29. მედინა

1867. ანასი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მედინა არის წმინდა ადგილი იქიდან აქამდე, მისი ხეები არ უნდა მოიჭრას და არც ცოდვა უნდა იქნას ჩადენილი მასში, ვინც ჩაიდენს მასში ცოდვას იწვნევს ალლაჰის, ანგელოზების და ყველა ადამიანის წყევლას.

1868. ანასი გადმოსცემს: შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მოვიდა მედინაში და ბრძანა მესჯიდის აშენება. მან თქვა: ბანუ ნაჯჯარ! მითხარი ფასი (შენი ადგილის). ჩვენ ამ ადგილის სანაცვლოდ არ გვინდა საფასური, არამედ გვსურს ჯილდო მხოლოდ ალლაჰისგან. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ბრძანა წარმართების საფლავების გათხრა და მიწის მოსწორება და შემდეგ მოჭრეს ფინიკის ხეები და მოჭრილი ხეები დადეს ყიბლას მიმართულებით.

1869. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
მე მედინა ვაქციე ნაკრძალად ორ მთას შორის. შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მივიდა ბანი ჰარისის ტომთან და უთხრა მათ: ვხედავ, რომ თქვენ გამოხვედით ნაკრძალიდან. შემდეგ დაამატა: არა, თქვენ ისევ ნაკრძალში ხართ.

1871. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მე მიბრძანეს გადასახლება ქალაქში, რომელიც გადაყლაპავს სხვა ქალაქებს, რომელსაც ეწოდებოდა იასრიბი და ახლა კი მედინა. (ეს ქალაქი) სდევნის ცუდ ხალხს ისე, როგორც ცეცხლი აშორებს რკინის მინარევებს.

1876. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "უეჭველად, რწმენა დაბრუნდება მედინაში ისე, როგორც გველი ბრუნდება მის ხვრელში"