2239. იბნ აბბასი გადმოსცემს, ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მოვიდა მედინაში და (ნახა) ხალხი
წინასწარ იხდიდა ხილეულის ფულს, რომ მიეღოთ ის ერთი ან ორი წლის განმავლობაში. შუამავალმა თქვა: ვინც იხდის ფულს წინასწარ ფინიკისთვის(რომელსაც შემდეგში მიიღებს) მან გადაიხადოს ის ცნობილ, მითითებულ ზომა-წონაზე.(იგივეს გადმოსცემს იბნ აბი ნაჯიჰი.)
2240. იბნ აბბასი გადმოსცემს: როცა შუამავალი ჩამოვიდა მედინაში და (ნახა) ხალხი წინასწარ იხდიდა ფინიკის ფულს რომელსაც მიიღებდნენ ორი ან სამი წლის შიგნით. მან უთხრა მათ - ვინც იხდის წინასწარ რაიმესთვის რომ მიიღოს შემდეგში, მან გადაიხადოს მითითებულ ზომა-წონაზე განსაზღვრულ დროს.