38. ვალი

2287. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)თქვა: ვალის გადახდის გადადება ჯანმრთელი კაცისთვის უსამართლობაა. და თუ თქვენი ვალი გაიგზავნა თქვენი მევალისგან მდიდარ მევალესთან, უნდა დათანხმდეთ.

2288. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას)თქვა: ვალის გადახდის გადადება ჯანმრთელი კაცისთვის უსამართლობაა. და თუ თქვენი ვალი გაიგზავნა თქვენი მევალისგან მდიდარ მევალესთან, უნდა დათანხმდეთ.

2289. სალამა იბნ ალ-ავქა გადმოსცემს: ერთხელ როცა შუამავალთან ერთად ვისხედით, გარდაცვლილი კაცი მოიყვანეს. შუამავალს სთხოვეს ელოცა გარდაცვლილის ჯანაზა. შუამავალმა ჰკითხა მათ: ვალი ჰქონდა?
არა - უთხრეს მას
- დატოვა რაიმე სიმდიდრე?
უთხრეს არაო, და მხოლოდ ამის შემდეგ შეასრულა მისი ჯანაზა. სხვა მიცვალებული კაცი მოიყვანეს და ხალხმა თქვა: ალლაჰის შუამავალო! ილოცე მისი ჯანაზა. შუამავალმა იკითხა:
- ვალი ჰქონდა?
კი ჰქონდაო უთხრეს.
- დატოვა რაიმე სიმდიდრე?
- სამი დინარი - უთხრეს.
და მხოლოდ ამის შემდეგ შეასრულა მისი ჯანაზა. შემდეგ მესამე მიცვალებული კაცი მოიყვანეს და ხალხმა თქვა:
გთხოვთ გაუძეხი ლოცვას. მან იკითხა - დატოვა რაიმე სიმდიდრე?
- არაo უთხრეს.
ისევ იკითხა - ვალი ჰქონდა?
- სამი დინარი.
მან (უარი თქვა ჯანაზის ლოცვაზე და) თქვა: მაშინ თქვენ ილოცეთ თქვენი მეგობრისთვის. აბუ ყათადამ თქვა: ალლაჰის შუამავალო! ალოცე მისი ჯანაზა და მე გადავიხდი მის ვალს. და შუამავალმა მხოლოდ ამის შემდეგ შეასრულა მისი ჯანაზა.