877. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თუ რომელიმე თქვენგანს სურს, რომ დაესწროს ჯუმას, მაშინ უნდა იბანაოს.
879. აბუ საიდ ალ ხუდრი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ღუსლი ჯუმა დღეს სავალდებულოა ყოველი სრულწლოვანი მუსლიმისთვის.
888. ანასი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
არაერთხელ მითქვამს, რომ გამოიყენეთ სივაქი.
889. ჰუზაიფა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) როდა დგებოდა ღამით, კბილებს სივაქით იწმენდდა.
891. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჯუმა დღეს ფაჯრზე (დილის ლოცვაში) კითხულობდა - ალიფ ლამ მიმ, თანზილ (სურა საჯდა 32) და "ჰალ ათა 'ალალ ინსან (სურა 76)
894. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს: გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: როცა რომელიმე თქვენგანი დააპირებს ჯუმაზე მოსვლას, უნდა იბანაოს (ღუსლით)
899. იბნ უმარი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მიეცით ნება ქალებს, რომ წავიდნენ მეჩეთში ღამით.
904. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასრულებდა ჯუმას დაუყონებლივ შუადღის შემდეგ.
906. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასრულებდა ჯუმას ადრიანად, თუ ძალიან ციოდა, და თუ ძალიან ცხელოდა, აყოვნებდა ლოცვას.
907. აბუ აბსი გადმოსცემს: გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: ვისი ფეხიც დაიმტვერა ალლაჰის გზაზე, ალლაჰი დაიცავს მას ჯოჯოხეთის ცეცხლისგან.
928. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) წარმოთქვა ორი ხუთბა, და მათ შორის ჩამოჯდა.
934. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც იმამი ამბობს ხუთბას, და შენ ეუბნები შენს ამხანაგს, რომ გაჩუმდეს და მოუსმინოს, ეჭვი არ არის, რომ ამით შენ შეასრულე ცუდი საქმე.
935. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) საუბრობდა ჯუმის შესახებ და თქვა: 'ჯუმა დღეს არსებობს საათი და თუ მუსლიმანი გაატარებს მას ლოცვაში და ალლაჰისადმი ვედრებაში, ალლაჰი აუცილებლად დააკმაყოფილებს თავის თხოვნას'. და მან ხელით მიანიშნა ამ დროის მოკლე ხანგრძილივობაზე.