8. ლოცვა

353
მუჰამმად იბნ ალ მუნქადირი გადმოსცემს: დავინახე, რომ ჯაბირ იბნ აბდულლაჰი ლოცულობდა ერთიდაიგივე ტანსაცმლით. მან თქვა, რომ დაინახა შუამავალი ლოცულობდა ერთიდაიგივე ტანსაცმლითო.

354
უმარ იბნ აბი სალამა გადმოსცემს: შუამავალი ლოცულობდა ერთ სამოსელში და მისი ბოლოები გადაკვეთა.

355
უმარ იბნ აბი სალამა გადმოსცემს: დავინახე შუამავალი ასრულებდა ლოცვას ერთიდაიგივე ტანისამოსით უმმ სალამას სახლში, და მან გადაჭრა ბოლოები მხრების მიდამოებში.

358
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ერთმა კაცმა ჰკითხა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ერთიდაიგივე ტანისამოსით ლოცვის შესახებ. ალლაჰის შუამავალმა უპასუხა: აქვს ვინმეს ორი ტანსაცმელი?

359
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: არცერთმა თქვენგანმა არ შეასრულოს ლოცვა ერთიდაიგივე ტანისამოსით ისე, რომ არ ჰქონდეს მხრები დაფარული.

360
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც ლოცულობს ერთი ტანსაცმლით, მისი ბოლოები უნდა გადაკვეთოს (მხრებზე).

386
აბუ მასლამა გადმოსცემს, სა'იდ იბნ იაზიდ ალ-აზდი თქვა: მე ვკითხე ანას იბნ მალიქს: ულოცია თუ არა შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ფეხსაცმელებით? მან მიპასუხა: დიახ.

388
ალ-მუღირა იბნ შუ'ბა გადმოსცემს: მე ვეხმარებოდი შუამავალს ვუდუს აღებაში და მან მოუსვა სველი ხელები მის მესებს და ისე ილოცა.

389
ჰუზაიფა გადმოსცემს, რომ დაინახა ადამიანი მუხლს არასრულყოფილად იყრიდა (ლოცვისას). როდესაც მან დაასრულა ლოცვა, ჰუზაიფამ უთხრა, რომ მას ლოცვა არ შეუსრულებია.
სხვა გადმომცემი ამბობს: მე ვფიქრობ ჰუზაიფამ ასევე უთხრა: რომ მოკვდე, მოკვდები მუჰამმადის სუნნას გარდა სხვა რამეზე.

393
მაიმუნ ბინ სიასგან გადმოცემულია, რომ მან ჰკითხა ანას იბნ მალიქს: აბუ ჰამზა! რა ხდის ადამიანის სისხლს და ქონებას აკრძალულს? მან მითხრა: ვინც თქვა, რომ არ არსებობს ღვთაება ალლაჰის გარდა, დგება ჩვენი ყიბლისკენ, ლოცულობს ჩვენს ლოცვას და ჭამს ჩვენს დაკლულს — ის მუსლიმია. მას აქვს უფლება მუსლიმანებზე და მუსლიმანებს აქვთ მასზე უფლებები.

398
იბნ აბბასი გადმოსცემს: როდესაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შევიდა ქააბაში, მან მოუწოდა თითოეულს ალლაჰისკენ (ე.ი. თავჰიდისკენ) ყოველი მხრიდან, და მას არ ულოცია მანამ, სანამ არ გამოვიდა. შემდეგ შეასრულა ორი რაქაათი ლოცვა სახით ქააბასკენ და თქვა: ეს არის ყიბლა.

431
აბდულლაჰ იბნ აბბასი გადმოსცემს: მზე დაბნელდა და ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შეასრულა მზის დაბნელების ლოცვა, შემდეგ კი თქვა: მე ვიხილე ჯოჯოხეთის ცეცხლი, და მე არასოდეს მინახავს ამაზე მეტი საშინელება.

432
იბნ უმარი გადმოსცემს, რომ შუამავალმა თქვა: შეასრულეთ თქვენი ლოცვები სახლშიც და არ გახადოთ თქვენი სახლები როგორც საფლავებია.

437
აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰმა დასწყევლოს იუდეველები იმისათვის, რომ ააშენეს თაყვანისცემის ადგილები მათი შუამავლების საფლავებზე.

440
ნაფი გადმოსცემს, რომ აბდულლაჰ იბნ უმარმა თქვა: მე ვიძინებდი შუამავლის მეჩეთში მაშინ, როცა ვიყავი ახალგაზრდა და დაუქორწინებელი.

444
აბუ ყათადა ალ-ასლამი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თუ რომელიმე თქვენგანი შევა მეჩეთში, დაჯდომამდე ორი მუხლი ილოცოს.

445
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ანგელოზები ალლაჰს პატიებას სთხოვენ იმისთვის, ვინც იმ ადგილზე რჩება, სადაც ილოცა, და თუ არ გადის გაზებზე (ე.ი. არ შლის აბდესს). ისინი ამბობენ: ო ალლაჰ, აპატიე მას; ო ალლაჰ, შეიწყალე იგი.

458
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შავკანიანი კაცი ან ქალი წმენდდა მეჩეთს და გარდაიცვალა. შუამავალმა იკითხა მის შესახებ და უთხრეს, რომ გარდაიცვალა. მან თქვა: რატომ არ შემატყობინეთ? მაჩვენეთ მისი საფლავი. წავიდა მის საფლავთან და ილოცა დაკრძალვის ლოცვა (ჯანაზა).

459
აიშა გადმოსცემს: როდესაც მოევლინა პროცენტის შესახებ აიათი "სურა ბაყარაში", შუამავალი წავიდა მეჩეთში და წაიკითხა ის ხალხის წინაშე და აიკრძალა ალკოჰოლით ვაჭრობა.

481
აბუ მუსა გადმოსცემს, რომ შუამავალმა თქვა: ერთგული მორწმუნეები კედლის აგურების მსგავსნი არიან და ერთმანეთს ამაგრებენ. როდესაც ამას ამბობდა, შუამავალმა შეკრა თავისი ხელები და გადაბრწნა თითები.

496
საჰლ ბინ სა'დი გადმოსცემს: დაშორება ალლაჰის შუამავლის ლოცვასა და კედელს შორის იმხელა იყო, რომ მხოლოდ ცხვარი გაეტეოდა.