2008. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: გავიგონე შუამავალი(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) რამადანთან დაკავშირებით ამბობდა: ვინც ილოცებს ღამით (რამადანში) გულწრფელი რწმენით და ალლაჰისაგან ჯილდოს იმედით, მას ეპატიება წარსულში ჩადენილი ყველა ცოდვა.
2009. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც ილოცებს ღამით მთელი რამადანის თვის განმავლობაში, გულწრფელი რწმენით და ალლაჰისაგან ჯილდოს იმედით, მას ეპატიება წარსულში ჩადენილი ყველა ცოდვა. იბნ შიჰაბმა თქვა: ალლაჰის შუამავალი გარდაიცვალა და ხალხმა გააგრძელა ამის შესრულება (თარავის) და დარჩა ეს ჩვეულება როგორც აბუ ბაქრის და უმარის ხალიფობის პირველ დღეებში.
2010. აიშა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალი ლოცულობდა (ღამით) რამადანში.
2013. აბუ სალამ იბნ აბდურ რაჰმანი გადმოსცემს, რომ მან ჰკითხა აიშას: როგორი იყო ალლაჰის შუამავლის ლოცვა რამადანში? უპასუხა: ის არ ლოცულობდა რვა რაქაათზე მეტს რამადანში ან რომელიმე თვეში. ის ლოცულობდა ოთხ რაქაათს, და შემდეგ ლოცულობდა ოთხს, ხოლო შემდეგ ლოცულობდა სამ რაქაათს (ვითრს). მან (აიშამ) დაამატა. მე ვკითხე: ალლაჰის შუამავალო, იძინებ ვითრის ლოცვამდე? მიპასუხა - ო აიშა! ჩემს თვალებს სძინავს, მაგრამ ჩემს გულს არ სძინავს.