10. აზანი

527. აბდულლაჰ იბნ მესუდი გადმოგვცემს: ალლაჰის შუამავალს (ს.ა.ვ) ვკითხე თუ რა იყო „ალლაჰისათვის ყველაზე საყვარელი ქმედება?“. წმინდა შუამავალმა (ს.ა.ვ) კი მიპასუხა: „ (1) ლოცვის თავის დროზე შესრულება“. შემდეგ ვკითხე: „შემდეგ რომელი ქმედება არის ყველაზე საყვარელი?“. ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ვ) მიპასუხა: „ (2) დედაზე და მამაზე კეთილად მოპყრობა“. ისევ ვკითხე: „შემდეგ რომელი ქმედება არის ყველაზე საყვარელი?“. წმინდა შუამავალმა (ს.ა.ვ) ბრძანა: „ (3) ალლაჰის გზაზე ჯიჰადის (საღვთო ბრძოლა) კეთება“.


605. ანასმა თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ბილალს უბრძანა აზანის დროს ფრაზები ეკითხა ორად, ხოლო იყამას დროს ფრაზები კენტად, 'ყად ყამათი სალათ' - ის გარდა.

610. ჰუმაიდი გადმოსცემს, რომ ანას იბნ მალიქმა თქვა: როდესაც შუამავალი მიემგზავრებოდა საბრძოლოდ ხალხის წინააღმდეგ, ჩვენ არასდოდეს გვქონდა თავდასხმის უფლება დილამდე, ის ელოდებოდა, და თუ გაიგონებდა აზანს გადადებდა თავდასხმას, და თუ ვერ გაიგონებდა აზანს - თავს ესხმოდა. ანასმა დაამატა, ჩვენ მივაღწიეთ ხაიბარს ღამით, და დილით, როცა მან ვერ გაიგონა აზანი ლოცვისთვის ის შემოჯდა(ცხენზე) და მეც აბუ ტალჰას უკან შემოვჯექი. ხაიბარის მოსახლეობა გამოვიდა მათი კალათებით და ბარებით და როცა დაინახეს შუამავალი, შეუტიეს მუჰამმადს! და იძახდნენ: "ვფიცავარ ალლაჰს, მუჰამმადი და მისი არმია". როდესაც ალლაჰის შუამავალმა (ალლლაჰის ლოცვა და სალამი მას) დაინახა ისინი თქვა: "ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ", და ხაიბარი დაეცა. როდესაც ჩვენ მივადგებით რომელიმე ხალხის დასახლებულ ადგილს, რა ცუდი დღე დაადგებათ იმათ, ვინც იყვნენ გაფრთხილებულნი.


611. აბუ საიდ ალ ხუდრი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
როდესაც გაიგონებთ აზანს, გაიმეორეთ რასაც მუაზინი ამბობს.


613. იიაჰია გადმოსცემს: ჩემმა რამდენიმე თანმხლებმა მითხრა, რომ ჰიშამი ამბობდა:
როცა მუაზინმა თქვა: ჰაია'ალასსალაჰ(მოდით სალოცავად). მუავიამ თქვა:
ლა ჰავლა ვალა ყუვვათა ილლა ბილლაჰ (არ არსებობს ძალა და სიმტკიცე გარდა ალლაჰისა)
და დაამატა - ჩვენ გავიგონეთ, რომ შენმა შუამავალმაც იგივე თქვა.

615. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ადამიანებს რომ სცოდნოდათ, რა ჯილდოა აზანში და პირველი რიგის (საფის) დაკავებაში, და ამ ჯილდოს მისაღებად სხვა გზა რომ არ ჰქონოდათ, გარდა წილისყრისა — მაშინ ისინი აუცილებლად მიმართავდნენ წილისყრას. და რომ სცოდნოდათ, რა ჯილდოა ზუჰრის ლოცვაში მის დროზე შესრულებისას — მაშინ ისინი მისკენ გაიქცეოდნენ. და რომ სცოდნოდათ, რა საზღაური აქვს 'იშასა და ფაჯრის ლოცვას ჯამაათით შესრულებისას, ისინი აუცილებლად მოვიდოდნენ მის შესასრულებლად — თუნდაც ხოხვა მოუწიოთ.

618. ჰაფსა გადმოსცემს, როდესაც მუაზინმა წარმოთქვა აზანი ფაჯრის ლოცვისთვის, და ალიონი გამოჩნდა
შუამავალმა შეასრულა ორი რაქაათი სუნნა იყამამდე...


