2440. აბუ საიდ ალ-ხუდრი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც მორწმუნეები გაივლიან ჯოჯოხეთზე უსაფრთხოდ, ისინი გაჩერდებიან ჯოჯოხეთსა და სამოთხეს შორის არსებულ ხიდზე, სადაც მათ მიეზღვებათ ერთმანეთის მიმართ უსამართლობისთვის, რაც იყო ამ ქვეყნად მათ შორის, და როცა ისინი განიწმინდებიან ყველა ცოდვისაგან, შევლენ სამოთხეში. ვფიცავარ მას, ვის ხელშიც არის მუჰამმადის სული, ყველა იცნობს თავის საცხოვრებელს სამოთხეში იმაზე უკეთ, ვიდრე ამ ქვეყნად ცნობდა მის საცხოვრებელს.
2441. საფვან იბნ მუჰზირ ალ-მაზანი გადმოსცემს: მაშინ, როცა ფეხით მივდიოდი იბნ უმარის ერთად, კაცი მოვიდა ჩვენს წინიდან და გვკითხა: რა გაიგონეთ ალლაჰის შუამავლისგან ნაჯვას(საიდუმლო საუბარი ალლაჰსა და მის მორწმუნე თაყვანისმცემელს შორის განკითხვის დღეს)შესახებ? იბნ უმარმა უთხრა: გავიგონე ალლაჰის შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰი მასთან ახლოს აიყვანს მორწმუნეს, დაფარავს მას და ჰკითხავს: ჩაიდინე ესა და ეს ცოდვები? უპასუხებს - დიახ, ღმერთო ჩემო. ალლაჰი ჰკითხავს მას, სანამ არ აღიარებს მის ყველა ცოდვას და (ადამიანი) იფიქრებს, რომ განადგურდა. ალლაჰი ეტყვის: მე დავფარე შენი ცოდვები დედამიწაზე და გაპატიე ისინი დღეს. და შემდეგ მას მიეცემა მისი კეთილი საქმეების წიგნი. რაც შეეხება ურწმუნოებს და მუნაფიყებს: „და იტყვიან მოწმენი: ესენი არიან, ვინც იტყუებოდა მათი ღმერთის წინაშეო. დაე ალლაჰის წყევლა უსამართლოებს. (ჰუდ 11:18)
2442. აბდულლაჰ იბნ უმარი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მუსლიმანი მუსლიმანის ძმა, არ უნდა მოექცეს მას უსამართლოდ, არც მისი ხელით არ უნდა მოექცეს უსამართლოდ. ვინც დააკმაყოფილებს თავისი ძმის საჭიროებებს, ალლაჰი დააკმაყოფილებს მის საჭიროებებს. ვინც მოუტანს მის ძმას დისკომფორტს, ალლაჰი მოუტანს მას დისკომფორტს განკითხვის დღეს, და ვინც გადაეფარება მუსლიმანს, ალლაჰი გადაეფარება მას განკითხვის დღეს.
2443. ანას იბნ მალიქმა თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: დაეხმარე შენს ძმას, თუნდაც იყოს უსამართლო ან დაჩაგრული.
2444. ანასმა გადმოსცა, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: დაეხმარე შენს ძმას თუნდაც იყოს უსამართლო ან დაჩაგრული. ხალხმა ჰკითხა: ალლაჰის შუამავალო! გასაგებია რომ დავეხმაროთ ჩაგრულს, მაგრამ როგორ დავეხმარებით იმას, ვინც უსამართლოა? შუამავალმა უთხრა: ხელი შეუშალეთ უსამართლობაში.
2445. მუავია იბნ სუვაიდი გადმოსცემს: გავიგონე ალ ბარა იბნ აზიბმა თქვა: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გვიბრძანა ჩვენ შვიდი რამე და აგვიკრძალა შვიდი რამის გაკეთება: შემდეგ ალ ბარამ ახსენა:
1. მოინახულეთ ავადმყოფი.
2. შეასრულეთ ჯანაზა.
3. უთხარით ვინც დააცემინებს ალლაჰმა შეგიწყალოს( თუ იტყვის დიდება ალლაჰს)
4. დაუბრუნეთ სალამი.
5. დაეხმარეთ დაჩაგრულს.
6. მიიღეთ მოპატიჟება.
7. დაეხმარეთ სხვებს, რომ შეასრულონ მათი ფიცი.
2446. აბუ მუსა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მორწმუნე სხვა მორწმუნისთვის შენობის მსგავსია, ისინი ერთმანეთს ამაგრებენ. შემდეგ შუამავალმა შეკრა მისი თითები.(როცა ამას ამბობდა)
2447. იბნ უმარი გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: უსამართლობა სიბნელე იქნება განკითხვის დღეს.
