1080. იბნ აბბასი გადმოსცემს: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ერთხელ დარჩა ცხრამეტი დღე, და ამოკლებდა ლოცვას. როცა ჩვენ ვმოგზაურობდით ცხრამეტი დღის განმავლობაში, ლოცვას ვამოკლებდით, მაგრამ როცა ვმოგზაურობდით უფრო დიდი ხნით, ვასრულებდით სრულ ლოცვას.
1081. ყაჰია იბნ იშაყი გადმოსცემს: გავიგონე ანასი ამბობდა " ჩვენ ვიმგზავრეთ შუამავალთან ერთად, მედინიდან მექქაში, და ვასრულებდით ორ რაქაათს მედინაში დაბრუნებამდე. მე ვთქვი, მექქაში დარჩით? მან მიპასუხა: ჩვენ დავრჩით მექქაში ათ დღეს.
1082. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს: მე ვილოცე შუამავალთან, აბუ ბაქრთან და უმართად ერთად მინასთან (შაიტნის ჩასაქოლი ადგილი) და ვილოცეთ ორი რაქაათი. უსმანმა მისი ხალიფობის დროს იგივე გააკეთა, მაგრამ მოგვიანებით მან დაიწყო ლოცვის სრულად შესრულება.
1083. ჰარისა იბნ ვაჰაბი გადმოსცემს: შუამავალმა გვალოცა მინასთან მშვიდობის პერიოდში ორი რაქაათი.
1084. აბდურრაჰმან იბნ იაზიდი გადმოსცემს: ჩვენ ვილოცეთ ოთხი რაქაათი მინასთან იბნ 'აფფანის უკან. აბდულლაჰ იბნ მას'უდმა გაიგო ამის შესახებ და მან თქვა: სამწუხაროდ. "ჭეშმარიტად, ჩვენ ალლაჰს ვეკუთვნით და ჭეშმარიტად, ჩვენ მასთან დავბრუნდებით" და დაამატა: მე ვილოცე ორი რაქაათი ალლაჰის შუამავალთან ერთად მინასთან , ასევე აბუ ბაქრთან და უმართან ერთად (მათი ხალიფობის დროს). მან აგრეთვე თქვა: ნეტავი ყოფილიყო ორი რაქაათი და მიღებული ყოფილიყო. (ე.ი ყაბული).
1086.იბნ უმარი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ქალისთვის არ შეიძლება სამ დღეზე მეტი ხნით გამგზავრება მაჰრამის გარეშე
1088. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
არ არის ნებადართული ქალისთვის, რომელსაც სწამს ალლაჰის და უკანასკნელი დღის, მგზავრობა ერთი დღით და ღამით, მაჰრამის გარეშე.
1089. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს: შუამავალთან ერთად მედინაში, ზუჰრის ლოცვა ოთხი რაქაათი შევასრულეთ და ორი რაქაათი ზულ-ჰულაიფაში. (შეამოკლეს ასრის ლოცვა)
1094. ჯაბირ იბნ აბდულლაჰი გადმოსცემს: შუამავალმა შეასრულა ნავაფილი (ნებაყოფილებითი ლოცვა) როცა ცხენით მიდიოდა და
სახე მიპყრობილი ჰქონდა ყიბლისგან სხვა მხარეს.
1099. ჯაბირ იბნ აბდულლაჰი გადმოსცემს: შუამავალმა შეასრულა ნავაფილი მთაზე, სახით აღმოსავლეთისკენ, და როცა მას უნდოდა შეესრულებინა სავალდებულო ლოცვა, ის აბრუნებდა სახეს ყიბლისკენ.
1102. იბნ უმარი გადმოსცემს: მე ვახლდი ალლაჰის შუამავალს და მას მგზავრობაში არასდროს შეუსრულებია ორ რაქაათზე მეტი. აბუ ბაქრმა, უმარმა და უსმანმაც იგივე გააკეთეს.
1106. სალიმის მამა გადმოსცემს, შუამავალმა შეასრულა მაღრიბის და 'იშას ლოცვა ერთად, როდესაც ჩქარობდა მგზავრობის დროს.
1107. იბნ აბბასი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მგზავრობაში შეასრულა ზუჰრის და ასრის ლოცვა ერთად. და ასევე შეასრულა მაღრიბის და 'იშას ლოცვა ერთად. ანას იბნ მალიქი
გადმოსცემს: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ასრულებდა მაღრიბს და 'იშას ლოცვებს ერთად მგზავრობაში.
1110. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს: როცა შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იწყებდა მგზავრობას შუადღისას, აყოვნებდა ზუჰრის ლოცვას ასრის ლოცვამდე, შემდეგ კი მათ ერთად ასრულებდა. თუ მზე შემცირდებოდა (ანუ დადგა ლოცვა)
იგი ასრულებდა ზუჰრს და შემდეგ მიდიოდა (მგზავრობაში)