1124. ჯუნდაბი გადმოცემს: შუამავალი ავად გახდა და ვერ ადგა ერთ ან ორ ღამეს.
1125. ჯანდაბ იბნ 'აბდულლაჰი გადმოსცემს: ჯიბრილი არ მოვიდა შუამავალთან (გარკვეული დროით)და ერთმა ყურაიშელმა ქალმა თქვა: "მისმა სატანამ მიატოვა ის" შემდეგ მოვიდა გამოცხადება (ვაჰი): ვფიცავ, დილას! და ღამეს, როცა მისი სიბნელე იმატებს! შენს ღმერთს არ მიუტოვებიხარ, და არ გაგწყრომია! (დუჰა 93:1-3).
1126. უმ სალამა გადმოსცემს: ერთ ღამეს ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ადგა და თქვა: სუბჰანალლაჰ, რამდენი უბედურება მოავლინა ალლაჰმა ამ ღამით, და რამდენი საგანძური გამოიგზავნა ქვემოთ. წავიდა მძინარე ქალებთან (ცოლებთან) მათ საცხოვრებელში და გააღვიძა ისინი სალოცავად. შემდეგ თქვა: შესაძლოა ამ ქვეყნად კარგად ჩაცმული, იმ ქვეყნად შიშველი იყოს.
1127. ალი იბნ აბუ ტალიბი გადმოსცემს: ერთ ღამეს ალლაჰის შუამავალი მოვიდა ჩემთან და ფატიმასთან, შუამავლის ქალიშვილთან და გვკითხა, არ ილოცეთ? მე ვუთხარი: ალლაჰის შუამავალო, ჩვენი სულები ალლაჰის ხელშია და თუ მას სურს ავდგეთ, აგვაყენებს. როცა ეს ვთქვი, მან დაგვტოვა უსიტყვოდ და გავიგონე ირტყამდა მის ბარძაყზე და ამბობდა, "ადამიანს ყველაზე მეტად სჩვევია კამათი"(18:54)
1130. ალ მუღირა გადმოსცემს: შუამავალი იდგა (ლოცვაზე) და ლოცულობდა მანამ, სანამ ფეხები არ დაუსივდებოდა. მას ჰკითხეს თუ რატომ ლოცულობდა ამდენს. - განა არ უნდა ვიყო მადლიერი მსახური? - უთხრა მან.
1131. აბდულლაჰ იბნ ამრ იბნ ალ-ასი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მითხრა: ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი ლოცვა (შუამავალი) დავუდის ლოცვაა და ყველაზე საყვარელი მარხვა დავუდისაა. ის იძინებდა ღამის ნახევარს და ლოცულობდა ღამის მესამედს, შემდეგ იძინებდა მის მეექვსე ნაწილში, და მარხულობდა დღეჩაგდებით.
1132. მასრუყი გადმოსცემს - მე ვკითხე ‘აიშას: შუამავალს, ყველაზე მეტად რომელი საქმე უყვარდა? განუწყვეტლივ საქმის კეთება - თქვა მან. მე ასევე ვკითხე: როდის დგებოდა ის? - (თაჰაჯუდისთვის) დგებოდა მაშინ, როცა გაიგონებდა მამლის ყივილს. - მითხრა მან.
1132. ალ-აშასი გადმოსცემს: შუამავალი დგებოდა სალოცავად როცა გაიგონებდა მამლის ყივილს...
1133. აიშა გადმოსცემს: ჩემს სახლში შუამავალს არასოდეს გაუტარებია ღამის ბოლო საათები ძილის გარდა.
1134. ყათადა გადმოსცემს: ანას იბნ მალიქმა თქვა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და ზეიდ იბნ საბითმა ერთად ჭამეს სუჰურზე. როცა დაასრულეს, შუამავალი ადგა (ფაჯრის)სალოცავად და ილოცა. ჩვენ ვკითხეთ ანნას: რა ინტერვალი იყო სუჰურის დასრულებას და დილის ლოცვის დაწყებას შორის? - ის იმ დროის თანაბარი იყო, რა დროც დასჭირდება ადამიანს თხუთმეტი აიათის წასაკითხად.- გვითხრა მან.
1136. ჰუზაიფა გადმოსცემს: როდესაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დღებოდა თაჰაჯუდის სალოცავად, კბილებს სივაქით იწმენდდა.
