295
აიშა გადმოსცემს: მაშინ, როდესაც მენსტრუაცია მქონდა, მე ვვარცხნიდი ალლაჰის შუამავლის თმას.
297
აიშა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დაწვა ჩემს კალთაზე და კითხულობდა ყურანს მაშინ, როდესაც პერიოდი მქონდა.
303
მაიმუნა გადმოსცემს: როდესაც ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უნდოდა მოფერება რომელიმე ცოლზე ციკლის დროს, ის ეუბნებოდა მას, რომ ეტარებინა იზარი.
310
აიშა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავლის ერთ-ერთი ცოლი შეუერთდა ი'თიქაფს და მან შეამჩნია სისხლი და მოყვითალო გამონადენი (სასქესო ორგანოდან) და ლოცვის წინ ამოიდო სუფთა ნაჭერი (ე.ი. ნამაზს ასე ასრულებდა).
311
აიშა გადმოსცემს: მართლმორწმუნეთა ერთ-ერთმა დედამ შეასრულა ი'თიქაფი მაშინ, როდესაც ჰქონდა სისხლდენა მის პერიოდებს შორის.
325
მორწმუნეთა დედა აიშა გადმოსცემს, რომ აბუ ჰუბაიშის ქალიშვილმა, ფატიმამ, ალლაჰის შუამავალს უთხრა:
„მე კრიტიკული დღეები მეწყება და ეს დიდხანს გრძელდება, რის გამოც განწმენდას ვერ ვახერხებ. ნამაზის შესრულებას მთელი ამ დროის მანძილზე თავი ხომ არ გავანებო?“
შუამავალმა უთხრა:
„არა, უეჭველად, ეს კაპილარიდან გამომავალი სისხლია. ამიტომ მხოლოდ იმ დღეებში ნუ ილოცავ, როდესაც ჩვეულებრივი ციკლის პერიოდი გაქვს, შემდეგ განიბანე და ლოცვა გააგრძელე.“
326
უმ ატია გადმოსცემს: ჩვენ არასდროს განვიხილავდით ყვითელ გამონადენს როგორც მნიშვნელოვანს (ე.ი. არ განიხილავდნენ როგორც მენსტრუაციას).
331
აიშა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მითხრა:
„ნუ ილოცავ როცა მენსტრუაცია დაგეწყება, და როდესაც დაგიმთავრდება, დაიბანე ტანი და დაიწყე ლოცვა.“