2299. 'ალი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მიბრძანა უნაგირების განაწილება და ბუდნის ტყავების, რომელიც დავკალი.
2300. უყბა იბნ ამირი გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გაანაწილა ცხვარი მის საჰაბეებს შორის და ერთი ბიჭი დარჩა (განაწილების შემდეგ). როცა შუამავალს აცონეს ეს, მას უთხრა მას: დაკალი შენთვის.
2310. საჰლ იბნ სა'დი გადმოსცემს, რომ ერთი ქალი მოვიდა შუამავალთან და უთხრა - ალლაჰის შუამავალო! მე მსურს მოგიძღვნა შენ ჩემი თავი (ეი. ცოლად გამოგყვეო). ერთმა კაცმა უთხრა შუამავალს, დააქორწინე ის ჩემზეო. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ჩვენ თანახმა ვართ რომ მასზე დაგაქორწინოთ (იმით) რაც იცი გულით ყურანიდან (ე.ი რწმენის გამო).
2311. 'უსმან ბინ ალ-ჰეისემ აბუ 'ამრᲛა თქვა: მოგვითხრო 'ავფმა, მუჰამმედ ბინ სირინისაგან, რომ აბუ ჰურაირამ رضي الله عنه თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დამავალა რამადანის ფიტრის ზექათის დაცვა. მოვიდა ჩემთან ერთი და დაიწყო საკვევის აღება. მე ვსტაცე ხელი და ვუთხარი: წაგიყვან ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და მოვახსენებ ამის შესახებ. მან მითხრა: მე მჭირდება ეს, მყავს სარჩენალი და ძალიან მესაჭიროება. მე გავუშვი ის. როცა გამითენდა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მითხრა: ((ო, აბუ ჰურაირა, რა გააკეთა შენმა ტყვემ წუხელი ღამით?)) ვუთხარი: ალლაჰის შუამავალო, მან მოიჩივლა რომ ძალიან ჭირდებოდა, მას ჰყავდა სარჩენალი, შევიწყალე და გავანთავისუფლე. მან მითხრა: ((მოგატყუა შენ და კვლავ დაბრუნდება.)) მე მივხვდი რომ ის დაბრუნდებოდა, რადგან ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მითხრა ეს. დავცავე, მოვიდა და დაიწყო საკვების აღება. ვსტაცე ხელი და ვუთხარი: წაგიყვან ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და მოვახსენებ ამის შესახებ. მან მითხრა: შემეშვი, რადგან მე მჭირდება, მყავს სარჩენალი, და აღარ დავბრუნდები. შევიწყალე ის და გავუშვი. როცა გამითენდა ალლაჰის შუამავალმა მითხრა: ((ო, აბუ ჰურაირა, რა გააკეთა შენმა ტყვემ?)) ვუთხარი: ალლაჰის შუამავალო, მან მოიჩივლა რომ ძალიან ჭირდებოდა, მას ჰყავდა სარჩენალი, შევიწყალე და გავანთავისუფლე. მან მითხრა: ((მოგატყუა შენ და კვლავ დაბრუნდება.)) დავცავე ის მესამედ. მოვიდა და დაიწყო საკვების აღება. ვსტაცე ხელი და ვუთხარი: წაგიყვან ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) და მოვახსენებ ამის შესახებ. მესამეჯერ მოხვედი და მეუბნები რომ აღარ დაბრუნდები, მაგრამ ბრუნდები. მან მითხრა: შემეშვი, გასწავლი სიტყვებს, რითაც ალლაჰი გარგებს. ვკითხე: რა არის ის? მან მითხრა: როცა დასაძინებლად საწოლთან მიხვალ წაიკითხე აიეთელ ქურსი: {ალლაჰი - არ არსებობს ჭეშმარიტი სათაყვანო, გარდა ალლაჰისა, მარადცოცხალისა, მარადარსებულისა.} ბოლომდე, და შენ გეყოლება ალლაჰისგან დამცველი და ვერ მოგეკარება სატანა, სანამ არ გაგითენდება. მე გავანთავისუფლე ის. როცა გამითენდა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მითხვა: ((ო, აბუ ჰურაირა, რა გააკეთა შენმა ტყვემ წუხელი ღამით?)) ვუთხარი: მან მითხრა: როცა დასაძინებლად საწოლთან მიხვალ წაიკითხე აიეთელ ქურსი თავიდან ბოლომდე: {ალლაჰი - არ არსებობს ჭეშმარიტი სათაყვანო, გარდა ალლაჰისა, მარადცოცხალისა, მარადარსებულისა.} მითხრა: შენ გეყოლება ალლაჰიდან დამცველი და ვერ მოგეკარება სატანა, სანამ არ გაგითენდება. -საჰაბეები იყვნენ ყველაზე გულმოდგინე ხალხი სიკეთის სწავლაში - შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მითხრა: ((მან სიმართლე გითხრა მიუხედავად იმისა, რომ ის მატყუარაა. ო, აბუ ჰურაირა, იცი ვის ელაპარაკებოდი ეს სამი ღამე? უთხრა: არა. უთხრა მას შუამავალმა: ის სატანა იყო.
2315. ზეიდ იბნ ხალიდი და აბუ ჰურაირა გადმოსცემენ, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უნაის! წადი ამ (კაც)ის ცოლთან და თუ ის აღიარებს (რომ მან მრუშობა ჩაიდინა),მაშინ ჩაქოლეთ სასიკვდილოდ.