1040. აბუ ბაქრა გადმოსცემს: ჩვენ ალლაჰის შუამავალთან ერთად ვიყავით როცა მზე დაბნელდა. ალლაჰის შუამავალი ადგა მისი მოსასხამის თრევით, სანამ მეჩეთში არ შევიდა. მან გვალოცა ორი რაქაათი ლოცვა მზის განწმენდამდე და ამის შემდეგ თქვა:
მზე და მთვარე არ ბნელდება იმიტომ, რომ ვიღაც მოკვდა. ასე რომ როცა დაინახავთ დაბნელებას ილოცეთ, და თხოვეთ (ალლაჰს) სანამ არ დასრულდება (დაბნელება)
1041. იბნ მას'უდი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მზე და მთვარე არ ბნელდება იმიტომ, რომ ვიღაც მოკვდა ადამიანთაგან, არამედ ისინი არის ორი სასწაული ალლაჰის სასწაულთაგან. როცა დაინახავთ მათ, ადექით და ილოცეთ.
1042. იბნ უმარი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მზე და მთვარე არ ბნელდება იმიტომ, რომ ვიღაც მოკვდა, არამედ ისინი არის ორი სასწაული ალლაჰის სასწაულთაგან. როცა დაინახავთ მათ – ილოცეთ.
1043. ალ მუღირა იბნ შუბა გადმოსცემს: შუამავლის დროს მზე დაბნელდა იმ დღეს, როცა (მისი შვილი) იბრაჰიმი გარდაიცვალა. ხალხმა თქვა: მზე დაბნელდა იმიტომ, რომ იბრაჰიმი გარდაიცვალაო. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მზე და მთვარე არ ბნელდება იმიტომ, რომ ვიღაც მოკვდა ან ცოცხალია (ე.ი დაიბადა) ვინმე. როდესაც დაინახავთ დაბნელებას ილოცეთ და შესთხოვეთ ალლაჰს.
1048. აბუ ბაქრა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მზის და მთვარის დაბნელება არის ალლაჰის სასწაულთაგან ორი სასწაული, და ისინი არ ბნელდებიან იმიტომ, რომ ვიღაც მოკვდა. უეჭველად, ალლაჰი მათით აშინებს თავის მსახურებს.
1062. აბუ ბაქრა გადმოსცემს: შუამავლის დროს მზე დაბნელდა და მან ილოცა ორი რაქაათი.