1005. 'აბბად იბნ თამიმის ბიძა გადმოსცემს: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გამოვიდა გარეთ ისთისყა ლოცვის სალოცავად და ამოაბრუნა მისი მოსასხამი შიგნიდან გარეთ.
1006. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: როდესაც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მოაბრუნა მისი თავი სალამის შემდეგ ბოლო რაქაათზე, თქვა: ო ალლაჰ! დაიფარე 'აიშა იბნ აბი რაბია. ო ალლაჰ! დაიფარე სალამ იბნ ჰიშამი. ო ალლაჰ! დაიფარე ვალიდ იბნ ვალიდი. ო ალლაჰ! დაიფარე სუსტი, ერთგული მორწმუნეები. ო ალლაჰ! გაურთულე (მდგომარეობა) მუდარის ტომს და გაუგზავნე მათ(შიმშილობის) წლები, იუსუფის შიმშილობის წლების მსგავსად. შუამავალმა ამის გარდა თქვა: ალლაჰმა აპატიოს ღიფარის ტომებს და დაიფაროს ასლამის ტომები.
1010. ანასი გადმოსცემს: როდესაც გვალვის საშიშროება იყო, უმარ ბინ ალ-ხატტაბმა სთხოვა ალ-აბბას ბინ აბდულმუტალიბს, რომ ეთხოვა ალლაჰისგან წვიმა. უმარი ამბობდა:
"ო ალლაჰ, ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს შუამავალს, რომ ეთხოვა შენთვის წვიმა და შენ წვიმა გვიწყალობე, ახლა კი ვთხოვთ მის ბიძას, რომ შენგან ითხოვოს გაწვიმება. ო ალლაჰ! გვიწყალობე წვიმა." და ამის შემდეგ გაწვიმდა.
1032. აიშა გადმოსცემს: როდესაც შუამავალმა დაინახა წვიმა, მან თქვა: ო ალლაჰ! გახადე ძლიერი, ნაყოფიერი წვიმა.
1034. ანასი გადმოსცემს: როდესაც ძლიერი ქარი ქროდა, ალლაჰის შუამავალს სახეზე შიში ეტყობოდა. (შიში იმისა, რომ ქარი შესაძლოა იყოს ალლაჰის რისხვის ნიშანი)
1037. იბნ უმარი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ო ალლაჰ! დალოცე ჩვენი შამი(სირია) და ჩვენი იემენი. ხალხმა თქვა, ასევე ჩვენი ნაჯდიც. შუამავალმა ისევ თქვა: ო ალლაჰ! დალოცე ჩვენი შამი და ჩვენი იემენი. იმათმა ისევ თქვეს, ასევე ჩვენი ნაჯდიც. ამაზე შუამავალმა თქვა: იქ იქნება მიწისძვრები და უბედურებები, და იქიდან გამოვა შაიტანის (სატანის) რქები.
1038. ზაიდ იბნ ხალიდი გადმოსცემს: `ჰუდაიბიაში ღმერთის შუამავლის წინამძღოლობით
ვილოცეთ განთიადის ლოცვა. იმ ღამით ძლიერი წვიმა მოვიდა. ლოცვის დასრულების შემდეგ შუამავალი მობრუნდა ჩვენსკენ და თქვა: იცით თუ არა, რა ბრძანა თქვენმა ღმერთმა? ხალხმა უპასუხა: - ღმერთმა და მისმა შუამავალმა იციან უკეთ! მაშინ შუამავალმა თქვა: ჩემს მსახურებს შორის გამოირჩნენ მორწმუნენი და ურწმუნონი. თუ ადამიანი ამბობს, რომ წვიმა მოვიდა ჩემი ნებით, მაშინ მას სწამს ჩემი და არ სწამს ვარსკვლავებისა. ვინც ამბობს, რომ წვიმა მოვიდა ვარსკვლავების ამა თუ იმ განლაგების გამო, მას არ სწამს ჩემი და სწამს ვარსკვლავებისა!
1039. იბნ უმარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:დაფარულის ცოდნის გასაღები არის ხუთი, რომელიც არავინ იცის ალლაჰის გარდა:არავინ იცის რა მოხდება ხვალ, არავინ იცის რა არის საშვილოსნოში, არავინ იცის რას მოიხვეჭს ხვალ, არავინ იცის რომელ ადგილზე მოკვდება, და არავინ იცის როდის იწვიმებს.