956. აბუ სა’იდ ალ-ხუდრი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გამოდიოდა სალოცავად იდულ ფიტრის და იდულ ადჰას დღეებში და პირველი რასაც აკეთებდა ლოცვა იყო და შემდეგ ის დგებოდა ხალხის წინ და ხალხი რიგებში იჯდა. შემდეგ მათ მიმართა, რჩევას აძლევდა მათ და უბრძანებდა. ამის შემდეგ თუ მოისურვებდა სალაშქროდ ჯარის გაგზავნას, ასეც მოიქცეოდა, ან თუ უნდოდა ბრძანების გაცემა ასეც მოიქცეოდა და მერე წავიდოდა. ხალხი მიყვებოდა მის სუნნას ვიდრე არ დავესწარი მარვანთან, მედინის მმართველთან ერთად იდ ულ ფიტრის და იდ ულ ადჰას ლოცვებს. როცა სალოცავთან მივედით, იქ იყო ქასირ იბნ ალ-სალტის მიერ გაკეთებული მინბარი (შემაღლებული ადგილი სადაც ხუთბას კითხულობენ) მარვანს ლოცვის წინ ხუტბაზე ასვლა სურდა. ტანსაცმელზე მოვქაჩე, მაგრან მან გაიძრო, და ავიდა მინბარზე და ხუტბა წაიკითხა ლოცვის შესრულებამდე. მე ვუთხარი მას: „ვფიცავარ ალლაჰს, შენ (სუნნა) შეცვალე“ მან მითხრა: „ო აბუ სა’იდ! წავიდა ის, რაც შენ იცი’. მე ვუთხარი: „ვფიცავარ ალლაჰს, რაც მე ვიცი იმაზე უკეთესია რაც არ ვიცი“ (ე.ი მოგონილი სიახლე). მარვანმა თქვა: „ხალხი არ დაჯდება და არ მოგვისმენს ხუტბაზე ლოცვის შემდეგ, და ამიტომ წავიკითხე ხუტბა ლოცვის შესრულებამდე“
957. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შეასრულა ყურბან და რამადან ბაირამის ლოცვა, და ლოცვის შემდეგ წაიკითხა ხუთბა.
962. იბნ აბბასი გადმოსცემს: მე შევასრულე ბაირამის ლოცვა ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აბუ ბაქრთან, უმართან და უსმანთან და ყველა მათგანმა შეასრულა ლოცვა ხუთბის წაკითხვამდე.
963. იბნ უმარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აბუ ბაქრმა და უმარმა, შეასრულეს ორი ბაირამის ლოცვა(რამადან და ყურბან ბაირამი), ხუთბის წაკითხვამდე.
964. იბნ აბბასი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ილოცა ორი რაქაათი რამადან ბაირამზე, და იგი არ ლოცულობდა მანამდე და ან მის შემდეგ. შემდეგ წავიდა ქალებისკენ ბილალთან ერთად და უბრძანა მათ, რომ გაეღოთ მოწყალება, და იმათმაც დაიწყეს მათი ყურსაკიდების და ყელსაბამების გაცემა.