1773. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უმრა არის ჩადენილი ცოდვების მონანიება, და ჰაჯ მარბურის ჯილდო, არაფერია სამოთხის გარდა.
1774. იბნ ჯურაიჯი გადმოსცემს, რომ იქრიმ იბნ ხალიდმა ჰკითხა უმარს, ჰაჯობამდე უმრას შესრულების შესახებ. იბნ უმარმა უპასუხა: არაფერია ამაში ცუდი. იქრიმმა თქვა, რომ იბნ უმარმა ასევე თქვა: შუამავალმა შეასრულა უმრა ჰაჯის შესრულებამდე.
1777. 'ურვა იბნ აზ-ზუბაირი გადმოსცემს: მე ვკითხე აიშას: შეუსრულებია თუ არა შუამავალს უმრა რაჯაბში(რაჯაბის თვეში). მან მიპასუხა - ალლაჰის შუამავალს, უმრა რაჯაბის თვეში არასდროს შეუსრულებია.
1778. ყათადა გადმოსცემს: მე ვკითხე ანასს - რამდენჯერ შეასრულა ალლაჰის შუამავალმა უმრა? მიპასუხა - ოთხჯერ.
1. ჰუდაიბიას უმრა ზულყა'დაში როცა მუშრიქებმა შეაფერხეს ის.
2. მშვიდობის ხელშეკრულების მომდევნო წელს ზულყა'დაში.
3. უმრა ალ-ჯა'რანადან, სადაც მან გაანაწილა ომის ნადავლი.
მე ვფიქრობ ის გულისხმობდა ჰუნაინის ნადავლს. მე ვკითხე - რამდენჯერ შეასრულა ჰაჯი? მიპასუხა – ერთჯერ.
1779. ყათადა გადმოსცემს: მე ვკითხე ანნას(შუამავლის უმრას შესახებ) და მან მიპასუხა: შუამავალმა შეასრულა უმრა როცა მუშრიქებმა დააბრუნეს უკან, და უმრა ჰუდაიბიაში(მომდევნო წელს) და უმრა ზულყა'დაში და უმრა შეუერთა ჰაჯს.
1782. იბნ 'აბბასი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა ანსართაგან ერთ ქალს: რა გაბრკოლებს ჩვენთან ერთად ჰაჯის შესრულებაში?
ქალმა უთხრა: 'ჩვენ მხოლოდ ორი აქლემი გვყავს რომელსაც წყლის მოსატანად ვიყენებთ' მისი ქმარი და შვილი ჰაჯზე წავიდნენ ერთი აქლემით და ერთი ცოლს დაუტოვა რათა წყალი მოეტანა. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა: როდესაც რამადანი დადგება, მაშინ შეასრულე უმრა, რადგან რამადანში უმრა ჰაჯის ტოლფასია.
1800. ანასი გადმოსცემს: შუამავალი მგზავრობიდან არასდროს ბრუნდებოდა მის ოჯახში ღამით. ის ბრუნდებოდა დილით ან შუადღით.
1801. ჯაბირი გადმოსცემს, რომ შუამავალმა აკრძალა ღამით ოჯახში მისვლა (მგზავრობიდან დაბრუნებისას).