9. ლოცვის დრო

524
ჯარირ იბნ აბდულლაჰი გადმოსცემს: მე მივეცი ალლაჰის შუამავალს პირობა, რომ შევასრულებდი ლოცვას, გავცემდი ზექათს, და ყველა მუსლიმს მივცემდი კარგ დარიგებებს.

525
შაყიყი გადმოსცემს, რომ გაიგონა ჰუზაიფა ამბობდა: ერთხელ მე ვიჯექი უმართან ერთად და თქვა: ვინ არის თქვენს შორის ისეთი, ვისაც ახსოვს ალლაჰის შუამავლის სიტყვა ფიტნის შესახებ? მე ვთქვი — მე ვიცი როგორ თქვა ის შუამავალმა. უმარმა თქვა, უეჭველად შენ თამამი ხარ.
მე ვთქვი — კაცის ფიტნა გამოწვეულია მისი ცოლით, ფულით, შვილებით და მეზობლებით, რომლებსაც გამოისყიდის ლოცვებით, მარხვით, მოწყალებით, სიკეთის მოწოდებით და ცუდის აკრძალვით.
უმარმა თქვა: მე ამას არ გეკითხები, მე ვიკითხე ფიტნის შესახებ, რომელიც გავრცელდება ზღვის ტალღის მსგავსად.
მე ვთქვი: ო, მართლმორწმუნეების მმართველო! არ შეგეშინდეს მისი, რადგან შენსა და მას შორის კარი დაკეტილია.
უმარმა მკითხა: ოდესმე გატყდება კარი ან გაიხსნება? ვუპასუხე — გატყდება.
უმარმა კი მითხრა: და შემდეგ ის არასოდეს დაიხურება.
მე ვკითხე ჰუზაიფას, იცოდა თუ არა უმარმა რა იყო კარი? მიპასუხა, რომ იცოდა ისე, როგორც ხალხმა იცის, ღამის შემდეგ დილა რომ იქნება.

533–534
აბუ ჰურაირა და აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემენ, რომ ალლაჰის შუამავალმა თქვა: თუ ძალიან ცხელა, ზუჰრი (შუადღის ლოცვა) მაშინ ილოცეთ, როცა აგრილდება, რადგან სიცხის სიმძიმე არის ჯოჯოხეთის ცეცხლის მძვინვარება.

535
აბუ ზარი გადმოსცემს, რომ შუამავლის მუაზინმა წაიკითხა ზუჰრის აზანი, მაგრამ შუამავალმა თქვა: ნუ ჩქარობ აგრილდეს, ნუ ჩქარობ აგრილდეს, ან თქვა: მოიცადე, მოიცადე — იმიტომ, რომ სიცხის სიმძიმე არის მძვინვარება ჯოჯოხეთის ცეცხლიდან. ცხელ ამინდში ილოცეთ მაშინ, როცა აგრილდება და როცა ჩრდილის გორაკები გამოჩნდება.

538
აბუ საიდი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა თქვა: ილოცეთ ზუჰრის ლოცვა მაშინ, როცა აგრილდება, რადგან სიცხის სიმძიმე არის მძვინვარება ჯოჯოხეთის ცეცხლიდან.

552
იბნ უმარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა თქვა: ვინც გამოტოვა 'ასრის (ნაშუადღევის) ლოცვა, მან თითქოს დაკარგა მისი ოჯახი და ქონება.

553
აბუ ალ მაჰი გადმოსცემს: ჩვენ ვიყავით ბურაიდას ერთად ბრძოლაში ღრუბლიან დღეს და იგი ამბობდა: შეასრულეთ 'ასრის ლოცვა ადრე, რადგან შუამავალმა თქვა: ვინც გამოტოვა 'ასრის ლოცვა, მისი კეთილი საქმეები გაუქმებული იქნება.

