1189. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: არ გახვიდეთ არსად სამგზავროდ გარდა სამი მეჩეთისა, ალ მასჯიდ ალ-ჰარამი (მექაში,ქააბა), ალლაჰის შუამავლის მეჩეთი (მედინაში) და ალ-აყსას მეჩეთისა (იერუსალიმში).
1190. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ჩემს მეჩეთში ერთი ლოცვა, სხვა მეჩეთებში ლოცვაზე ათასჯერ უკეთესია, მასჯიდი ალ-ჰარამის(ე.ი ქააბას მეჩეთის) გარდა.
1193. აბდულლაჰ იბნ დინარი გადმოსცემს: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მიდიოდა ყუბას მეჩეთში ყოველ შაბათს, ფეხით და ცხენით. აბდულლაჰმაც (იბნ უმარი) იგივე გააკეთა.
1194. იბნ უმარი გადმოსცემს, შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მიდიოდა ყუბას მეჩეთში ფეხით და ზოგჯერ ცხენით. ნაფი ამატებს: და მან ილოცა ორი რაქაათი.
1195. აბდულლაჰ იბნ ზაიდ ალ-მაზინი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ჩემს სახლსა და მინბარს (საიდანაც ხუტბა იკითხება) შორის არსებობს ბაღი სამოთხის ბაღთაგან.
1196. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ჩემს სახლსა და მინბარს შორის არის ბაღი სამოთხის ბაღთაგან, და ჩემი მინბარი არის აუზის შადრევანზე(ე.ი ქავსარი).
1197. ყაზა'ა მაულა გადმოსცემს: (განთავისუფლებული მონა) ზიადი: გავიგონე აბუ საიდ ალ ხუდრი ყვებოდა ოთხ საქმეს ალლაჰის შუამავლისგან და მე მათ ძალიან ვაფასებდი.
1. ქალი არ უნდა წავიდეს ორი დღის მგზავრობაში რომ თან არ ახლდეს მისი ქმარი ან მაჰრამი.
2. მარხვა არ არის ნებადართული ორ დღეს: იდულ ფიტრ(რამადან ბაირამი) და იდულ 'ადჰა(ყურბან ბაირამი)
3. არ შეიძლება ლოცვა ორი ლოცვის შემდეგ. ე.ი. ფაჯრის შემდეგ ვიდრე მზე არ ამოვა, და 'ასრის შემდეგ ვიდრე მზე არ ჩავა.
4. არ გაემზადოთ გასამგზავრებლად სამი მეჩეთის გარდა. ე.ი. ალ-მასჯიდ ალ-ჰარამი(მექაში), აყსას მეჩეთი (იერუსალიმში) და ჩემი მეჩეთი. (ე.ი მედინა)