2260. აბუ მუსა ალ აშარი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ორ პატიოსან ხაზინადარს შორის საუკეთესოა ის, ვინც სიამოვნებით გასცემს იმას, რაც მას უბრძანეს გასაცემად.
2262. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰს არცერთი შუამავალი არ გამოუზავნია ისეთი, რომ (ერთ დროს) არ ემწყემსა ცხვრები. საჰაბეებმა ჰკითხეს - შენც გაგიკეთებია იგივე? შუამავალმა უპასუხა - დიახ, მე ვმწყემსავდი მექის ხალხის ცხვრებს რამდენიმე კარატისთვის (ეი საზღაური).
2268. იბნ უმარი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: თქვენი და წიგნის ხალხის მაგალითი მსგავსია იმ კაცის მაგალითისა, ვინც ქირაობს რამდენიმე მუშას და ეკითხება მათ: ვინ იმუშავებს ჩემთვის დილიდან შუადღემდე ერთი ყირაათად? იუდეველებმა მიიღეს და შეასრულეს სამუშაო. მან შემდეგ იკითხა - ვინ იმუშავებს ჩემთვის შუადღიდან 'ასრის ლოცვამდე ერთ ყირაათად? ქრისტიანებმა მიიღეს და შეასრულეს სამუშაო. შემდეგ კვლავ იკითხა - ვინ იმუშავებს ჩემთვის 'ასრის ლოცვიდან მზის ჩასვლამდე ორ ყირაათად? თქვენ, მუსლიმებმა მიიღეთ ეს და შეასრულეთ. იუდეველები და ქრისტიანები გაბრაზდნენ და თქვეს: ჩვენ რატომ ვმუშაობთ მეტს და ვიღებთ ნაკლებ ხელფასს? (ალლაჰმა) უთხრა მათ: რამე მოგაკელით თქვენი უფლებებიდან? უთხრეს - არა. მან (ალლაჰმა) თქვა: ეს არის ჩემი წყალობა, და მე ვუბოძებ იმას, ვისაც ვისურვებ
2269. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:თქვენი, იუდეველების და ქრისტიანების მაგალითი მსგავსია იმ კაცის მაგალითისა, რომელმაც დაიქირავა რამდენიმე მუშა და უთხრა: ვინ იმუშავებს ჩემთვის შუადღემდე ერთ ყირაათად? იუდეველებმა შეასრულეს სამუშაო ერთ ყირაათად. შემდეგ ქრისტიანებმა შეასრულეს სამუშაო 'ასრის ლოცვამდე ერთ ყირაათად, და ახლა მუსლიმები მუშაობენ 'ასრის ლოცვიდან მზის ჩასვლამდე ორ ყირაათად. იუდეველები და ქრისტიანები გაბრაზდნენ და თქვეს: ჩვენ რატომ ვმუშაოვთ მეტს და გვიხდიან ცოტას? დამსაქმებელმა (ალლაჰმა) ჰკითხა მათ - უკანონოდ ხელვყავი რაიმე თქვენი უფლებებიდან? იმათმა უპასუხეს - არა. და ალლაჰმა უთხრა მათ: ეს არის ჩემი წყალობა და ვუბოძებ იმას, ვისაც ვისურვებ.
2277. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს: როცა აბუ ტალჰამ შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰიჯამა გაუკეთა მან ბრძანა: რომ გადაგვეხადა ერთი ან ორი სა საკვები, და მან უშუამდგომლა მის პატრონთან რომ შემცირებულიყო მისი გადასახადი.
2278. იბნ აბბასი გადმოსცემს: როდესაც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰიჯამა გაიკეთა, მან გადაუხადა გასამრჯელო იმ კაცს, რომელმაც ჰიჯამა გაუკეთა.
2279. იბნ აბბასი გადმოსცემს: როდესაც შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰიჯამა გაიკეთა, მან გადაუხა იმ კაცს გასამრჯელო, რომელმაც ჰიჯამა გაუკეთა. ეს რომ არასასურველი ყოფილიყო, ის არ გადაუხდიდა მას.
2282. აბუ მას'უდ ალ-ანსარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გამოაცხადა ჰარამად ძაღლზე ფასის დადება, გასამრჯელო პროსტიტუციისგან, და ფულის აღება მკითხაობისთვის.
2283. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აკრძალა ფულის მოგება მონა გოგოსგან (პროსტიტუციით).
2284. იბნ უმარი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აკრძალა ფულის აღება ცხოველების აქტისთვის.