22. სევიჰ სეჯდე

სევიჰ სეჯდე - როდესაც ლოცვაში რაღაც შეგეშალა ან დაგავიწყდა და საბოლოო სალამის მიცემამდე ასრულებ ორ სეჯდეს

1224. 'აბდულლაჰ იბნ ბუჰაინა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ერთხელ გვალოცა და შეასრულა ორი რაქაათი და ადგა (მესამე რაქაათისთვის) დაჯდომის გარეშე. ხალხიც ასევე ადგა მასთან ერთად, და როცა იგი აპირებდა ლოცვის დასრულებას, ჩვენ გვეგონა, რომ დაასრულებდა ლოცვას, მაგრამ მან წარმოთქვა თაქბირი თასლიმამდე და გააკეთა ორი სეჯდე როცა იჯდა და შემდეგ დაასრულა ლოცვა თასლიმით (ე.ი სალამის მიცემით).

1225. 'აბდულლაჰ იბნ ბუჰაინა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ადგა ზუჰრის ლოცვის მეორე რაქაათიდან დაჯდომის გარეშე. როცა ლოცვას ამთავრებდა, გააკეთა ორი სეჯდე, ამის შემდეგ კი დაამთავრა ლოცვა თასლიმით.

1226. 'აბდულლაჰი გადმოსცემს: ერთხელ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ილოცა ხუთი რაქაათი ზუჰრის ლოცვის დროს, ვიღაცამ ჰკითხა მას: ლოცვა გაიზარდა? ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: რას არის ეს? შენ ხუთი რაქაათი ილოცე - უთხრეს მას. ამის შემდეგ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შეასრულა ორი სეჯდე თასლიმის შემდეგ.

1228. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ილოცა ორი რაქაათი და დაასრულა ლოცვა. ზულ იადინმა ჰკითხა, ლოცვა შემცირდა თუ დაგავიწყდა? ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა, ზულ იადინი მართალს ამბობს? ხალხმა მართალიაო უთხრა. ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ადგა, შეასრულა დარჩენილი ორი რაქაათი, შემდეგ კი თასლიმი წარმოთქვა, შემდეგ თაქბირი წარმოთქვა და გააკეთა ორი სეჯდე როგორც ჩვეულებრივი სეჯდე მცირე ხნიანი და ამის შემდეგ წამოდგა.

1228. სალამა იბნ ალყამა გადმოსცემს: მე ვკითხე მუჰამმადს (იბნ სირინს) იკითხება თუ არა თაშაჰუდი(თაჰიათი) ორი სეჯდეს (სევიჰ სეჯდე) შემდეგ? მან მიპასუხა - ეს არ არის აბუ ჰურაირას გადმოცემებში.

1232. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც რომელიმე თქვენგანი დგას ლოცვაზე, სატანა მოდის და უგდებს ეჭვებს, სანამ არ დაავიწყებს თუ რამდენი რაქაათი ილოცა. თუ ასე დაემართა რომელიმე თქვენგანს, მან გააკეთოს ორი სეჯდე (სევიჰ საჯდა) როცა ზის.

1236. აიშა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ავადმყოფობის დროს მჯდომარე ლოცულობდა თავის სახლში, ზოგიერთმა ხალხმა მას მიჰყვა მდგომარე, მაგრამ შუამავალმა თავი დაუქნია მათ, რომ დამჯდარიყვნენ. ლოცვის დასრულების შემდეგ თქვა: მიჰყევით იმამს. როცა დაიხრება, დაიხარეთ თქვენც, და ასწიეთ თავები, როცა ასწევს თავს.