5. ღუსლი

248
აიშა გადმოსცემს, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ბანაობდა ჯუნუბობის შემდეგ; იწყებდა ხელების დაბანით და შემდეგ იღებდა აბდესს ისე, როგორც ლოცვის წინ. შემდეგ ხელებს ისველებდა და სველ ხელებს თავზე ისვამდა ისე, რომ თმის ძირებსაც ასველებდა, შემდეგ ივლებდა თავზე სამ პეშვ წყალს, და ამის შემდეგ ივლებდა მთელს სხეულზე წყალს.

249
მაიმუნა (შუამავლის ცოლი) გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იღებდა ვუდუს როგორც ლოცვისთვის, მაგრამ არ იბანდა ფეხებს. შემდეგ იბანდა სასქესო ორგანოს და შემდეგ სუფთა წყლით მთელ ტანს. იგი უკან წევდა ფეხებს იმ ადგილიდან (სადაც ბანაობდა) და ბოლოს იბანდა მათ. ის ასეთი გზით ასრულებდა განბანვას.

250
აიშა გადმოსცემს: მე და შუამავალი ერთად ვიბანდით ერთი ჭურჭლიდან, რომელსაც ეწოდებოდა "ფარაყ".

253
იბნ აბბასი გადმოსცემს: შუამავალი და მისი ცოლი, ერთად ბანაობდნენ ერთი ჭურჭლიდან.

254
ჯუბაირ იბნ მუ'იმი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მე ვისხამ თავზე წყალს სამჯერ, და ის მიანიშნა ორივე ხელზე.

255
ჯაბირ იბნ აბდულლაჰი გადმოსცემს, შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სუფთა წყალს ისხამდა თავზე სამჯერ.

261
აიშა გადმოსცემს: „მე და შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ერთი ჭურჭლიდან ვბანაობდით, რომელშიც ხანდახან ჩვენი ხელები ერთმანეთს ხვდებოდა ხოლმე.“

262
აიშა გადმოსცემს, როდესაც ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ბანაობდა, პირველ რიგში ხელებს იბანდა.

263
აიშა გადმოსცემს: მე და შუამავალმა ერთად ვიბანავეთ ერთი ჭურჭლიდან ჯუნუბობის შემდეგ.

265
მაიმუნა გადმოსცემს: აბაზანისთვის წყალი დავუდგი ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას). წყალი ხელებზე დაისხა და დაიბანა ის ორჯერ თუ სამჯერ, შემდეგ მარჯვენა ხელით მარცხენა ხელზე დაისხა წყალი და დაიბანა სასირცხო ადგილები (ე.ი. მარცხენა ხელით). ხელი მიწაზე დაადო (ე.ი. გაიწმინდა), შემდეგ წყლით პირი და ცხვირი გამოივლო და გარეთ დაბერა (ცხვირიდან). შემდეგ დაიბანა პირი, ორივე მხარი და თავი სამჯერ, ამის შემდეგ კი დაისხა წყალი სხეულზე. ფეხები უკან ჰქონდა გამოწეული ამ დროს და ისინი ბოლოს დაიბანა.

283
აბუ ჰურაირა გადმოსცემს: შუამავალი შემხვდა მედინის ქუჩებში მაშინ, როცა ჯუნუბი ვიყავი. მე ავერიდე მას და წავედი საბანაოდ. როცა დავბრუნდი, შუამავალმა მკითხა:

აბუ ჰურაირა! სად იყავი?

მე მაშინ ჯუნუბი (დაუბანელი ინტიმური კავშირის შემდეგ) ვიყავი - ვუთხარი მე.
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: სუბჰან ალლაჰ! მორწმუნე ბინძური არ არის.

284
ანას იბნ მალიქი გადმოსცემს: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შედიოდა ერთ ღამეში ყველა მის ცოლთან, და მას ჰყავდა ერთდროულად ცხრა ცოლი.

286
აბუ სალამა გადმოსცემს: მე ვკითხე აიშას – იძინებდა შუამავალი მაშინ, როცა ჯუნუბი იყო? მან თქვა: დიახ, მაგრამ ვუდუს (აბდესს) იღებდა.

287
უმარ იბნ ალ ხატტაბი გადმოსცემს: მე ვკითხე ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას): შეუძლია თუ არა რომელიმე ჩვენგანს დაიძინოს მაშინ, როცა ჯუნუბია? მან თქვა: დიახ, თუ ვუდუს (აბდესს) აიღებს მაშინ შეუძლია დაიძინოს როცა ჯუნუბია.

288
აიშა გადმოსცემს: როდესაც ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) განზრახული ჰქონდა დაძინება მაშინ, როცა ჯუნუბი იყო, ის იბანდა სასქესო ორგანოს და იღებდა ვუდუს (აბდესს) ისე, როგორც ლოცვისთვის.

289
აბდულლაჰი გადმოსცემს: უმარმა ჰკითხა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას): შეუძლია თუ არა რომელიმე ჩვენგანს დაიძინოს მაშინ, როცა ჯუნუბია? მან თქვა: დიახ, თუ ვუდუს (აბდესს) აიღებს.

290
აბდულლაჰი გადმოსცემს, უმარმა უთხრა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას): მე გავხდი ჯუნუბი ღამითო. ალლაჰის შუამავალმა უთხრა: აიღე ვუდუ მას შემდეგ, როცა დაიბან სასქესო ორგანოებს, და შემდეგ დაიძინე.

291
აბუ ჰურაირა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც კაცი ზის ქალის ოთხ ნაწილს (მკლავებს და ფეხებს შორის) შორის და ჰქონდა სექსუალური კავშირი მასთან, მაშინ ბანაობა (ე.ი. ღუსლი) აუცილებელია.

293
უბაი იბნ ქააბი გადმოსცემს: მე ვკითხე ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) კაცის შესახებ, რომელსაც აქვს სქესობრივი კავშირი ცოლთან, მაგრამ არ აქვს გამონადენი. მან მიპასუხა: მან უნდა დაიბანოს ის ადგილები, რომელიც მოდის კონტაქტში ქალის ადგილებთან, აიღოს ვუდუ და შემდეგ ილოცოს. (აბუ 'აბდულლაჰი ამბობდა: ბანაობა უფრო უსაფრთო და ბოლო ბრძანებაა.)