1397. აბუ ჰურეირა გადმოგვცემს, რომ ერთი ბედუინი არაბი ალლაჰის შუამავალთან (ს.ა.ვ) მივიდა და უთხრა: “ (ო ალლაჰის შუამავალო!) ისეთი ქმედება მასწავლე, რომლის შესრულების შემთხვევაშიც სამოთხეში შესვლას დავიმსახურებ.” ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ვ) ბრძანა: “თუ თანაზიარის გაჩენის გარეშე, მხოლოდ ალლაჰს ეთაყვანები, სავალდებულო ლოცვას შეასრულებ, სავალდებულო მოწყალებას გასცემ და რამაზნის თვეში იმარხულებ, შეძლებ სამოთხეში შესვლას”. არაბმა ბედუინმა ამ პასუხზე უთხრა: “ალლაჰს ვფიცავარ, რომლის ხელშიც არის ჩემი სიცოცხლე, რომ მე შენგან გაგონილ ამ ღვთისმსახურებებს შევასურებ”. როდესაც ეს არაბი ბედუინი უკან გაბრუნდა ალლაჰის შუამავალმა (ს.ა.ვ) ასე ბრძანა: “ვისაც სურს, რომ სამოთხის მკვიდრთაგან ვინმეზე შეხედვით საკუთარ თავს ბედნიერება მიანიჭოს, ამ პიროვნებას შეხედოს! ”
1401. ჯარირ იბნ აბდულლაჰი გადმოსცემს: მე მივეცი შემდეგი ერთგული პირობები ალლაჰის შუამავალს:
1. ლოცვის შესრულების.
2. ზექათის გადახდის.
3. და რომ კარგ რჩევებს მივცემდი ყველა მუსლიმანს.
1403. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც ალლაჰმა გაამდიდრა და არ გასცემდა ზექათს მისი სიმდიდრიდან, განკითხვის დღეს მისი სიმდიდრე გადაიქცევა მელოტ, მამრობით შხამიან გველად ორი შავი ლაქით თვალებზე. გველი შემოეხვევა კისერზე, უკბენს ლოყებზე და იტყვის - "მე შენი სიმდიდრე ვარ, მე შენი საგანძური ვარ". შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შემდეგ აიათი წაიკითხა: „და ნუ ეგონებათ იმათ, რომელნიც ძუნწნი არიან ალლაჰის ნაბოძები მოწყალების გაღებისას, რომ ეს სიკეთეა მათთვის. არამც და არამც! ეს უარესია მათთვის. რაც ენანებოდათ, ის შემოეხვევათ ყელზე აღდგომის დღეს; და ალლაჰისაა მემკვიდრეობა ცათა და ქვეყნის, და ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ!“ (ალი იმრან 3:180)
1404. ხალიდ იბნ ასლამი გადმოსცემს: ჩვენ წავედით აბდულლაჰ იბნ უმართან ერთად და ბედუინმა უთხრა (იბნ უმარს) მითხარი ალლაჰის სიტყვის შესახებ: „რომელნიც აგროვებენ ოქროსა და ვერცხლს, ხოლო არ გაიღებენ მას ალლაჰის გზაზე , მაშინ ამცნე მათ მწარე სასჯელი! (თავბა 9:34) „ იბნ უმარმა უთხრა, ვინც აგროვებს მათ და არ გასცემს ზექათს, ვაი მას. მაგრამ ეს აიათი მოევლინა ზექათის აიათის მოვლენამდე. როდესაც ზექათის აიათი გარდმოევლინა, ალლაჰმა ზექათი აქცია ქონების განმწმენდად.
1409. აბდულლაჰ იბნ მას’უდი გასმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ნურავისი ნუ შეგშურდეთ ორი ვინმეს გარდა: ადამიანის, რომელსაც ალლაჰმა მისცა ქონება და ის ხარჯავს მას მართალ გზაზე, და ადამიანის, რომელსაც ალლაჰმა მისცა სიბრძნე (რელიგიური ცოდნა) და ის იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას და ასწავლის მას სხვებსაც.
1412. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: საათი(წარღვნა) არ დადგება მანამ, სანამ თქვენი სიმდიდრე არ გაიზრდება იმდენად, რომ შეწუხდებით იმის გამო, რომ არავინ იქნება, ვინც მიიღებს ზექათს, და ადამიანი რომელიც მიიღებს მას, იტყვის - მე ეს არ მჭირდება.
1414. აბუ მუსა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ისეთი დრო მოვა ხალხზე, როდესაც ადამიანი ყველგან იხეტიალებს მისი ოქროთი, და ვერ იპოვის ვერავის ვინც ზექათს მიიღებს. და დაინახავთ ერთ კაცს ორმოცი ქალი მიჰყვება, რათა იყოს მათი მეურვე რადგან კაცები ცოტანი იქნებიან, ხოლო ქალები მეტნი.
1417. ადი იბნ ჰათიმმა გაიგონა, რომ შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: გადაირჩინეთ თავები ჯოჯოხეთის ცეცხლისგან, თუნდაც ნახევარი ფინიკით (ქველმოქმედებაში/სადაყაში გაცემით)
1433. ასმა გადმოსცემს, შუამავალმა მითხრა: არ შეაკავო შენი ფული,(თუკი ასე მოიქცევი) ალლაჰი შეაკავებს მის სიკეთეს შენგან. გადმოსცემს 'აბდა, რომ შუამავალმა თქვა: არ შეაკავო შენი ფული გაცემისთვის, (თუ ასე მოიქცევი) ალლაჰი შეაკავებს მის სიკეთეს შენგან.
