოს ან იმრუშოს? მიპასუხა - თუნდაც იქურდოს და იმრუშოს.

7498. აბუ ჰურაირა გადმოსცემს შუამავლის(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიტყვას, რომ ღმერთმა თქვა: მე მოვამზადე ჩემი მართალი(მორწმუნე) მსახურებისთვის ის, რაც არ უნახავს თვალს, არ გაუგონია ყურს და ვერ წარმოიდგენს ადამიანის გული. (

7501. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, ალლაჰის შუამავლის(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიტყვას, რომ ალლაჰი ეუბნება ანგელოზებს:"თუ ჩემს მსახურს სურს გააკეთოს ცუდი საქმე, არ ჩაიწეროთ ის სანამ არ გააკეთებს, თუ გააკეთა მაშინ ჩაწერეთ ის ერთ ცუდ საქმედ, მაგრამ თუკი მან თავი შეიკავა ჩემი კმაყოფილებისათვის, ჩაუწერეთ ის კარგ საქმედ, თუკი განიზრახა კარგი საქმის გაკეთება, მაგრამ არ გააკეთა ჩაუწერეთ ერთ კარგ საქმედ, ხოლო თუ გააკეთა, ჩაუწერეთ მას ათიდან შვიდასამდე კეთილი საქმე.

7504. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც შეიყვარებს ალლაჰთან შეხვედრას, ალლაჰიც შეიყვარებს მასთან შეხვედრას. ვინც შეიძულებს მასთან შეხვედრას, ალლაჰიც შეიძულებს მასთან შეხვედრას.

7511. მა'ბად იბნ ჰილალ ალ-ანზი გადმოსცემს: აბდულლაჰი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: კაცი რომელიც ბოლო შევა სამოთხეში და ბოლო გამოვა ჯოჯოხეთიდან იქნება კაცი, რომელიც გამოვა ხოხვით, და მისი ღმერთი ეტყვის მას - შედი სამოთხეში, ის უპასუხებს - ო ღმერთო სამოთხე სავსეა. ალლაჰი იგივეს უბრძანებს სამჯერ და ყოველჯერზე კაცი იგივეს უპასუხებს - სამოთხე სავსეა. ამის შემდეგ ალლაჰი ეტყვის - დედამიწაზე ათჯერ დიდი შენია.

7512. ადი იბნ ჰათიმი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას თქვა: არავინ იქნება თქვენს შორის, მაგრამ მისი ღმერთი დაელაპარაკება მას, და არავინ იქნება თარჯიმანი მასა და ალლაჰს შორის. ის ვერაფერს დაინახავს მარჯვნივ მის მიერ გაგზავნილის გარდა, მარცხვნივ გაიხედავს, საიქიოში გაგზავნილის გარდა ვერაფერს დაინახავს. წინ გაიხედავს და ვერაფერს დაინახავს ცეცხლის გარდა. ასე რომ დაიცავით თქვენი თავი ცეცხლისგან, თუნდაც ნახევარი ფინიკით. ალ-ა'მაშმა თქვა: ამრ იბნ მურრამ თქვა: ხაისამმა გადმოსცა იგივე და დაამატა - თუნდაც კარგი სიტყვით.

7514. საფვან იბნ მუჰზირი გადმოსცემს, კაცმა ჰკითხა იბნ უმარს, რა გაიგონე ალლაჰის შუამავლისგან ჩურჩულის შესახებ? მან თქვა - ყველა თქვენგანი მოვა ახლოს მის ღმერთთან, რომელსაც დაფარავს ხალხისგან და ეტყვის - გააკეთე ესა და ეს? უპასუხებს - დიახ. შემდეგ ალლაჰი ეტყვის - გააკეთე ესა და ეს? უპასუხებს - დიახ. ალლაჰი ჰკითხავს მას და (ის) აღიარებს, შემდეგ ალლაჰი ეტყვის - მე დავფარე შენი ცოდვები დედამიწაზე და გაპატიე ისინი დღეს.

7515. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ადამმა და მუსამ იკამათეს და მუსამ თქვა: შენ ადამი ხარ, რომელმაც გამოიყვანა მისი შთამომავლობა სამოთხიდან. ადამმა უთხრა - შენ მუსა ხარ, რომელიც ალლაჰმა აირჩია მისი რისალათისთვის (მესიჯისთვის) პირდაპირი საუბრით, და შენ მკიცხავ იმის გამო, რაც ჩემთვის იყო განსაზღვრული ჩემს შექმნამდე? ამგვარად ადამმა სძლია მუსას.

7518. აბუ საიდ ალ ხუდრი გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰი ეტყვის სამოთხის ხალხს - ო სამოთხის ხალხო! ისინი იტყვიან - ლაბბაიქ, ო ჩვენო ღმერთო და სა'დაიქ, ყველაფერი კარგი შენს ხელშია. ალლაჰი ეტყვის - კმაყოფილნი ხართ? იტყვიან - რატომ არ უნდა ვიყოთ კმაყოფილები ო ღმერთო ჩვენო, რომ შენ მოგვეცი ის, რაც არ მიგიცია ყველა ადამიანისთვის? (ალლაჰი) იტყვის - არ მომიცია თქვენთვის ამაზე უკეთესი? ისინი ეტყვიან - ო ღმერთო ჩვენო! კიდევ რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი? (ალლაჰი) ეტყვის - მე გიბოძეთ ჩემი კმაყოფილება და მე არასოდეს აღარ გაგიბრაზდებით.