555
აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ანგელოზები თქვენთან მოდიან ერთმანეთის მიყოლებით დღისით და ღამით და ყველა მათგანი იკრიბება ფაჯრის (დილის) და ასრის (ნაშუადღევის)ლოცვის დროს. ისინი, ვინც თქვენთან იყო ღამით, ამაღლდებიან და ალლაჰი ჰკითხავს მათ, თუმცა მან ყველაფერი იცის, 'როგორ მდგომარეობაში დატოვეთ ჩემი მსახურები?' ანგელოზები პასუხობენ: 'როდესაც ჩვენ დავტოვეთ ისინი, ლოცულობდნენ და როდესაც მათთან მივედით, მაშინაც ლოცულობდნენ.'

556
აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა თქვა: თუ რომელიმე თქვენგანმა მოახერხა ასრის ლოცვის ერთი რაქაათის შესრულება, მან ბოლომდე დაასრულოს ლოცვა. და თუ მოახერხა დილის ლოცვის ერთი რაქაათის ლოცვა მზის ამოსვლამდე, დაასრულოს ლოცვა.

561
სალამა გადმოსცემს: ჩვენ შევასრულეთ მაღრიბის ლოცვა შუამავალთან ერთად, როცა მზე გაქრა ჰორიზონტიდან.

568
აბუ ბარზა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალს არ მოსწონდა დაძინება იშას ლოცვამდე და საუბარი მის შემდეგ.

574
აბუ ბაქრ იბნ აბი მუსა გადმოსცემს: მამაჩემი ამბობდა, რომ ალლაჰის შუამავალმა თქვა: ვინც ილოცებს ორ გრილ ლოცვას (ე.ი. ფაჯრი და ასრი) შევა სამოთხეში.

581
უმარი გადმოსცემს: შუამავალმა აკრძალა ფაჯრის შემდეგ ლოცვა სანამ მზე არ ამოვიდოდა და ასრის ლოცვა, როცა მზე ჩადის.

585
იბნ უმარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა თქვა: არცერთი თქვენგანი არ შეეცადოს ლოცვას მზის ჩასვლის ან ამოსვლის დროს.

586
აბუ საიდ ალ-ხუდრი გადმოსცემს: გავიგონე ალლაჰის შუამავალი ამბობდა: არ არსებობს ლოცვა ფაჯრის შემდეგ სანამ მზე არ ამოვა, და არ არსებობს ლოცვა 'ასრის შემდეგ სანამ მზე არ ჩავა.

589
იბნ უმარი გადმოსცემს: მე ვლოცულობ, და დავინახე ჩემი თანხმლებლებიც ლოცულობდნენ, და მე არ ამიკრძალავს ლოცვა დღისით ან ღამით, მზის ჩასვლის და ამოსვლის გარდა.

592
აიშა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალს არასდროს გამოუტოვებია ორი რაქაათი ფაჯრის ლოცვამდე და ასრის ლოცვის შემდეგ.

593
აიშა გადმოსცემს: როდესაც შუამავალი მოდიოდა ჩემთან 'ასრის ლოცვის შემდეგ, ის ყოველთვის ლოცულობდა ორ რაქაათს.

594
იბნ აბუ მალიჰი გადმოსცემს: მე ვიყავი ბურაიდასთან ერთად ღრუბლიან დღეს, და თქვა: შეასრულეთ 'ასრის ლოცვა ადრე, რადგან შუამავალმა თქვა: ვინც გამოტოვა 'ასრის ლოცვა, მისი კეთილი საქმეები იქნება გაუქმებული.

597
ანასი გადმოსცემს, რომ შუამავალმა თქვა: თუ ვინმეს დაავიწყდა ლოცვა, ილოცოს მაშინ, როცა გაახსენდება. გარდა ამისა, მას სხვა გამოსავალი არ აქვს. (შემდეგ წაიკითხა): …ლოცვად დადექი ჩემ სახსენებლად! (ტაჰა 20:14)