34. ყიდვა-გაყიდვა

2050. იბნ აბბასი გადმოსცემს: 'უქაზი, მაჯანა და ზულ-მაჰა ვაჭრობდნენ ჯაჰილობის პერიოდში და როდესაც ისლამი მოვიდა მუსლიმებმა იფიქრეს, რომ ვაჭრობა შესაძლოა ცოდვა ყოფილიყო. შემდეგ მოევლინა შთაგონება: "ცოდვა არ გექნებათ, თუ ეძიებთ სარგებელს თქვენი ღმერთისგან."(ბაყარა 2:198)

2051. ან-ნუ'მან იბნ ბაშირი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ორივე - ჰალალი აშკარაა, და ჰარამიც აშკარაა, და მათ შორის არის საეჭვო საკითხები. ვინც ტოვებს საეჭვოს იმიტომ, რომ არ ჩავარდეს ცოდვაში, აუცილებლად აირიდებს აშკარა ჰარამს, და ვინც მიდის საეჭვოსკენ გაბედულად, სავარაუდოდ ის ჩაიდენს აშკარა ცოდვას. ცოდვები ალლაჰის ნაკრძალია. როგორც მეცხვარე ცხვარს აბალახებს ნაკრძალის პირას და ადვილი შესაძლებელია, რომ ცხვარი გაექცეს ნაკრძალში.

2057. აიშა გადმოსცემს, რომ ხალხმა უთხრა ალლაჰის შუამავალს: ალლაჰის შუამავალო! ჩვენთან ხალხმა ხორცი მოიტანა და ჩვენ არ ვართ დარწმუნებულნი, მასზე ალლაჰის სახელი ნახსენები იყო თუ არა. ალლაჰის შუამავალმა უთხრა მათ: თქვით ალლაჰის (ბისმილლაჰ) სახელი და მიირთვით.

2059. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ისეთი დრო მოვა, რომ არავინ იზრუნებს იმაზე, თუ როგორ მოიპოვებს ფულს - ჰარამით თუ ჰალალით.

2064. ჯაბირი გადმოსცემს: ქარავანი დაბრუნდა (მედინაში) მაშინ, როცა ჩვენ ჯუმაზე ვიყავით შუამავალთან ერთად. ხალხი წავიდა ქარავნისკენ თორმეტი ადამიანის გარდა რის შემდეგაც აიათი მოევლინა: "და როცა დაინახეს ვაჭრობა და გართობა, უმალ გაქანდნენ მისკენ და მიგატოვეს შენ ფეხზე მდგომი. უთხარი: „რაცაა ალლაჰის წიაღ უკეთესია გართობასა და ვაჭრობაზე, რამეთუ ალლაჰი საუკეთესო სარჩოს მომმადლებელია!“ (ჯუმა 62:11)

2065. აიშა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თუ ქალი საკვებს გასცემს მოწყალებად თავისი ქმრის სახლიდან გაფლანგვის გარეშე, მიიღებს ჯილდოს გაცემისთვის, და მისი ქმარიც მიიღებს ჯილდოს მონაპოვარისთვის, და ვაჭარიც მიიღებს იგივე ჯილდოს. მიღებული ჯილდო არცერთი მათგანის ჯილდოს არ შეამცირებს.

2066. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თუ ქალი გასცემს რაიმეს მისი ქმრის მონაპოვარიდან მისი ნებართვის გარეშე, მიიღებს ნახევარ ჯილდოს.

2068. აიშა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შეიძინა მარცვლეული იუდეველისგან კრედიტით და გირაოში დაუტოვა რკინის ჯავშანი.

2073. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: შუამავალი დავუდი არ ჭამდა არაფერს მისი მონაპოვარის გარდა.

2084. აიშა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც ბაყარა სურის ბოლო ორი აიათი მოევლინა, შუამავლმა წაიკითხა ის მეჩეთში და გამოაცხადა ალკოჰოლოთ ვაჭრობა - ჰარამად.

2087. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: გავიგონე ალლაჰის შუამავალი ამბობდა: ფიცით შეიძლება დაარწმუნოს მყიდველი, რომ საქონელი შეიძინოს, მაგრამ ჩამოერთმევა ალლაჰის კურთხევა.

2117. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს: ერთი კაცი მოვიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და უთხრა, რომ ის ყოველთვის ღალატობდა ვაჭრობაში. შუამავალმა უთხრა: თქვი ყიდვის დროს - არა თაღლითობას.

