1513. აბდულლაჰ იბნ აბბასი გადმოსცემს: ალ-ფადლი მოდიოდა ალლაჰის შუამავლის უკან და ერთი ქალი მოვიდა ხასა'ის ტომიდან და ალ-ფადლმა მას ცქერა დაუწყო და ქალმაც ასევე ცქერა დაუწყო მას. შუამავალმა ალ-ფადლის სახე სხვა მხარეს შეატრიალა. ქალმა თქვა: ალლაჰის შუამავალო, ალლაჰმა დაავალდებულა მისი მსახურები ჰაჯის შესრულებით, თუმცა მამაჩემი ღრმად მოხუცებული და სუსტია, და არ შეუძლია მყარად დაჯდეს უნაგირზე, შეიძლება მე შევასრულო ჰაჯი მის მაგივრად? შუამავალმა უპასუხა: დიახ, შეგიძლია. ეს მოხდა გამოსამშვიდობებელი ჰაჯობისას.
1514. იბნ უმარი გადმოსცემს: დავინახე ალლაჰის შუამავალი წავიდა ზულჰულაიფას მთაზე და დაიწყო "ლაბბაიქ" თქმა, ამ დროს მთაზე იდგა დაღმართისკენ სახით.
1518. ალ-ყასიმ იბნ მუჰამმადი გადმოსცემს, აიშამ თქვა: ალლაჰის შუამავალო, შენ შეასრულე უმრა, მაგრამ მე არა. მან თქვა: ო აბდურ-რაჰმან! წადი შენს დასთან ერთად და მიეცი მას საშუალება შეასრულოს უმრა ტან'იმიდან. აბდურ-რაჰმანმა წაიყვანა ამხედრებული და შეასრულა უმრა მასთან ერთად.
1519. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰკითხეს: რომელი საქმეა საუკეთესო? მან თქვა: ალლაჰისა და მისი შუამავლის რწმენა. ისევ ჰკითხეს - შემდეგ რომელი? თქვა: ჯიჰადში მონაწილეობა ალლაჰის კმაყოფილებისთვის. შემდეგ ისევ ჰკითხეს - შემდეგ რომელი? მან თქვა - ჰაჯ მაბრურის შესრულება. (მიღებული/ყაბული ჰაჯი)
1520. აიშა გადმოსცემს: მე ვუთხარი: ო ალლაჰის შუამავალო! ჩვენ ვთვლით ჯიჰადს საუკეთესო საქმედ. შუამავალმა მითხრა: საუკეთესო ჯიჰადი (ქალისთვის) არის ჰაჯ მაბრური.
1521. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც შეასრულებს ჰაჯს ალლაჰის კმაყოფილებისთვის და არ ექნება სექსუალური კავშირი ცოლთან, და არ ჩაიდენს ბოროტებას ან ცოდვებს, ის დაბრუნდება ისეთი (უცოდველი) თითქოს ახალად დაიბადა.