1067. 'აბდულლაჰ იბნ მას'უდი გადმოსცემს: შუამავალმა წაიკითხა სურა ნაჯმი (53-ე) მექაში
და სუჯუდი შეასრულა კითხვის დროს, და იმათმაც, ვინც მასთან ერთად იყვნენ იგივე გააკეთეს, გარდა მოხუცი კაცისა, რომელმაც ხელში აიღო პატარა კენჭი თუ მიწა, ააგდო მის თავს ზემოთ და თქვა: "ესეც საკმარისია ჩემთვისო" მოგვიანებით დავინახე, რომ იგი ურწმუნოდ მოკვდა.
1068. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჯუმა დღეს ფაჯრზე კითხულობდა - ალიფ ლამ მიმ, თანზილ (სურა საჯდა 32) და "ჰალ ათა 'ალალ ინსან (სურა 76 მეორე რაქაათზე).
1071. იბნ აბბასი გადმოსცემს: როცა შუამავალი კითხულობდა ან-ნაჯმს, მასთან ერთად სუჯუდი გააკეთეს მუსლიმებმა, მუშრიქებმა, ჯინებმა და სხვა ადამიანებმა.
1074. აბუ სალმა გადმოსცემს: დავინახე აბუ ჰურაირა კითხულობდა "იზა სსამა უნ-შაყყათ"(84:1) და კითხვის დროს სუჯუდი გააკეთა. მე ვკითხე აბუ ჰურაირას, "განა ვერ გხედავ რომ სეჯდეს აკეთებ?" აბუ ჰურაირამ თქვა: რომ არ დამენახა შუამავალი სეჯდეზე მე არ გავაკეთებდი სეჯდეს.
1075. იბნ უმარი გადმოსცემს: როდესაც შუამავალი კითხულობდა სურას, რომელშიც შეიცავს სეჯდეს(აიათს) იგი აკეთებდა სეჯდეს და ჩვენც იგივეს ვაკეთებდით. და ზოგიერთი ჩვენგანი ვერ პოულობდა ადგილს სეჯდესთვის.
1076. იბნ უმარი გადმოსცემს: შუამავალი როცა კითხულობდა სურა სეჯდეს(სურა 32) და ჩვენ ვიყავით მასთან ერთად, იგი აკეთებდა სეჯდეს და ჩვენც ასევე ვაკეთებდით სეჯდეს მასთან ერთად, და ზოგიერთი ჩვენგანი ვერ პოულობდა ადგილს სეჯდესთვის.
1077. რაბია გადმოსცემს: უმარ იბნ ალ ხატტაბმა წაიკითხა სურა ნაჰლი პარასკევს მინბარზე და როცა მიაღწია სეჯდეს აიათს, ჩამოვიდა მინბარიდან და სეჯდე გააკეთა. ხალხმაც ასევე სეჯდე გააკეთა. მომდევნო პარასკევს უმარ იბნ ალ-ხატტაბმა წაიკითხა იგივე სურა და როცა მიაღწია სეჯდეს აიათს თქვა: ო ხალხო! როცა ჩვენ ვკითხულობთ,
სეჯდეს აიათს ვინც სეჯდეს გააკეთებს, კარგ საქმეს ჩაიდენს, თუმცა არ არის ცოდვა თუ არ გააკეთებთ სეჯდეს. და უმარ იბნ ალ ხატტაბმა არ გააკეთა სეჯდე(იმ დღეს). იბნ უმარმა დაამატა - ალლაჰს სეჯდე არ დაუდგენია სავალდებულოდ, მაგრამ თუ ჩვენ გვსურს, შეგვიძლია გავაკეთოთ.
1079. იბნ უმარი გადმოსცემს: როდესაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) კითხულობდა სურას რომელიც შეიცავს სეჯდეს(აიათს), იგი აკეთებდა სეჯდეს და ჩვენც იგივეს ვაკეთებდით, და ზოგიერთი ჩვენგანი ვერ პოულობდა ადგილს სეჯდესთვის.