7522. იქრიმი გადმოსცემს, რომ იბნ აბბასმა თქვა: როგორ შეგიძლიათ ჰკითხოთ წიგნის ხალხს რაღაც, როცა გაქვთ ალლაჰის წიგნი(ყურანი) რომელიც არის ალლაჰის მიერ ახალად მოვლენილი, და კითხულობთ მას სუფთად, დაუმახინჯებელი ფორმით?

7523. უბაიდულლაჰ ბინ აბდულლაჰი ყვება: აბდულლაჰ ბინ აბასმა თქვა: "ო მუსლიმებო! როგორ შეგიძლიათ ჰკითხოთ სხვაწიგნის ხალხს (იუდეველებს და ქრისტიანებს) რაიმეს შესახებ, მაშინ როცა თქვენი წიგნი, რომელიც ალლაჰმა მოუვლინა თქვენს წინასწარმეტყველს, შეიცავს უახლეს ამბებს ალლაჰისგან და არის სუფთა და არა დამახინჯებული? განა არ გითხრათ ალლაჰმა, რომ წიგნის ხალხმა (ქრისტიანებმა და იუდეველებმა) შეცვალეს ალლაჰის ზოგიერთი სიტყვა და დაამახინჯეს ისინი, და დაწერეს რაღაც საკუთარი ხელით და თქვეს: "ეს არის ალაჰისგან, რათა მცირე სარგებელი ჰქონოდათ ამისთვის. ნუთუ არ მოვიდა თქვენამდე ინფორმაცია იმის შესახებ რომ მაგ ხალხზე კითხვების დასმა უნდა შეწყვიტოთ? არა, ალლაჰს ვფიცავ, ჩვენ არასოდეს გვინახავს მათგან კაცი, რომელიც მოვიდოდა და შეგვეკითხებოდა ყურანის შესახებ, რომელიც ჩვენ მოგვევლინა.

7527. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც არ კითხულობს ყურანს ლამაზი ხმით, არ არის ჩვენიანი. და სხვებმა დაამატეს (რომ ეს ნიშნავს) ხმამაღლა კითხვას.

7547. ალ ბარა გადმოსცემს, მე გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) კითხულობდა სურას ვა თთინი ვა ზზაითუნ (95-ე სურა) იშას ლოცვაში, და მე არასოდეს მსმენია მასზე უკეთესი ხმა ან კითხვა.

7548. აბდულლაჰ ბინ აბდურ-რაჰმანმა თქვა: რომ აბუ საიდ ალ-ხუდრიმ უთხრა მას: "მე ვხედავ, რომ მოგწონს ცხვარი და უდაბნო, ასე რომ, როცა შენს ცხვრებს უვლი ან უდაბნოში ხარ და გინდა აზაანის წარმოთქმა, აიმაღლე ხმა. რადგან, რომელი ჯინი, ადამიანი ან სხვა რამე მოისმენს მუაზინის ხმას, ის გასწებს მოწმეობას აღდგომის დღეს." აბუ საიდმა დაამატა: "მე ეს მოვისმინე ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)

7560. გადმოცემულია აბუ მუსასგან: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: „მორწმუნის მაგალითი, რომელიც კითხულობს ყურანს, არის ციტრონის (ციტრუსის ხილის) მაგალითი, რომელსაც აქვს კარგი გემოც და სუნიც. ხოლო მორწმუნე, რომელიც არ კითხულობს ყურანს, ჰგავს ფინიკს, რომელსაც აქვს კარგი გემო, მაგრამ სუნი არა. და ურწმუნო ადამიანის მაგალითი, რომელიც კითხულობს ყურანს, არის არ-რიჰანა (სურნელოვანი მცენარე), რომელსაც კარგი სუნი აქვს, მაგრამ გემო მწარე აქვს. და ურწმუნო ადამიანის მაგალითი, რომელიც არ კითხულობს ყურანს, არის კოლოცინტის (მცენარე რომელიც ჰგავს საზამთროს და აქვს ძმრის გემო) მაგალითი, რომელსაც აქვს მწარე გემო აქვს და სუნი არ აქვს“.

7563. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ორი სიტყვაა რომელიც ძვირფასია მოწყალისთვის და ძალიან მსუბუქი ენისათვის, მაგრამ ძალიან მძიმეა სასწორისთვის. ესენია: სუბჰანალლაჰი ვა ბიჰამდიჰი, სუბჰან ალლაჰი ლ-'აზიმ (დიდებულია ალლაჰი და მას ეკუთვნის ქება-დიდება, დიდებულია ალლაჰი და ყველაზე აღმატებულია.