990. იბნ უმარი გადმოსცემს: ერთხელ, ერთმა კაცმა ჰკითხა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ღამის ლოცვის შესახებ. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უპასუხა: ღამის ლოცვა არის ორი რაქაათი მიყოლებით. ასე რომ თუ ვინმე შიშობს რომ ახლოვდება ფაჯრი მან ილოცოს ერთი რაქაათი და ეს იქნება ვითრი ყველა იმ რაქაათისთვის რომელიც მანამდე ილოცა.
991. ნაფიმ უთხრა აბდულლაჰ იბნ უმარს, რომ ეთქვა თასლიმი ორ რაქაათს შორის, და(მესამე) კენტად ვითრის ლოცვაში, როდესაც მას სურდა დასწრება გარკვეულ საკითხზე.
997. აიშა გადმოსცემს: შუამავალი ასრულებდა ღამის ლოცვას მაშინ, როცა მე მეძინა მისი საწოლის გასწვრივ. როდესაც განიზრახავდა ვითრის ლოცვას, ის მაღვიძებდა და მეც ვლოცულობდი ვითრს.
998. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ღამით, თქვენი ბოლო ლოცვა იყოს ვითრი.
1001. მუჰამმად იბნ სირინი გადმოსცემს, რომ ანასს ჰკითხეს: შუამავალი კითხულობდა ყუნუთს ფაჯრის ლოცვაში? ანასმა თანხმობით უპასუხა. მას ასევე ჰკითხეს: კითხულობდა ყუნუთს სალამის მიცემამდე? ანასმა უპასუხა: ის კითხულობდა ყუნუთს სალამის შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში. (მაგ: ერთი თვის განმავლობაში)
1003. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) კითხულობდა ყუნუთს (ფაჯრის დროს) ერთი თვის განმავლობაში და სთხოვდა ალლაჰს, რომ დაესაჯა რი'ლის და ზაქვანის ტომები.
1004. ანასი გადმოსცემს: ყუნუთი იკითხება მაღრიბზე და ფაჯრის ლოცვებში.