27. ჰაჯის შესრულება

1809. იბნ აბბასი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალს (ყურაიშელებმა) ხელი შეუშალეს უმრის შესრულებაში. შემდეგ მან გადაიპარსა თავი, კონტაქტში შევიდა მის ცოლებთან, შესწირა პირუტყვი, მაგრამ უმრა მომდევნო წელს შეასრულა.

1811. ალ-მისვარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დაკლა შესაწირი თავის გადაპარსვამდე და მის საჰაბეებსაც იგივეს გაკეთება უბრძანა.

1812. ნაფი გადმოსცემს, რომ აბდულლაჰმა და სალიმმა უთხრეს აბდულლაჰ იბნ უმარს: (რომ არ უნდა წასულიყო ჰაჯზე ამ წელს). აბდულლაჰ იბნ უმარმა უპასუხა: ჩვენ ალლაჰის შუამავალთან ერთად წავედით (მექაში) და ყურაიშელმა ურწმუნოებმა ხელი შეგვიშალეს და ქააბასთან ვერ მივაღწიეთ. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შესწირა პირუტყვი და თავი გადაიპარსა.

1819. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც შეასრულებს ჰაჯს სახლში (ქააბაში), არ მიუახლოვდება თავის ცოლს, არ შესცოდავს (ჰაჯის დროს), ის დაბრუნდება ახალშობილივით უცოდველი.