619. აიშა გადმოსცემს: შუამავალმა ილოცა ფაჯრის ორი რაქაათი აზანს და იყამას შორის.


620. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ბილალი იკითხავს ღამის აზანს, ასე რომ გააგრძელეთ ჭამა-სმა(ე.ი სუჰურზე),
მანამდე კი იბნ უმ მაქთუმი იკითხავს აზანს.

622-623. აიშა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ბილალი წაიკითხავს ღამის აზანს, ასე რომ ჭამეთ და სვით, მანამდე კი წაიკითხავს აზანს იბნ უმ მაქთუმი.


627. აბდულლაჰ იბნ მუღაფფალი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ყოველ ორ აზანს შორის ლოცვაა. (აზანი და იყამა) ყოველ ორ აზანს შორის ლოცვაა. და როცა მესამედ თქვა, დაამატა: " ვისაც სურს ილოცოს"

630. მალიქ იბნ ჰუვაირისი გადმოსცემს, ორი კაცი მოვიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) რომლებსაც სურდათ საფარში (მგზავრობაში) წასვლა. შუამავალმა უთხრა მათ: როცა გაემგზავრებით, წაიკითხეთ აზანი, შემდეგ იყამა და უფროსმა თქვენს შორის ლოცვას გაუძღვეს.

634. 'აუნ იბნ აბი ჯუჰაიფა გადმოსცემს, მამაჩემმა თქვა: დავინახე ბილალი მის სახეს იქეთ-აქეთ აბრუნებდა როცა აზანს კითხულობდა.


647. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
კაცმა ჯამაათის ერთად რომ ილოცოს ეს ოცჯერ უფრო მადლია ვიდრე მარტოდ ილოცოს
სახლში ან ბაზარში(მარტო). ეს ადამიანი, ლამაზად აბდესს აიღებს, შემდეგ მეჩეთში
მოვა რომელსაც ნამაზის გარდა სხვა არაფერი სურს, მეჩეთში მისვლის გამო გადადგმული
ყოველი ნაბიჯი ხარისხს აუმაღლებს და ამის მეშვეობით მას ცოდვები ეპატიება და
ამგვარად მეჩეთში შევა. ხოლო როდესაც შევა მეჩეთში და ნამაზის გარდა სხვა არაფრით
არ დაკავდება, სანამ ეს პიროვნება მეჩეთში იმყოფება ანგელოზები თხოვენ მისთვის ალლაჰს:
ო ალლაჰ! უბოძე შენი წყალობა მას, იყავი მოწყალე და კეთილი მის მიმართ.
ეს ასე გაგრძელდება ვიდრე ეს პიროვნება იქ ყოფნის დროს ვინმეს არ შეაწუხებს და აბდესს არ მოშლის.


649. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს:
ჯგუფური (ჯამაათი) ლოცვის ჯილდო ოცდაშვიდჯერ მეტია


659. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ანგელოზები თხოვენ პატიებას და შენდობას იმისთვის, ვინც რჩება სალოცავ ადგილზე და არ შლის აბდესს.
ანგელოზები ამბობენ: ო ალლაჰ, აპატიე მას და შეიწყალე. ნებისმიერი თქვენგანი ლოცვაშია მანამ, სანამ ლოცვას
ელოდება და არაფერი აკავებს ოჯახში წასვლისათვის ლოცვის გარდა.


660. აბუ ჰურაირა გადმოგვცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)
თქვა: "შვიდ ადამიანს დაიფარავს ალლაჰი მისი ჩრდილის ქვეშ,
მაშინ, როცა არ იქნება სხვა ჩრდილი, მისი ჩრდილის გარდა.
(ესენია): სამართლიანი მმართველი, ახალგაზრდა,
რომელიც აღიზარდა ალლაჰის თაყვანისცემაში, კაცს,
რომლის გულიც მიჯაჭვულია მეჩეთებზე, იმ ორს
რომლებსაც უყვართ ერთმანეთი ალლაჰის კმაყოფილებისათვის,
ხვდებიან და შორდებიან მხოლოდ მისი (ალლაჰის)
კმაყოფილებისთვის. მამაკაცს, რომელიც ისურვა
ლამაზმა ქალმა და რომელიც ეტყვის:
"მე ალლაჰის მეშინია", იმას, ვინც იძლევა მოწყალებას
ფარულად ისე, რომ მისმა მარცხენა ხელმა არ იცის,
თუ რამდენს ხარჯავს მარჯვენა ხელი. და ადამიანს,
რომელიც იხსენებს ალლაჰს როცა მარტოა, და მისი
თვალები ცრემლით ივსება.


