45. ლუყატა

2431. ანასი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დავარდნილი ფინიკი იპოვა და თქვა: რომ არ ვშიშობდე, რომ ეს შეიძლება სადაყიდან იყოს, შევჭამდი მას.

2432. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ხანდახან, როდესაც მოვდივარ სახლში და ვპოულობ საწოლზე დავარდნილ ფინიკს, ვიღებ მას რათა შევჭამო,მაგრამ მეშინია, რომ შესაძლოა ეს სადაყიდან იყოს, და მაშინვე ვაგდებ მას.

2435. იბნ უმარი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ცხოველი არ უნდა მოიწველოს მეპატრონის ნებართვის გარეშე. მოეწონება ვინმე თქვენგანს, რომ მოვიდეს ვინმე თქვენს მარაგთან და დაამტვრიოს ჭურჭელი და წაიღოს საკვები? ცხოველის ძუძუები არის მეპატრონის მარაგი, სადაც ის მარაგს ინახავს, ასე რომ არავინ არ მოწველოს სხვისი ცხოველი, მეპატრონის ნებართვის გარეშე.