23. ჯანაზა

1237. აბუ ზარი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ჩემი ღმერთისგან მომსვლელი მოვიდა(ე.ი ჯიბრილი) ჩემთან და გადმომცა კარგი ამბავი. ვინც ჩემი მიმდევრებიდან მოკვდება ისე, რომ არავის ეთაყვანებოდა ალლაჰის გარდა - შევა სამოთხეში. მე ვკითხე: თუნდაც იმრუშოს და იქურდოს? მიპასუხა - თუნდაც იმრუშოს და იქურდოს.

1238. აბდულლაჰი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც მოკვდა ისე, რომ ალლაჰს თანაზიარს უდგენდა - შევა ცეცხლში. მე ვთქვი: ვინც მოკვდა ისე, რომ არ უდგენდა ალლაჰს თანაზიარს - შევა სამოთხეში.

1239. ალ-ბარა იბნ 'აზიბი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გვიბრძანა, რომ შევასრულოთ შვიდი საქმე და აგვიკრძალა შვიდი სხვა საქმე. მან გვიბრძანა: დავესწროთ დაკრძალვას, მოვინახულოთ ავადმყოფი, მივიღოთ მიპატიჟება, დავეხმაროთ შევიწროვებულს, შევასრულოთ ფიცი, ხავუბრუნოთ სალამი და ვუპასუხოთ დაცემინებაზე. (იარჰამუქალლაჰ) მან აგვიკრძალა ვერცხლის ჭურჭელი და კბილები, ასევე ოქროს ბეჭდის ტარება, აბრეშუმი, სუფთა აბრეშუმის (ტანსაცმელი) ყასი და ისთაბარი (ორი სახის აბრეშუმის ტანსაცმელი)

1240. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: მუსლიმის ვალდებულება მუსლიმების მიმართ არის ხუთი: უპასუხოს მის სალამს, მოინახულოს როცა ავადაა, დაესწროს მის დაკრძალვას, მიიღოს მისი მიპატიჟება და უპასუხოს როცა დააცემინებს.

1245. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აცნობეს ნაჯაშის სიკვდილის შესახებ იმ დღეს, როცა გარდაიცვალა, ამის შემდეგ ის წავიდა სალოცავი კუთხისკენ, და ხალხი იდგა მის უკან საფში. შემდეგ მან წარმოთქვა ოთხი თაქბირი. (ე.ი ნაჯაშის ჯანაზა ილოცა)

1246. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ზეიდმა აიღო დროშა და შაჰიდი გახდა. შემდეგ აიღო ჯაფარმა რომელიც ასევე შაჰიდი გახდა. შემდეგ აბდულლაჰ იბნ რაჰავამ აიღო, და ისიც შაჰიდი გახდა, ამ დროს ალლაჰის შუამავლის თვალები ცრემლით აივსო. შემდეგ ხალიდ იბნ ვალიდმა აიღო დროშა გამოცხადების გარეშე,როგორც მეთაურმა და მას ებოძა გამარჯვება.

1247. იბნ აბბასი გადმოსცემს: ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შემდგომში მივიდა მის საფლავთან. ის ადამიანი გარდაიცვალა ღამით და დაკრძალეს იმ ღამითვე. ეს ამბავი დილით აცნობეს შუამავალს. მან თქვა - რამ შეგიშალათ ხელი, რომ არ შემატყობინეთ? უპასუხეს - ბნელი ღამე იყო და არ გვინდოდა შენი შეწუხება. შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) წავიდა მის სალფავთან და ილოცა ჯანაზა.

1248. ანასი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მუსლიმი, რომელსაც მოუკვდა სამი შვილი მანამ, სანამ მიაღწევდნენ სქესობრივი მომწიფების ასაკს, დასაჩუქრდება სამოთხით ალლაჰისგან მათი წყალობის გამო.

1252. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გაიარა ერთი ქალის სიახლოვეს, რომელიც იჯდა და ტიროდა საფლავის გვერდით, და უთხრა მას - გეშინოდეს ალლაჰის და იყავი მომთმენი.

1255. უმ ატია გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) განბანა მისი (გარდაცვლილი) ქალიშვილი და თქვა: დაიწყეთ მარჯვენა მხრიდან და იმ ნაწილებით, რომლებიც იბანებოდა ვუდუს (აბდესის) დროს.

1256. უმ ატია გადმოსცემს: როდესაც ჩვენ ვბანდით ალლაჰის შუამავლის გარდაცვლილ ქალიშვილს, მან გვითხრა მაშინ როცა ვბანდით: დაიწყეთ დაბანა მარჯვენა მხრიდან და იმ ადგილებიდან, რომლებიც იბანებოდა ვუდუს დროს.

