2351. საჰლ იბნ სადი გადმოსცემს, რომ შუამავალს(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) რაღაც დასალევი მიუტანეს და მისგან დალია. ამ დროს მის მარჯვნივ ერთი ბავშვი იჯდა, მარცხნივ კი - ხნიერი კაცები. შუამავალმა ჰკითხა - ბიჭო!- ნებას მომცემ, რომ პირველად ეს დასალევი უფროსებს მივაწოდო? ბავშმა უთხრა - ო ალლაჰის შუამავალო!სხვას ვერავის მივცემ ჩემზე უპირატესობას, რომ დავლიო იმისგან რომლიდანაც შენ დალიე. და ამგვარად მისცა მას(თასი).
2353. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:ნუ დაიშურებთ ზედმეტ წყალს, რადგან ეს ხელს უშლის ხალხს და საქონელს.
2355. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა თქვა: არ არსებობს სისხლი ფული მაშინ, როცა ვინმე მოკვდა მაღაროში ან კარგ მდგომარეობაში ან მოიკლა ცხოველის მიერ(თავდასხმით), და თუ ვინმე იპოვის საგანძურს მის მიწაში, მისი ერთი-მეხუთედი (მუსლიმან) მთავრობას უნდა გადასცეს.
2356. აბდულლაჰი იბნ მას'უდი გადმოსცემს, რომ შუამავალმა თქვა: ვინც იფიცება სიცრუეზე იმიტომ, რომ წაართვას ვინმეს მისი საკუთრება, ის შეხვდება ალლაჰს მაშინ როცა იგი იქნება განრისხებული. ალლაჰმა ზემოავლინა: „ჭეშმარიტად, ვინც ყიდის ალლაჰთან დადებულ აღთქმას და დადებულ ფიცს (არღვევს) მცირე საფასურად, წილი არ ექნებათ საიქიოში, არ დაელაპარაკება მათ ალლაჰი და არ შეხედავს მათ განკითხვის დღეს, და არ განწმენდს. და მათთვისაა მტანჯველი სასჯელი“ (სურა ალი იმრან 3:77)
ალ-შასი მოვიდა და თქვა: რა გითხრა აბდუ-რაჰმანმა? ეს აიათი მოევლინა ჩემს შასახებ. მე კარგად ვიყავი ჩემი ბიძაშვილის მიწაზე. შუამავალმა მთხოვა დამეფიცა(რომ დამემოწმებინა ჩემი მოთხოვნა). მე ვთქვი,
"არ დავიფიცებ" მან კი თქვა: მაშინ მოპასუხემ დაიფიცოს. მე ვუთხარი - ალლაჰის შუამავალო! ის აუცილებლად (სიცრუეზე) დაიფიცებს. შემდეგ შუამავალმა წაიკითხა ზემოთ ნახსენები და ალლაჰმაც მოავლინა აიათი და დაადასტურა რაც თქვა მან.
ასმა ბინთ აბუ ბაქრი გადმოსცემს, რომ შუამავალმა ილოცა მზის დაბნელების ლოცვა (სალათ ალ-ქუსუფ) და შემდეგ თქვა:ჯოჯოხეთი იმდენად ახლოს იყო, რომ მე ვთქვი: ო ღმერთო ჩემო! ვიქნები მე ერთ-ერთი მისი ბინადარი? მოულოდნელად მან ქალი დაინახა. ვფიქრობ მან თქვა: რომელიც (ის ქალი) იყო კატის მიერ გაკაწრული.იკითხა: რა შეემთხვა მას? და უთხრეს: მან გამოამწყვდია კატა და შიმშილით მოკვდა.
2377. ანასი გადმოსცემს: შუამავალმა დაუძახა ანსარებს, რომ მიეცა მათთვის ბაჰრაინის(მიწა.) იმათმა უთხრეს: ალლაჰის შუამავალო, თუ შენ მოგვცემ ამას, დაწერე იგივე დოკუმენტი ჩვენს ყურაიშელ ძმებზეც. მაგრამ შუამავალს არ ჰქონდა საკმარისი საჩუქარი და თქვა: ჩემს შემდეგ თქვენ ნახავთ ხალხს, რომ აძლევენ სხვებს უპირატესობას, ასე რომ მოითმინეთ სანამ არ შემხვდებით.
2378. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა თქვა: დედალი აქლემის ერთ-ერთი უფლებაა, რომ მოიწველოს იქ, სადაც წყლის ადგილია.