32. ყადირის ღამე

2014. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც იმარხა რამადანის თვებში გულწრფელი რწმენით და ალლაჰისაგან ჯილდოს იმედით, ეპატიება წარსულში ჩადენილი ყველა ცოდვა, და ვინც დადგება სალოცავად ყადირის ღამეს გულწრფელი რწმენით და ალლაჰისაგან ჯილდოს იმედით, ეპატიება წარსულში ჩადენილი ყველა ცოდვა.

2015. იბნ უმარი გადმოსცემს: შუამავლის საჰაბეებს შორის რამდენიმე კაცმა ნახა სიზმარში, რომ ყადირის ღამე იყო რამადანის ბოლო შვიდ ღამეში. ალლაჰის შუამავალმა თქვა: როგორც ჩანს თქვენგან ყველას სიზმარი ეთანხმება იმას, რომ (ყადირის ღამე) არის ბოლო შვიდ ღამეში, და ვისაც უნდა ეძებოს (ის ღამე), ეძებოს ბოლო შვიდ ღამეში.

2017. აიშა გადმოსცემს,რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ეძებეთ ყადირის ღამე რამადანის ბოლო ათი დღის, კენტ ღამეებში.

2020. აიშა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შეასრულა ი'თიქაფი რამადანის ბოლო ათ ღამეს და თქვა - ეძებეთ ყადირის ღამე რამადანის ბოლო ათ ღამეში.

2024. აიშა გადმოსცემს: რამადანის ბოლო ათი დღის დაწყებასთან ერთად, შუამავალმა შემოიჭირა ქამარი და ლოცულობდა ყოველ ღამე, ასევე აღვიძებდა მის ოჯახს სალოცავად.