666. ნაფი გადმოსცემს: ერთხელ ძალიან ცივ და ქარიშხლიან ღამეს, იბნ უმარმა წაიკითხა აზანი,
და შემდეგ თქვა: ილოცეთ თქვენს სახლებში. შემდეგ დაამატა - ცივ და წვიმიან
ღამეში ალლაჰის შუამავალმა უბრძანა მუაზინს ეთქვა - ილოცეთ თქვენს სახლებში.


695. უბაიდულლაჰ იბნ ადი იბნ ხიარი გადმოსცემს, რომ თვითონ შევიდა უსმან ბინ აფფანთან,
რომელიც მეამბოხეების მხრიდან ალყაში იყო მოქცეული და უთხრა: შენ მთავარი იმამი ხარ, მაგრამ როგორც ხედავთ თავს ასეთი
ამბავი დაგატყდათ. ნამაზებს ფიტნის (არეულობისა და უკეთურების) წამომწყები იმამი გვალოცებს,
ჩვენ კი მის უკან ლოცვას ვერიდებით. უსმანმა უთხრა: ნამაზი საუკეთესო საქმეა,
რასაც ხალხი აკეთებს, თუკი ხალხი კარგს აკეთებს თქვენც კარგი აკეთეთ მათთან ერთად;
ხოლო თუკი ცუდის კეთებას დაიწყებენ მაშინ განერიდეთ მათ ცუდ საქმეს.


696. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა აბუ ზარს:
მოუსმინე და დაემორჩილე (მმართველს), თუნდაც იყოს ეთიოპიელი, ქიშმიშის მსგავსი თავით.

717. ან-ნუ'მან იბნ ბაშირი გადმოსცემს, რომ შუამავალმა თქვა: გაასწორეთ თქვენი რიგები(საფები),თუ არადა ალლაჰი სახეს გაქცევინებთ.


718. ანასი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
გაასწორეთ თქვენი რიგები(საფები), მე თქვენ ზურგს უკნიდანაც გხედავთ.


725. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, შუამავალმა თქვა:
გაასწორეთ თქვენი რიგები(საფი), მე გხედავთ ჩემს ზურგს უკნიდანაც.
ანასმა დაამატა - თითოეულმა ჩენგანმა მიადო მხრები მისი მეგობრის მხრებს და ფეხები ფეხებს.


727. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს: ერთ ღამეს ობოლმა და მე შევასრულეთ ლოცვა შუამავლის უკან ჩემს სახლში,
ხოლო დედაჩემი(უმ სულაიმ) იდგა ჩვენს უკან.


735. სალიმ ბინ აბდულლაჰი თავისი მამისგან გადმოგვცემს, რომ ალლაჰის შუამავალი ხელებს
მხრების სიმაღლეზე სწევდა: ნამაზის დაწყებისას, რუქუღისთვსის თაქბირის წარმოთქმისას, ასევე ხელებს მაღლა სწევდა რუქუღიდან თავის წამოწევისასაც, როდესაც ამბობდა „სამი’ალლაჰუ ლი მან ჰამიდაჰუ
რაბბენაა ვა ლაქალ ჰამდუ“ თუმცა სეჯდეს დროს ამას არ აკეთებდა.


736. სალიმ ბინ აბდულლაჰი თავისი მამისგან გადმოგვცემს, რომ ალლაჰის შუამავალი ხელებს
მხრების სიმაღლეზე სწევდა: ნამაზის დაწყებისას, რუქუღისთვსის თაქბირის წარმოთქმისას, ასევე ხელებს
მაღლა სწევდა რუქუღიდან თავის წამოწევისასაც, როდესაც ამბობდა „„სამი’ალლაჰუ ლი მან ჰამიდაჰუ
რაბბენაა ვა ლაქალ ჰამდუ“ თუმცა სეჯდეს დროს ამას არ აკეთებდა.



737. აბუ ყილაბა გადმოგვცემს, რომ მან დაინახა მალიქ ბინ ალ-ჰუვეირისი როდესაც ნამაზზე დადგა თაქბირი წარმოთქვა და ხელები მაღლა წამოწია, რუქუღზე წასვლა რომ დააპირა ხელები მაღლა წამოწია, რუქუღიდან თავის წამოწევისას ისევ ხელები მაღლა წამოწია და თქვა რომ ალლაჰის შუამავალი ასე აკეთებდა.

751. აიშა გადმოსცემს: მე ვკითხე ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ლოცვაში იქეთ-აქეთ ყურების შესახებ და ასე მითხრა: ეს არის ის, რაც სატანამ მოიპარა მისი ნამაზიდან.