2118. მართლმორწმუნეთა დედა 'აიშა (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) გადმოგვცემს: `ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: `(მომავალში) არმია ქააბაზე თავდასასხმელად გაილაშქრებს; უდაბნოში როცა მივა, არმია მიწაში ჩაიძირება. მე ვკითხე: ალლაჰის შუამავალო, როცა მათ შორის იქნებიან ვაჭრები და ისინი, ვინც მათ არ განეკუთვნებიან, ყველა ერთად როგორ ჩაიძირება? მან მიპასუხა: `დიახ, ყველა მიწაში ჩაიძირება, მაგრამ ისინი მათი განზრახვის მიხედვით აღსდგებიან.

2126. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც ყიდულობს საკვებ პროდუქტებს, არ გაყიდოს ის სანამ არ იქნება კმაყოფილი იმ ზომით, რომელიც თვითონ შეიძინა.

2128. ალ-მიყდამ იბნ მა'დიაქრიბი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: გაზომე შენი საკვები პროდუქტი და იქნები კურთხეული.

2133. იბნ უმარი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც იყიდა საკვები პროდუქტი არ გაყიდოს მანამ, სანამ არ მიიღებს მას. (ე.ი სანამ მოსავალი არ მოვა

2135. იბნ აბბასი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აკრძალა საკვები პროდუქტების გაყიდვა ვიდრე მას არ მიიღებს. მე ვთვლი, რომ ეს ეხება ყველა სახის გაყიდვას.

2139. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა თქვა: არ აიძულოთ არავინ უკან დააბრუნოს რაც უკვე იყიდა.

2142. იბნ უმარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა აკრძალა თაღლითობა.

2146. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აკრძალა მუსალამას და მუნაბაზას ფორმით ვაჭრობა.

("მუსალამა " ნიშნავს გარიგებას, სადაც საქონლის შეძენა და გაყიდვა მხოლოდ შეხებით ხდებოდა — ანუ, გარიგება ითვლებოდა დასრულებულად მაშინვე, როცა მყიდველი შეეხებოდა საქონელს.

მაგალითი:
ვაჭარი იტყოდა: "რაც შეეხება ამ ტანსაცმელს, თუ შეეხები – შენი გახდა." მყიდველი ვერ შეძლებდა საქონლის დეტალურ დათვალიერებას ან პირობების განხილვას.
მნიშვნელობა:

"მუნაბაზას " ნიშნავს გარიგებას, როცა მხარეები უბრალოდ საქონელს ერთმანეთს ესროდნენ (ან გადასცემდნენ) გარიგების დასამტკიცებლად, არ ხდება საქონლის წინასწარი ნახვა ან შესწავლა.)
___________

2147. აბუ სა'იდი გადმოსცემს: შუამავალმა აკრძალა ორი სახის კაბა და ორი სახის ვაჭრობა - მულამასათი და მუნაბაზათი.

2159. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აკრძალა უდაბნოს ცხოველის გაყიდვა ქალაქში მცხოვრები პირის მიერ.

2161. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს: ჩვენ აკრძალული გვქონდა, ქალაქში მცხოვრები პირის მიერ უდაბნოს ცხოველის გაყიდვა.

თავუსი გადმოსცემს: მე ვკითხე იბნ აბბასს, რას ნიშნავს " ქალაქის ბინადარმა არ მიყიდოს უდაბნოში მცხოვრებს?" იბნ აბბასმა თქვა - ეს ნიშნავს, რომ არ გახდეს მისი მაკლერი (სიმსარა) (ბუხარი 2163)

აბუ საიდ ალ-ხუდრი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აკრძალა მუზაბანი და მუჰაყალა, და მუზაბანა ნიშნავს მწიფე ფინიკის გაყიდვას ფინიკებისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ხეზეა. (ბუხარი 2186)

2194. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აკრძალა ხილის გაყიდვა სანამ მისი სარგებლობლიანობა აშკარა არ იქნება. მან აუკრძალა ორივეს - მყიდველსაც და გამყიდველსაც.

2195. ანასი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა აკრძალა ფინიკის გაყიდვა მანამ, სანამ არ დამწიფდება. აბუ აბდულლაჰმა თქვა: ეს ნიშნავს - სანამ არ გაწითლდება.

