2025. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა შეასრულა ი'თიქაფი რამადანის ბოლო ათი დღეს
2026. აიშა გადმოსცემს: შუამავალმა შეასრულა ი'თიქაფი რამადანის ბოლო ათ დღეს, სანამ გარდაიცვლებოდა. მის შემდეგ, მისმა ცოლებმა შეასრულეს ი'თიქაფი.
2032. იბნ უმარი გადმოსცემს, რომ უმარმა უთხრა შუამავალს: მე დავიფიცე უმეცრების (ჯაჰილიის) პერიოდში, რომ დავრჩებოდი ი'თიქაფზე ერთი ღამით მასჯიდ ალ-ჰარამში (ე.ი ქააბაში). შუამავალმა უთხრა - შეასრულე შენი ფიცი.
2042. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს, რომ უმარმა იბნ ალ-ხატტაბმა თქვა: ალლაჰის შუამავალო! მე ჯაჰილობის პერიოდში ფიცი დავდე, რომ შევასრულებდი ი'თიქაფს მასჯიდ ალ-ჰარამში ერთი ღამით. შუამავალმა უთხრა - შეასრულე შენი ფიცი. და 'უმარიც დარჩა ი'თიქაფზე ერთი ღამით.
2044. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: შუამავალი ასრულებდა ი'თიქაფს ყოველ წელს, რამადანის ბოლო ათ დღეს, მისი სიკვდილის წელს კი ი'თიქაფზე დარჩა ოცი დღე.