41. აგრიკულტურა

2320. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მუსლიმისთვის, რომელმაც დარგო ხე ან თესავს მარცვალს, და შემდეგ ჩიტმა, ადამიანმა ან ცხოველმა შეჭამოს მისგან, ეს იქნება მისთვის მოწყალება (სადაყა).

2322. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც ინახავს ძაღლს, ყოველდღე მისი კეთილი საქმეებიდან ერთი კარატი (ერთი კარატი უდრის 200 მილიგრამს) ჯილდო აკლდება, თუკი ძაღლი არ გამოიყენება ფერმის ცხოველის დასაცავად. აბუ ჰურაირამ (სხვა გადმოცემაში) თქვა შუამავლისგან გადმოცემული: თუ იყენებს ცხვრების ან ფერმის დასაცავად, ან სანადიროდ.აბუ ჰაზიმი გადმოსცემს აბუ ჰურაირასგან: შუამავალმა თქვა - ძაღლი არის ცხოველის დასაცავად ან სანადიროდ.

2323. ას-სა'იბ იბნ იაზიდი გადმოსცემს: აბუ სუფიან იბნ აბუ ზუჰაირმა,კაცი აზდ შანუ'ადან და შუამავლის ერთმა საჰაბმა თქვეს:გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა - თუკი ვინმე ინახავს ძაღლს, რომელიც არ არის განკუთვნილი საქონლის დასაცავად, ყოველდღე მისი კეთილისაქმეებიდან ერთი კარატი ჯილდო აკლდება. მე ვკითხე მას:ეს ალლაჰის შუამავლისგან გაიგონე? დიახ, ვფიცავ ამ მესჯიდის(ქააბა) ღმერთს. - მითხრა მან.

2325. აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ერთმა ანსარმა უთხრა შუამავალს:გაანაწილე ფინიკის ხეები ჩვენსა და ჩვენს ემიგრანტ (მუჰაჯირ)ძმებს შორის. მაგრამ მათ უარი უთხრა. ანსარმა უთხრა (ემიგრანტებს):მიხედეთ ხეებს (მორწყეთ და ა.შ) და გაინაწილეთ ხილი ჩვენთან ერთად. ემიგრანტებმა თქვეს: "შევისმინეთ და გემორჩილებით".

2331. იბნ უმარი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მისცა ხაიბარის მიწა იუდეველებს იმ პირობით, რომ ისინი იმუშავებდნენ დადაამუშავებდნენ მას, და მათ ეკუთვნით მოსავლის ნახევარი.

2345. სალიმი გადმოსცემს, რომ აბდულლაჰ იბნ უმარმა თქვა: მე ვიცოდი, რომ ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დროს მიწა გაქირავდა დამუშავებისთვის. მოგვიანებით იბნ უმარს შეეშინდა, რადგან ეგონა, რომ ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აკრძალა გაქირავება. მას არ ჰქონდა ცოდნა ამის შესახებ და მან დათმო გაქირავებული მიწა.