28. ნადირობა

1828. ჰაფსა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ცოდვა არ იქნება, თუ მოკლავთ ხუთი სახეობის ცხოველს, კერძოდ: ყვავი, ძერა, თაგვი, მორიელი და ცოფიანი ძაღლი.

1831. აიშა, შუამავლის ცოლი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სალამანდრას ცუდ არსებად იხსენიებდა, თუმცა არ გამიგონია ებრძანოს მისი მოკვლა.

1835. იბნ აბბასი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გაიკეთა ჰიჯამა როცა იჰრამში იყო.