337
გადმოსცემს აბუ ჯუჰაიმ ან ანსარი, შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)
მოვიდა ბირ ჯამალიდან. ერთი კაცი შეხვდა მას და მიესალმა, მაგრამ მან არ დაუბრუნა სალამი
სანამ არ მივიდა კედელთან და დაიბანა სახე და ხელები მიწით (თეიმუმი გააკეთა). შემდეგ დაბრუნდა
და სალამი დაუბრუნა.
338
აბდურ-რაჰმან იბნ აბზა გადმოსცემს, რომ ერთი კაცი მოვიდა უმარ იბნ ალ-ხატტაბთან და უთხრა: მე ჯუნუბი გავხდი მაგრამ წყალი არ მაქვს. ამმარ იბნ იასირმა უთხრა უმარს: გახსოვს რომ მე და შენ (გავხდით ჯუნუბები) მგზავრობაში და შენ არ ილოცე, მაგრამ მე წავედი, თეიმუმი გავაკეთე და ვილოცე? მე ამის შესახებ ვაცნობე ალლაჰის შუამავალს, და მან გვითხრა: საკმარისი იქნებოდა ისე, როგორც შენ გააკეთე. შემდეგ შუამავალი შეეხო მიწას ხელებით, და მოისვა სახეზე და იდაყვებზე.
343
ამმარი გადმოსცემს: შუამავალმა მოუსვა მიწას ხელები და შემდეგ მოისვა სახეზე და ხელებს უკან(იდაყვებზე).
348
იმრან იბნ ჰუსაინ ალ-ხუზა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)
დაინახა ადამიანი, რომელიც იჯდა განმარტოებით და არ ლოცულობდა ხალხთან ერთად, და ჰკითხა
მას: ო ესა და ეს! რა გიშლის ხელს, რომ არ ლოცულობ ხალხთან ერთად? მან უპასუხა:
ო ალლაჰის შუამავალო, მე ჯუნუბი ვარ და წყალი არ მაქვს. შუამავალმა უთხრა:
გააკეთე თეიმუმი სუფთა მიწით და ეს იქნება შენთვის საკმარისი.