39. ქაფალა - გარანტია

2291. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ერთმა ისრაელის შვილმა მეორეს ათასი დინარი სესხება სთხოვა. მეორე კაცმა მოწმეები მოითხოვა. პირველმა უპასუხა: საკმარისია ალლაჰი როგორც მოწმე. მეორემ თქვა: 'გარანტია მინდა' პირველმა უპასუხა: 'ალლაჰი საკმარისია როგორც გარანტი'. მეორე უთხრა: 'მართალი ხარ' და გარკვეული ვადით ასესხა ფული. მევალე ზღვის გადაღმა წავიდა. სამუშაო რომ დაასრულა გადამზიდს ეძებდა, რათა დროულად მიეცა ვალი, მაგრამ ვერ ნახა. მან აიღო ხის ნაჭერი და გაუკეთა ნახვრეტი, მასში ჩადო გამსესხებლის ათასი დინარი და წერილი, შემდეგ მჭიდროდ დალუქა და თქვა: ო ალლაჰ! შენ კარგად იცი, რომ ამისგან ათასი დინარი ვისესხე. მან მოითხოვა გარანტია, მაგრამ მე ვუთხარი, რომ ალლაჰი საკმარისია როგორც გარანტი და მიიღო ჩემი სიტყვა. შედმეგ მთხოვა მოწმე და მე ვუთხარი, რომ ალლაჰი საკმარისი იყო მოწმედ და მან მიგიღო შენ, როგორც მოწმე. უეჭველად, მისი ფული რომ გადამეხადა, ვერავინ ვნახე ვინც წაიღებდა, ამიტომ მე გადავცემ ამ ფულს შენი სახელით. ამის თქმის შემდეგ მან ხის ნაჭერი ზღვაში ჩააგდო, სანამ შორს არ წაიღო დინებამ, შემდეგ კი წავიდა. ამასობაში, მევალის ქვეყანაში წასასვლელად, გადამზიდის ძებნა დაიწყო. ერთ დღეს გამსესხებელი გამოვიდა თავისი სახლიდან (მივიდა სანაპიროსთან), რათა ენახა, ხომ არ მოვიდა ხომალდი, რომელსაც მისი ფული უნდა მოეტანა, და უცებ დაინახა ხის ნაჭერი, რომელშიც მისი ფული იყო ჩადებული. ხის ნაჭერი სახლში წაიღო ცეცხლის დასანთებად. უცებ შენიშნა ფული და წერილი. ცოტა ხნის შემდეგ მოვალეც მივიდა და ათასი დინარი მოუტანა და უთხრა: ვფიცავარ ალლაჰს, მე ძალიან ვცდილობდი ნავის შოვნას, რომ შენი ფული მომეტანა, მაგრამ ვერ ვიპოვე სანამ მე არ წამოვედი. გამსესხებელმა ჰკითხა: რამე გამომიგზავნე? მოვალემ უთხრა: მე გითხარი, რომ სხვა ნავი ვერ ვნახე გარდა იმისა, რომლითაც მოვედი. გამსესხებელმა უთხრა: ალლაჰმა შენი ფული გადმომცა მე, რომელიც ხის ნაჭრით გამომიგზავნე. ასე რომ, შენ შეგიძლია შეინახო შენი ათასი დინარი და წახვიდე სწორ გზაზე.

2293. ანას იბნ მალიქი გადმოგვცემს: აბდურ-რაჰმან იბნ 'აუფი მოვიდა ჩვენთან და ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დაამკვირდა ძმობა მასა და სა'დ იბნ რაბიას შორის.

2294. 'ასიმი გადმოსცემს, რომ ანას იბნ მალიქს ჰკითხეს: ოდესმე გაგიგია რომ შუამავალს ეთქვას "არ არსებობს კავშირი ისლამშიო?" შუამავალმა ჩამოაყალიბა კავშირი ყურაიშელებს და ანსარებს შორის ჩემს სახლში. - უთხრა მან.

2295. სალამა იბნ ალ-აქვა გადმოსცემს: გარდაცვლილი ადამიანი მოიყვანეს შუამავალთან, რომ ელოცა მისი ჯანაზა. მან იკითხა: ვალი ხომ არ ჰქონდა? როცა შუამავალს უთხრეს ვალი არ ჰქონიაო მაშინ ილოცა ჯანაზა. სხვა გარდაცვლილი ადამიანი მოიყვანეს და იკითხა: ვალი ხომ არ ჰქონდა? უპასუხეს - დიახ. მან (უარი განაცხადა და) თქვა: ილოცეთ თქვენი მეგობრისთვის, აბუ ყათადამ თქვა: ალლაჰის შუამავალო! ჩემს თავზე ავიღებ მის ვალს, და მხოლოდ ამის შემდეგ ალლაჰის შუამავალმა ილოცა ჯანაზა.

2298. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: როდესაც შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გარდაცვლილიკაცი მოიყვანეს, იკითხა: რაიმე ვალი ხომ არ დარჩა გადასახდელი? თუ მას აცნობებდნენ, რომ დატოვა რაიმე ვალის დასაფარად, მაშინ ლოცულობდა მის ჯანაზას, სხვა შემთხვევაში ეუბნებოდა მუსლიმებს, რომ ელოცათ მათი მეგობრის ჯანაზა. როდესაც გამარჯვება ან ქალაქის აღება უწყალობა ალლაჰმა მას, მან თქვა: მე უფრო აღმატებული ვარ, ვიდრე სხვა მორწმუნეები. ასე რომ თუკი მუსლიმი გარდაიცვლება ისე, რომ ვალი დარჩება, მისი ვალის გადახდის პასუხისმგებელი მე ვარ. და თუ ვინმე დატოვებს სიმდიდრეს, ის ეკუთვნის მის მემკვიდრეებს. (ბუხარი 2298)