1434. ასმა ბინთ აბუ ბაქრი გადმოსცემს, რომ ის წავიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და ის ამბობდა: ნუ ჩაკეტავთ თქვენს ფულს ჩანთაში, სხვაგვარად ალლაჰი შეაკავებს მის სიკეთეს თქვენგან. გაეცით იმდენი, რამდენსაც შეძლებთ.
1435. აბუ ვაილი გადმოსცემს - ჰუზაიფამ თქვა, რომ უმარი ამბობდა: ვინ არის თქვენს შორის ვისაც ახსოვს ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიტყვა ფიტნის შესახებ? მე ვთქვი - მე ვიცი როგორ თქვა შუამავალმა. უმარმა თქვა, უეჭველად შენ თამამი ხარ. და როგორ თქვა? მე ვთქვი: კაცის ფიტნა დაკავშირებულია მის ცოლთან, შვილებთან და მეზობლებთან რომელსაც გამოისყიდის ლოცვებით, მოწყალებით და კეთილი საქმით. უმარმა თქვა: მე ამას არ გეკითხები, მე გკითხე იმ ფიტნის შესახებ, რომელიც გავრცელდება ზღვის ტალღის მსგავსად. მე ვთქვი, ო მართლმორწმუნეების მმართველო! არ შეგეშინდეს მისი, რადგან კარი დაკეტილია შენსა და მას შორის. მან მკითხა: კარი არ გატყდება ან არ გაიხსნება? ვუპასუხე, არა, გატყდება. მკითხა: თუ ის გატყდება არასოდეს დაიხურება ისევ? ვუთხარი - დიახ. მაშინ ჩვენ გვეშინოდა კითხვა, თუ რას ნიშნავდა ეს კარი. ჩვენ ვკითხეთ მასრუყს, მან კი ჰკითხა ჰუზაიფას ამის შესახებ. ჰუზაიფამ თქვა: კარი თვით ‘უმარი იყო. ჩვენ ასევე ვკითხეთ ჰუზაიფას: იცოდა თუ არა ‘უმარმა თუ რას ნიშნავდა კარი? ჰუზაიფამ გვიპასუხა დადებითად და დაამატა: მან იცოდა ეს ისე, როგორც იცის ხალხმა, რომ ღამის შემდეგ დილა იქნება.
1436. ჰაქიმ იბნ ჰიზამი გადმოსცემს: მე ვუთხარი ალლაჰის შუამავალს: ისლამის მიღებამდე მე ვაკეთებდი კარგ საქმეებს, როგორიცა მოწყალება, მონის განთავისუფლება, ვიჭერდი კარგ ურთიერთობას ოჯახთან და ნათესავებთან. დავჯილდოვდები მე ამ საქმეებისთვის? შუამავალმა უპასუხა - შენ გახდი მუსლიმი ყველა ამ კარგი საქმის გამო.
1440. აიშა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
როცა ქალი გასცემს საკვებს (მოწყალებად) ქმრის სახლიდან, თავისი ქმრის ქონების დაუზიანებლად, მიიღებს ჯილდოს, და ასევე მისი ქმარიც მიიღებს ჯილდოს. ქმარი მიიღებს ჯილდოს შრომისთვის (რაც გამოიმუშავა) და ქალი გაცემისთვის.
1442. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ყოველ დღე ორი ანგელოზი ჩამოდის ზეციდან და ერთ-ერთი ამბობს - ო ალლაჰ! აუნაზღაურე ყველა ადამიანს, ვინც გასცემს შენი კმაყოფილებისათვის. და მეორე ამბობს - ო ალლაჰ! გაანადგურე ყოველი ძუნწი.
1477. აშ-შუ'ბი გადმოგვცემს: ალ მუღირა იბნ შუ'ბას მოსამსახურემ გადმოსცა, რომ მუავიამ მისწერა ალ-მუღირა იბნ შუ'ბას: მომწერე რაიმე, რაც გაიგონე ალლაჰის შუამავლისგან. ალ მუღირამ მისწერა: გავიგონე შუამავალი ამბობდა, "ალლაჰს სძულს სამი რამ:
1. უსარგებლო საუბარი, როცა საუბრობ ბევრს სხვების შესახებ.
2. ქონების გაფლანგვა.
3. და ბევრი შეკითხვების დასმა ან სხვებზე რაღაცის შეკითხვა. (როცა არ არის ამის საჭიროება)
1487. ჯაბირ იბნ აბდულლაჰი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აკრძალა ხილის გაყიდვა სანამ არ დამწიფდება.
1488. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აკრძალა ხილის გაყიდვა დამწიფებამდე. შუამავალმა დაამატა, ეს ნიშნავს ვიდრე წითელი არ გახდება.
1491. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალ-ჰასან იბნ ალიმ აიღო ფინიკი, მიღებული მოწყალების ფინიკებიდან, და პირში ჩაიდო. შუამავალმა უთხრა - გადგმოაგდე. არ იცი, რომ ჩვენ არ ვჭამთ რამეს მიღებული მოწყალებიდან?
1509. იბნ უმარი გადმოსცემს, რომ შუამავალმა უბრძანა ხალხს გადაეხადათ ზექათ ალ-ფითრი ბაირამის ლოცვამდე.
1512. იბნ უმარი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ზექათ ალ ფითრი დაადგინა სავალდებულოდ, ან ერთი სა' ქერი ან ერთი სა' ფინიკი, ახალგაზრდაზე და მოხუცზე, და თავისუფალ კაცებზე, ისევე როგორც მონებზე.