2196. ჯაბირ იბნ აბდულლაჰი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აკრძალა ხილის გაყიდვა სანამ არ გაწითლდება ან გაყვითლდება, რომლის მირთმევაც შეიძლება.

2197. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, რომ შუამავალმა აკრძალა ხილის გაყიდვა სანამ სარგებლიანობა აშკარა არ იქნება, და ფინიკის პალმის გაყიდვა სანამ ფინიკი თითქმის მწიფეა. მას ჰკითხეს - რას ნიშნავს "თითქმის მწიფე?" უპასუხა - უნდა გაწითლდეს და გაყვითლდეს.

2221. აბდულლაჰ იბნ აბბასი გადმოსცემს: ერთხელ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჩაიარა მკვდარ ცხვართან და უთხრა ხალხს, არ ისარგებლებთ მისი კანით? ხალხმა უთხრა - რომ ის მკვდარია. შუამავალმა უთხრა: მხოლოდ მისი მირთმევაა ჰარამი.

2222. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვფიცავ მას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, მარიამის შვილი მალე ჩამოვა ხალხს შორის, როგორც მსაჯული და ის დაამტვრევს ჯვარს, მოკლავს ღორს და გააუქმებს ჯიზიას (გადასახადს). შემდეგ იქნება ფულის სიუხვე და არავინ მიიღებს მოწყალებას (ე.ი ღარიბს ვერ იპოვიან)

2223. იბნ აბბასი გადმოსცემს, რომ ერთხელ უმარს აცნობეს ალკოჰოლით მოვაჭრე კაცზე და უმარმა თქვა ამის შესახებ: ალლაჰმა დასწყევლოს იგი! განა არ იცის, რომ ალლაჰის შუამავალმა თქვა: ალლაჰმა დასწყევლოს იუდეველები რადგან ალლაჰმა აუკრძალა მათ ცხოველის ცხიმის ჭამა, მაგრამ იმათმა დაადნეს (ის ცხიმი) და გაყიდეს?

2224. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰმა დასწყევლოს იუდეველები, იმიტომ რომ ალლაჰმა ცხიმი აუკრძალა მათ, მაგრამ იმათმა გაყიდეს ის და შეჭამეს მისი ფასი.

2226. აიშა გადმოსცემს, რომ როდესაც ბაყარა სურის ბოლო ორი აიათი მოევლინა, შუამავლი გამოვიდა გარეთ და თქვა: ალკოჰოლით ვაჭრობა გახდა ჰარამი.

2227. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა თქვა: ალლაჰი ამბობს: განკითხვის დღეს მე ვიქნები სამი ადამიანის წინააღმდეგ:
1. ვინც დებს ხელშეკრულებას ჩემი სახელით, მაგრამ ღალატობს.
2. ვინც გაყიდის თავისუფალ ადამიანს (მონას) და შეჭამს მის ფასს.
3. და ვინც აძლევს სამუშაოს და იღებს სრულ საქმეს მისგან, მაგრამ არ უხდის ხელფასს.

2233. ზაიდ იბნ ხალიდი და აბუ ჰურაირა გადმოსცემენ, რომ ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰკითხეს, დაუქორწინებელ მონა გოგოზე რომელმაც იმრუშა. იმათმა გაიგონეს, რომ ის ამბობდა: "გაწკეპლეთ", და თუ ისევ იმრუშებს ამის შემდეგ, ისევ გაწკეპლეთ, და მესამე დანაშაულზე – გაყიდეთ.

2237. აბუ მას'უდ ალ-ანსარი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აკრძალა ძაღლზე ფასის დადება (ე.ი ვაჭრობა), ფულის აღება პროსტიტუციით და მკითხაობით.

2238. 'აუნ იბნ აბუ ჯუჰაიფა გადმოსცემს: დავინახე მამაჩემმა იყიდა მონა, რომლის პროფესიაც ჰიჯამა იყო, და უბრძანა მისი ინსტრუმენტების დამტვრევა. მე ვკითხე ამის მიზეზი. მიპასუხა - ალლაჰის შუამავალმა აკრძალა სისხლისთვის ფულის აღება, ძაღლზე ფასის დადება(ვაჭრობა), და ფულის აღება მონა გოგოს პროსტიტუციით. მან დასწყევლა ასევე ის, ვინც ტატუს აკეთებს ან იკეთებს, პროცენტის მჭამელი და გამოსახულების გამკეთებელი.