'შუფ'ა' ეწოდება ისლამის სავაჭრო კოდექსის ერთ-ერთ საკითხს. რას გულისხმობს შუფ'ას უფლება? მაგალითად პიროვნება x და პიროვნება y აქვს საზიარო მიწის ნაკვეთი, პიროვნება x-ს სურს მიწის თავისი წილი გაყიდოს. ამ შემთხვევაში y-ს აქვს შუფ'ას უფლება. პირველ რიგში x-მა უნდა შესთავაზოს იყიდის თუ არა y და თუ y არ იყიდის მერე x სხვას მიჰყიდის. ქვემოთ მოყვანილ ჰადისშიც იმაზეა საუბარი, რომ შუამავალმა ყველა გაუნაწილებელ მიწის ნაკვეთზე შუფ'ა დაადგინაო. ხოლო თუ უკვე განაწილებულია, საზღვრები, გარკვეულია და გზები გაყვანილია მაშინ მაქ შუფ'ა აღარ არისო. ქართული სოფლების სიტუაციას რომ დააკვირდეთ ადვილად მიხვდებით. ქართულ სოფლებში მიწები რამდენიმე ძმის, ბიძაშვილის და საგვარეულოს საზიაროა. ერთი ძმა თუ გადაწყვეტს მისი წილის გაყიდვას უპირატესობა იმ მოზიარეებს ეკუთვნის და მერე სხვებს. თუ მოზიარეს სურს ყიდვა, გამყიდველი ვერ ეტყვის, რომ შენ არ უნდა მოგყიდო და ვიღაც სხვას უნდა მივყიდოო. რადგანაც ამით ზედმეტი კონფლიქტების თავიდან აცილება ხდება. შინაურები უფრო ადვილად მოწყვებიან ზიარში ვიდრე უცხოსთან.
2257. ჯაბირი გადმოსცემს:ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ყველა გაუნაწილებელ საზიარო ქონებაზე შუფ'ას წესი დაადგინა. და როცა დადგინდება საზღვრები და გაიყოფა გზები შუფ'ა აღარ მოქმედებს.
2259. აიშა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალს ვკითხე:მე მყავს ორი მეზობელი და მინდა ვიცოდე რომელს მივცე საჩუქარი. მიპასუხა - იმას, ვინც არის შენს კართან ახლოს.