21. ქცევები ლოცვის დროს

1199. აბდულლაჰი გადმოსცემს: ჩვენ მივესალმეთ ალლაჰის შუამავალს როცა ლოცულობდა და მან უპასუხა ჩვენ სალამს. მაგრამ როდესაც დავბრუნდით ნაჯაშიდან (ეთიოპიიდან) და მივესალმეთ მას, არ დაგვიბრუნა სალამი და შემდეგ თქვა: უეჭველად, ლოცვის
დროს საქმეა (ადამიანი დაკავებულია).

1200. ზაიდ იბნ არყამა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავლის დროს ჩვენ ვლაპარაკობდით ლოცვის დროსაცო, და ადამიანი ეუბნებოდა მის მეგობარს თუ რა სჭირდებოდა სანამ არ გარდმოევლინა აიათი: მოკრძალებით დადექით ალლაჰის წინაშე (2:238) ამის შემდეგ ჩვენ გვებრძანა ლოცვის დროს ჩუმად ვყოფილიყავით.

1202. აბდულლაჰ იბნ მას'უდი გადმოსცემს: ჩვენ ვამბობდით სალამს და ერთმანეთის სახელებს ლოცვაში. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გაიგონა ეს და თქვა: თქვით: "ათ-თაჰიიათუ ლილლაჰი ვა სსალავათუ ვატ-ტაიიბათუ, ასსალამუ ალეიქა აიუჰენნებიუ ვარაჰმათულლაჰი ვა ბარაქათუჰ, ას-სალამუ 'ალეინა ვა 'ალა 'იბადილლაჰი საალიჰინ. აშ-ჰადუ ანნა ილაჰა ილლა ლლაჰ, ვა აშ-ჰადუ ანნა მუჰამმადან 'აბდუჰუ ვა რასულუჰუ" როცა ამას იტყვით, მაშინ უეჭველად გაიგზავნება სალამი ალლაჰის ყველა კარგ თაყვანისმცემელზე, თუნდაც იყოს ცაში ან მიწაზე.

1203. (მეხუთე თავი: ტაშის (ლოცვის დროს) დაკვრა არის ნებადართული მხოლოდ ქალებისთვის) აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "სუბჰანალლაჰ"-ის თქმა არის კაცებისთვის და ტაშის დაკვრა ქალებისთვის.

1204. საჰლ იბნ სა'დი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: სუბჰანალლაჰ-ის თქმა არის კაცებისთვის, ტაშის დაკვრა ქალებისთვის.

1220. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: თეძოებზე ხელებდაწყობილი ლოცვა აკრძალულია.

1222. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როცა აზანი იკითხება სატანა გარბის, რომ არ გაიგონოს აზანი და როცა მუაზინი დაასრულებს მის კითხვას, უკან ბრუნდება, და როცა იკითხება იყამა (რომელიც აუწყებს ლოცვის დაწყებას) ის ასევე გარბის და როცა მთავრდება ისევ უკან ბრუნდება, და მლოცავ ადამიანს ახსენებს იმას, რაც მანამდე არ ახსოვდა, სანამ არ დაავიწყებს თუ რამდენი (რაქაათი) ილოცა. აბუ სალამა აბდურრაჰმანმა თქვა: ვისაც დაემართა ასეთი რამე (დაავიწყდა რაქაათების რაოდენობა) მან გააკეთოს ორი (ე.ი სევიჰ სეჯდე) სეჯდე მაშინ, როცა დაჯდება. ამ ჰადისს აბუ სალამაც გადმოსცემს აბუ ჰურაირასგან.