1137. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს: ერთმა კაცმა ჰკითხა ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) როგორ არის ღამის ლოცვაო? - ორ რაქაათს მიყვება ორი რაქაათი და ასე შემდეგ, და როცა შეატყობ, რომ ახლოვდება განთიადი, შეასრულე ერთი რაქაათი ვითრი. - უთხრა მან.
1138. იბნ აბბასი გადმოსცემს: შუამავლის ლოცვა, ღამის ლოცვაში (თაჰაჯუდზე) იყო ცამმეტი რაქაათი.
1139. მასრუყი გადმოსცემს: მე ვკითხე აიშას შუამავლის ღამის ლოცვის შესახებ, მან თქვა: ის იყო შვიდი, ცხრა ან თორმეტი რაქაათი, ფაჯრის ორი რაქაათის გარდა.
1144. აბდულლაჰი გადმოსცემს: ერთი ადამიანი შუამავლის თანდასწრებით ახსენეს, მას უთხრეს, რომ მას გათენებამე ეძინა და სალოცავად არ დგებოდაო. შუამავალმა თქვა: სატანამ მოშარდა მის ყურებში.
1145. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:ჩვენი ღმერთი! დიდებული და უზენაესი, ყოველ ღამით ჩამოდის უახლოეს ზეცაზე როცა ღამის მესამედი გავა, და ამბობს: არის ვინმე ვინც მევედრება, რომ ვუპასუხო მის ვედრებას? არის ვინმე ვინც მთხოვს, რომ ვუპასუხო მის თხოვნას? არის ვინმე ვინც მთხოვს პატიებას, რომ ვაპატიო?
1152. 'აბდულლაჰ იბნ ამრ ალ-ასი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მითხრა: ო აბდულლაჰ! არ იყო ამისა და ამის მსგავსი; ვინც ლოცულობს ღამით და შეწყვიტა ღამით ლოცვა.
1153. აბდულლაჰ იბნ ამრი გადმოსცემს: ერთხელ ალლაჰის შუამავალმა მითხრა: გავიგე, რომ შენ ასრულებ ლოცვა ღამით, და იცავ მარხვას დღის განმავლობაში. მე ვუთხარი: დიახ, ასე ვაკეთებ. მან მითხრა: თუ შენ ასე აკეთებ შენი მხედველობა დასუსტდება და შენც დასუსტდები. ეჭვი არაა, რომ შენს სხეულს აქვს შენზე უფლებები, და შენს ოჯახს აქვს შენზე უფლებები, ხან დაიცავი მარხვა ხან არ დაიცვა, შეასრულე ლოცვა(ხანდახან) და დაიძინე.
1154. უბადა იბნ ას-სამითი გადმოსცემს:შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ვინც გაიღვიძებს ღამით და იტყვის: "არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი ალლაჰის გარდა, არ ჰყავს მას თანაზიარი. მისია მეუფება და მას ყველაფერზე ძალა შესწევს. ქება-დიდება ალლაჰს, ალლაჰი დიდებულია, და არ არსებობს ღირსეული სათაყვანებელი ალლაჰის გარდა, ალლაჰი დიადია, არ არსებობს ძალა და სიმტკიცე ალლაჰის გარდა, და შემდეგ თუ იტყვის: ‘ღმერთო მაპატიე’ ან თუ ვედრებას აღავლენს, პასუხი გაეცემა (მის ვედრებას) და თუ აბდესს აიღებს და ილოცავს მისი ლოცვა მიღებული იქნება.
ტრანსკრიფცია:
ლა ილაჰა ილლა ლლაჰუ ვაჰდაჰუ ლა შარიქალაჰ ლაჰულ მულქუ ვალაჰულ ჰამდუ,
ვაჰუვა 'ალა ქულლი შაიინ ყადირ. ალჰამდულილლაჰ, ვასუბჰაანალლაჰ, ვე ლა ილაჰა ილლა ლლაჰ, ვალლაჰუ აქბარ, ვე ლა ჰავლა ვალა ყუვვათა ილლა ბილლაჰ.
