44. შურისგება

2410. 'აბდულლაჰი გადმოსცემს: გავიგონე ერთი კაცი აიათს კითხულობდა, მაგრამ მე ასევე გაგონილი მქონდა, რომ შუამავალი სხვაგვარად კითხულობდა. მე ამ კაცის ხელი დავიჭირე და მივიყვანე ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) რომელმაც თქვა: "ორივენი მართალი ხართ" სხვა გადმომცემმა შუ'ბამ თქვა: ვფიქრობ, რომ მან მათ უთხრა - "არ განსხვავდება. თქვენამდე მოსულმა ერებმა განასხვავეს და დაიღუპნენ.

2413. (ერთხელ) ერთმა იუდოველმა ერთ გოგოს თავი გაუტეხა, მოაქცია ის ორ ქვას შორის. გოგოს დაუწყეს გამოკითხვა :"ვინ მოგექცა ასე: ამან და ამან?" და მაშინ ითქვა ერთი იუდეველის სახელი და გოგონა აკანკალდა. ის იუდეველი დაიჭირეს და მან ყველაფერი აღიარა. რის შემდეგაც ალლაჰის შუამავლის ბრძანებით მას თავი გაუტეხეს, მოაქციეს ორ ქვას შორის.