12. ლოცვა შიშის დროს

943. ნაფი გადმოსცემს: იბნ უმარმა თქვა იმის მსგავსი, როგორც მუჯაჰიდმა თქვა: როდესაც მუსლიმები დგანან ომში (მტერთან) პირისპირ, მუსლიმებს შეუძლიათ მდგომარედ ლოცვა. იბნ უმარმა დაამატა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თუ მტრის რიცხვი აღემატება მუსლიმებს, მათ შეუძლიათ ილოცონ მდგომარე ან მოჯირითე.

945. ჯაბირ იბნ აბდულლაჰი გადმოსცემს: ხანდაყის (ბრძოლის) ერთ დღეს ‘უმარი მოვიდა,
ყურაიშელთა ურწმუნოები დასწყევლა და თქვა: ო ალლაჰის შუამავალო! მე ვერ ვილოცე 'ასრის ლოცვა, მზე კი ჩავიდა. შუამავალმა უპასუხა: ალლაჰს ვფიცავ ჯერ მეც არ მილოცავს. შუამავალი შემდეგ წავიდა ბუტაჰანთან, აიღო ვუდუ და ილოცა 'ასრის ლოცვა მას შემდეგ, რაც მზე ჩავიდა,და შემდეგ ილოცა მაღრიბის ლოცვა.