______________________________________
1166. ჯაბირ ბინ აბდულლაჰმა გადმოსცა: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გვასწავლიდა არჩევანის გაკეთებას (ისთიხარი) ყველა საქმეში ისე, როგორც გვასწავლიდა ყურანიდან სურას. მან გვითხრა: 'როცა გადაწყვეტს რომელიმე თქვენგანი რაიმე საქმეს, შეასრულოს ორი მუხლი ლოცვა სავალდებულო ლოცვის გარდა, შემდეგ თქვას: ო, ალლაჰ, გთხოვ შეარჩიო ჩემთვის ორ საქმეს შორის საუკეთესო. გთხოვ შესაძლებლობას საუკეთესო საქმეში. გთხოვ შენი დიდებული მადლით. რადგან შენ შეძლებ მე კი ვერ შევძლებ. შენ იცი, მე კი არ ვიცი. შენ ხარ დაფარულთა მცოდნე. ო, ალლაჰ, ეს საქმე თუ კარგია ჩემთვის, ჩემი რწმენისთვის, ჩემი ცხოვრებისთვის, ჩემი საქმის შედეგისთვის - ან ასე თქვა: ადრე თუ გვიან ჩემს საქმეში – განსაზღვრე ის ჩემზე, გამიმარტივე ის მე, და დალოცე ჩემთვის. თუ ეს საქმე სიავეა ჩემთვის, ჩემი რწმენისთვის, ჩემი ცხოვრებისთვის, ჩემი საქმის შედეგისთვის - ან ასე თქვა: ადრე თუ გვიან ჩემს საქმეში - არ განსაჯო ის ჩემთვის და ნუ გამიმარტივებ მას. განსაზღვრე ჩემთვის სიკეთე სადაც უნდა იყოს, შემდეგ კი დამაკმაყოფილე მისით.
ტრანსკრიფცია:
ალლაჰუმმა ინნი ასთახირუქა ბი 'ილმიქა, ვა ასთაყდირუქა ბი ყუდრათიქა, ვა ას ალუქა მინ ფადლიქალ 'აზიმ. ფა ინნაქა თაყდირუ ველა აყდირუ, ვა თა'ლამუ ველა ა'ლამუ, ვა ანთა 'ალლამულ ღუიუბ. ალლაჰუმმა ინ ქუნთა თა'ლამუ ანნა ჰაზალ ამრა ხაირუ ლი ფიი დინი, ვა მა'ააშიი, ვა 'ააყიბათი ამრი. 'აჯილი ამრი ვააჯილიჰ. ფაყდურჰუ ლი, ვაისსირჰუ ლი სუმმა ბაარიქ ლი ფიჰი ლი, ვე ინ ქუნთა თა'ლამუ ანნა ჰაზალ ამრა შარრუ ლი, ფი დიინი, ვა მა'ააში, ვა 'ააყიბათი ამრი. 'აჯილი ამრიი ვააჯილიჰ. ფაასრიფჰუ 'ანნი, ვაასრიფნი 'ანჰუ. ვაყდურ ლი ხაირა ჰაისუ ქანა სუმმა არდინი ბიჰი.
___________________________
1167. აბუ ყათადა იბნ რაბი ალ-ანსარი გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როცა რომელიმე თქვენგანი შევა მეჩეთში, არ დაჯდეს მანამ, სანამ არ ილოცებს ორ რაქაათს.
1169. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს: მე ვილოცე ალლაჰის შუამავალთან ერთად ორი რაქაათი ზუჰრამდე და ორი რაქაათი ზუჰრის ლოცვის შემდეგ, ორი რაქაათი ჯუმის, მაღრიბის და 'იშას შემდეგ.
1170. ჯაბირ იბნ აბდულლაჰი გადმოსცემს: მაშინ, როცა ალლაჰის შუამავალი მოუწოდებდა ხუტბაზე თქვა: როცა თქვენგან რომელიმე მოვა მაშინ, როცა იმამი კითხულობს ხუტბას ან გამოვიდა, მან ილოცოს ორი რაქაათი.
1177. აიშა გადმოსცემს: მე არასოდეს მინახავს შუამავალი დუჰას ლოცვის შესრულებაში, მაგრამ მე ყოველთვის ვასრულებ.
1178. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ჩემმა ახლო მეგობარმა(შუამავალმა) მირჩია მე სამი რამ და მე არ მივატოვებ მათ, სანამ არ მოკვდები: სამი დღე მარხვა ყოველ თვეში, დუჰას ლოცვა, და ვითრის ლოცვა დაძინებამდე.
1179. აიშა გადმოსცემს: შუამავალს არასოდეს გამოუტოვებია ოთხი რაქაათი ზუჰრის ლოცვამდე და ორი რაქაათი ფაჯრის ლოცვამდე.
1187. იბნ უმარი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თქვენი ზოგიერთი ლოცვა შეასრულეთ თქვენს სახლებში, და ნუ აქცევთ მათ საფლავებად.