1257. უმ ატია გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ქალიშვილი გარდაიცვალა და მან გვითხრა - დაბანეთ ის სამჯერ ან ხუთჯერ ან მეტჯერ თუ ხედავთ აუცილებლობას, და როცა დაასრულებთ – მაცნობეთ. (როცა დავასრულეთ) ჩვენ ვაცნობეთ და მან ახსნა მისი ზეწარი და გვითხრა - გაახვიეთ სუდარაში.

1264. აიშა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შეახვია სამ იემენურ თეთრ ბამბის ნაჭერში. და მათში არ იყო არც პერანგი და არც ჩალმა.

1265. იბნ 'აბბასი გადმოსცემს: როცა ერთი კაცი ჯირითობდა (არაფას) მთაზე, გადმოვარდა (მთიდან) და კისერი მოიტეხა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: დაბანეთ ის წყლით და სიდრით, და შეახვიეთ ის ორ ცალ ტანსაცმელში, და აღარ სცხოთ ნელსაცხებელი (სუნამო). არ შეახვიოთ მისი თავი, ის აღდგომის დღეს აღსდგება ის და იტყვის – ლაბბაიქ.

1283. ანასი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჩაუარა ქალს რომელიც საფლავთან ტიროდა. გეშინოდეს ალლაჰის და იყავი მომთმენი - უთხრა მას.. მან(ქალმა) კი უთხრა: წადი! შენ არ გამოგიცდია ჩემნაირი უბედურება. ქალმა ვერ იცნო შუამავალი. შემდეგ მას აცნობეს, რომ ის კაცი შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იყო. შემდეგ ის წავიდა შუამავლის სახლში, და იქ ვერ იპოვა ვერცერთი მცველი. ქალმა უთხრა შუამავალს: მე შენ ვერ გიცანი. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა: მოთმინება არის უბუდურების პირველ დარტყმაზე.

1294. აბდულლაჰი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: არ არის ჩვენგანი ის, ვინც იხოკავს ლოყებს, ტანსაცმელს იგლეჯს და მოთქვამს უმეცრების ხანის მსგავსად (გარდაცვლილის გლოვისას).

1296. აბუ დარდა ბინ აბუ მუსა გადმოგვცემს: (მამაჩემი) აბუ მუსა ძლიერ ავად იყო, თავი ცოლის კალთაში ედო და გონი დაკარგა. ამის გამო ქალმა ხმამაღლა კივილი დაიწყო. აბუ მუსას იმ მომენტში პასუხის გაცემა არ შეეძლო, თუმცა როდესაც გონს მოეგო თქვა: მე შორს ვარ მისგან, ვისგანაც შორს იყო ალლაჰის შუამავალი. უეჭველად, ალლაჰის შუამავალი შორს იყო ქალებისგან, რომლებიც უბედურების დროს კივიან, თმებს იგლეჯენ და უბეებს იხევენ.

1298. 'აბდულლაჰი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: არ არის ჩვენიანი ის, ვინც იხოკავს სახეს, ვინც იხევს ტანსაცმელს და და მოთქვამს უმეცრების ხანის მოთქმით.

1363. საბით ბინ ად-დაჰჰაყი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც იფიცება მცდარი ფიცით არათუ ისლამით, მაშინ ის, ის არის, რაც თქვა.(მაგ: მე ქრისტიანი ვარ, ის უკვე ნამდვილად ქრისტიანია). და ვინც მოიკლავს თავს რკინის საგნით, დასჯილი იქნება იგივე რკინის ნაჭრით ჯოჯოხეთის ცეცხლში. ჯუნდაბი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "ერთმა ადამიანმა, რომელსაც ჰქონდა ჭრილობები, თავი მოიკლა და ალლაჰმა თქვა: ჩემმა მონამ მისით მოისწრაფა სიცოცხლე, ასე რომ სამოთხე ვქმენი მე მისთვის აკრძალული".

1365. აბუ ჰურაირასგან გადმოგვცემენ, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ის, ვინც თავს დაიხრჩობს, გააგრძელებს თავის დახრჩობას ცეცხლში. ის, ვინც დაიჩეხავს თავს, გააკეთებს ამას ცეცხლშიც.

1385. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ყოველი ბავშვი იბადება ისლამურ ბუნებაზე(ფიტრათ). შემდეგ მისი მშობლების ზეგავლენით ხდება იუდეველი, ქრისტიანი ან მაზდეანი. ცხოველი შობს თავის ნაშიერს დეფეტქების გარეშე, განა გინახავთ რომელიმე დეფექტებით შობილი?