756. 'უბაიდა იბნ ას-სამითი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც არ წაიკითხა წიგნის გამხსნელი (ეი. ფათიჰა) ლოცვაში, მისი ლოცვა არასწორია.

765. ჯუბაირ იბნ მუტ'იმი გადმოსცემს: გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) კითხულობდა "ატ-ტურს" (52) მაღრიბის ლოცვაში.


722. აბუ ჰურაირამ თქვა: ყურანი იკითხება ყველა ლოცვაში და იმ ლოცვებში, რომლებშიც ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ხმამაღლა წაგვიკითხა და ჩვენც ხმამაღლა ვკითხულობთ იგივე ლოცვებში თქვენთვის, და იმ ლოცვებშიც, რომლებშიც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) წაიკითხა ხმადაბლა, ჩვენც ხმადაბლა ვკითხულობთ. თუ წაიკითხავთ მხოლოდ 'ფათიჰას' ესეც საკმარისია, მაგრამ თუ წაიკითხავთ ასევე სხვასაც დამატებით, უკეთესია.


774. ანასი გადმოსცემს:
ერთი ანსარი, სხვა ანსარებს იმამობას უწევდა ყუბას მეჩეთში და მას ჩვევად ჰქონდა სურა 'ყულ ჰუვალლაჰუ აჰად' - ის კითხვა. როდესაც დაამთავრებდა
ამ სურას, შემდეგ სხვა სურას კითხულობდა. ასე აკეთებდა ყოველ მუხლზე. მისი თანმხლებლები შეწუხდნენ ამის გამო და უთხრეს:
'შენ კითხულობ ამ სურას და არ თვლი მას საკმარისად, რადგან შემდეგ
ისევ მას კითხულობ. ან მარტო წაიკითხე ეს სურა, ან მიატოვე ეს და სხვა სურა წაიკითხე'. მან უთხრა მათ: მე არასოდეს მივატოვებ ამის კითხვას, და თუ თქვენ გსურთ ვიყო თქვენი იმამი ამ პირობით, მაშინ კარგი, სხვა შემთხვევაში მე დაგტოვებთ თქვენ. მაგრამ მათ იცოდნენ, რომ ის მათ შორის საუკეთესო იყო და არ სურდათ სხვა ყოფილიყო ლოცვაში მათი იმამი. ამის შემდეგ ისინი წავიდნენ შუამავალთან და აცნობეს ამის შესახებ. შუამავალმა მიმართა მას და უთხრა:
'ო, ესა და ეს! რა გაბრკოლებს იმის გაკეთებისგან რასაც შენი თანმხლებლები ითხოვენ? რატომ კითხულობ ყველა მუხლზე ამ სურას?' მან უთხრა: 'მე მიყვარს ეს სურა'. შუამავალმა ამის გაგონებაზე უთხრა მას: 'შენ ამ სურის სიყვარული შეგიყვანს სამოთხეში'.

781. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: რომელიმე თქვენგანი თუ იტყვის, "ამინ", ანგელოზები ზეცაში ამბობენ, "ამინ". და თუ პირველი დაემთხვა მეორეს, ყველა მისი ცოდვა ეპატიება. (ე.ი ვისი ნათქვამი "ამინ" თქმა და ანგელოზების ნათქვამი "ამინ" ერთმანეთს თუ დაემთხვევა.)

ჰადისის არაბულ ვერსიაში სიტყვა ამინ შემდეგნაირად გამოითქმის
"აააამიინ". ასე იმიტომ, რომ ლოცვის დროს ხმამაღლა უნდა
ითქვას ხსენებული სიტყვა. ხმოვანი 'ა' გრძელდება ოთხად
ხოლო 'ი' ორად.

783. აბუ ბაქრა გადმოსცემს: მე მივედი შუამავალთან მეჩეთში მაშინ,
როცა სალამს აძლევდა ლოცვის დროს, მეც მივეცი სალამი ვიდრე
საფში ჩავდგებოდი. ჩემი ეს საქციელი შუამავალს მოახსენეს
და მან მითხრა: 'ალლაჰმა გაზარდოს შენი სიყვარული სიკეთის
მიმართ, მაგრამ ეს აღარ გააკეთო.'


791. ზაიდ ბინ ვაჰბი გადმოსცემს: ჰუზაიფამ დაინახა ადამიანი, რომელიც რუქუ'ს და სუჯუდს სწორად არ ასრულებდა და უთხრა მას:
შენ არ გილოცია, და თუ მოკვდები, მაშინ მოკვდები მუჰამმადის რელიგიის გარდა სხვა რელიგიაზე.

800. საბითი გადმოგვცემს: ანასი ჩვენ აღგვიწერდა შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ლოცვას და ლოცულობდა. როდესაც რუქუ’იდან წამოდგებოდა იმდენხანს იდგა, რომ ჩვენ ვამბობდით (სეჯდეზე წასვლა) დაავიწყდაო.


834. გადმოცემულია, რომ აბუ ბაქრ ას-სიდდიყმა უთხრა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას):
მასწავლე დუა (ვედრება) რომელსაც ვიტყვი ჩემს ლოცვაში. მან უთხრა:
თქვი: ო ალლაჰ, მე დიდი უსამართლობა ჩავიდინე ჩემი სულის მიმართ და არავინაა ცოდვების მიმტევებელი შენს გარდა.
მიბოძე შენგან პატიება და შემიწყალე, ჭეშმარიტად, შენა ხარ მიმტევებელი, მწყალობელი.

837. უმმ სალამა გადმოსცემს: როდესაც ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ნამაზის დასრულების ნიშნად მიესალმებოდა, ქალები სალამის
დასრულებისთანავე ფეხზე დგებოდნენ და გადიოდნენ. ალლაჰის შუამავალი კი ფეხზე წამოდგომის გარეშე ცოტახნით იქვე რჩებოდა, სადაც ნამაზი შეასრულა.“
ჰადისის გადმომცემმა იბნი შიჰაბ აზ-ზუჰრიმ თქვა: ალლაჰმა უკეთესად იცის, თუმცა, ჩვენი აზრით ასე იმიტომ იქცეოდა, რომ ქალებს მეჩეთიდან გასვლა მოესწროთ და მამაკაცებს არ შერეოდნენ.

840. ჯაბირ ბინ აბდულლაჰი გადმოსცემს: მე შიშის ლოცვის დროს ვიყავი ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ერთად. ჩვენ დავდექით ორ რიგად, ერთი ჯგუფი იდგა ალლაჰის შუამავლის უკან და მტერი იყო ჩვენსა და ყიბლას შორის. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) წარმოთქვა თაქბირი და ჩვენ ყველამ ვთქვით თაქბირი. შემდეგ რუქუღზე წავიდა და ჩვენ ყველამ რუქუღზე წავედით. შემდეგ თავი წამოსწია და ჩვენც წამოვწიეთ თავები. შემდეგ შუამავალი და ის რიგი, რომელიც მის უკან იყო წავიდა სეჯდეზე, ხოლო უკანა რიგი ფეხზე მდგომარე დარჩა, სახით მტრისკენ. როდესაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)
ფეხზე წამოდგა, უკანა რიგი წავიდა სეჯდეზე. შემდეგ უკანა რიგი წინ, ხოლო წინა რიგი უკან გადავიდა. შემდეგ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) რუქუღზე წავიდა და ჩვენ ყველამ რუქუღზე წავედით, შემდეგ წამოსწია თავი და ჩვენ ყველამ წამოვწიეთ თავები. შემდეგ შუამავალი წავიდა სეჯდეზე და ის რიგიც წავიდა სეჯდეზე რომელიც, პირველი რაქაათის დროს მეორე რიგში იდგა, ხოლო უკანა რიგი მტრის პირისპირ ფეხზე მდგომარე დარჩა. როდესაც შუამავლის უკანა რიგმა დაასრულა სეჯდე, ამ დროს უკანა რიგი წავიდა სეჯდეზე. შემდეგ შუამავალმა ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მისცა სალამი და ჩვენც ყველამ მივეცით სალამი.

870. უმმ სალამა გადმოსცემს: როდესაც ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ლოცვა დაასრულა სალამის მიცემით(თასლიმით),
ქალები დაუყონებლივ წამოდგნენ ხოლო ალლაჰის შუამავალი კი დარჩა ადგილზე და მასთან ერთად არავინ წამომდგარა. სხვა გადმომცემმა თქვა: ჩვენ ვფიქრობთ, მაგრამ ალლაჰმა უკეთ იცის, ასე იმიტომ მოიქცა, რომ ქალებს ადრე დაეტოვებინათ და მამაკაცებში არ გარეულიყვნენ.


872. აიშა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)
ილოცა ფაჯრის მაშინ, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა, და როცა მორწმუნე ქალები ბრუნდებოდნენ უკან, ვერავინ სცნობდა მათ სიბნელის გამო და ისინიც ვერავის სცნობდნენ.