2448. იბნ აბბასი გადმოსცემს, რომ შუამავალმა გაგზავნა მუაზი იემენში და უთხრა: გეშინოდეს დაჩაგრულის ვედრების, რადგან მასა და ღმერთს შორის ზღუდე არ არის.
2449. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ვინც მოექცევა უსამართლოდ სხვა ადამიანს მისი რეპუტაციის ან სხვა რამის შესახებ, მან უნდა თხოვოს მას პატიება განკითხვის დღემდე, როდესაც არ იქნება ფული(ცუდი საქმის გამოსასყიდად). და თუ მას აქვს კარგი საქმეები, ის კეთილი საქმეები აიღება მისგან და დაეწერება მისმიერ ჩაგრულს, და თუ მას არ აქვს კეთილი საქმეები, დაჩაგრული ადამიანის ცოდვები მასზე იქნება დატვირთული.
2450. აიშამ თქვა: რაც შეეხება აიათის ახსნას: და თუ ქალი შიშობს, რომ ყურადღებას არ მიაქცევს მისი ქმარი ან უგულებელჰყოფს... (ნისა 4:128)კაცს შეიძლება არ მოსწონს მისი ცოლი და სურს განშორება, და ქალი ეუბენება მას: ‘მე ვთმობ ჩემს უფლებეს ამიტომ ნუ დამშორდები.’და ზემო ხსენებული აიათი მოევლინა ამ შემთხვევაში.
2452. სა'იდ იბნ ზაიდი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:"ვინც უკანონოდ მიითვისებს სხვის მიწას, განკითხვის დღეს მის კისერს შემოერტყმება დედამიწის შვიდივე ფენა"
2453. აბუ სალამა გადმოსცემს: რამდენიმე ხალხმა იკამათა (მშვიდობის მიწაზე). როდესაც მან(აბუ სალამამ) უთხრა აიშას ამის შესახებ, (აიშამ) თქვა: ო აბუ სალამა! მოერიდე მიწის უსამართლო მითვისებას, რადგან შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "ვინც უკანონოდ მიითვისებს სხვის მიწას, განკითხვის დღეს მის კისერს შემოერტყმება დედამიწის შვიდივე ფენა"
2454. სალიმის მამა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "ვინც მიითვისებს უსამართლოდ სხვების მშვიდობიან მიწას, განკითხვის დღეს ჩაიძირება შვიდი მიწის ქვეშ".
2455. ჯაბალა გადმოსცემს: როდესაც მედინაში ვიყავით რამდენიმე ერაყელთან ერთად, მოგვშივდა და იბნ აზ ზუბაირმა მოგვცა ფინიკები. იბნ უმარმა გაიარა და თქვა: "შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აგვიკრძალა ორი ფინიკის ერთ დროს ჭამა, თუ მისი მეგობარი ამის ნებას არ მისცემს".
2457. აიშა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "ალლაჰისთვის ყველაზე საძულველი ადამიანი მოჩხუბარი ადამიანია".
2465. აბუ საიდ ალ-ხუდრის გადმოცემის თანახმად, როდესაც ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: “თავი მოარიდეთ გზაზე დაჯდომას!” თანამიმდევრებმა ასე უთხრეს: “ო ალლაჰის შუამავალო! მაგრამ ეს არის ჩვენთვის გარდაუვალი რამ, რადგანაც იქ ვსხედვართ და ვსაუბრობთ”. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა: “თუ იძულებულნი ხართ, რომ დასხდეთ, მაშინ გზას მისი უფლებები მიეცით!”, ჰკითხეს: “რა არის გზის უფლებები? ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა მათ: „თვალი მოარიდეთ იმას, რისი ყურებაც არ შეიძლება; არავინ შეაწუხოთ; უპასუხოთ სალამს; უბრძანოთ სიკეთე და აღკვეთოთ ბოროტება.“
2472. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მაშინ, როცა კაცი იყო გზაში დაინახა(ნახა) ხის ეკლიანი ტოტი და გზა გაასუფთავა. ალლაჰი მისგან მადლიერი გახდა ამ საქმისთვის და აპატია.
2475. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: როდესაც მრუში მრუშობს, იმ დროს,როცა ამას აკეთებს, მორწმუნე არ არის, და როცა მსმელი სვამს ალკოჰოლს იმ დროს, მორწმუნე არ არის. და როცა ქურდი იპარავს იმ მომენტში მორწმუნე არ არის, და როცა მძარცველი ძარცვავს, და ხალხი უყურებს ძარცვის დროს, იმ მომენტში მორწმუნე არ არის.
2476. აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: საათი არ დადგება მანამ, სანამ მარიამის შვილი არ ჩამოვა თქვენს შორის როგორც მმართველი. ის დაამტვრევს ჯვარს, მოკლავს ღორებს, და აკრძალავს ჯიზიას. ფული ისე უხვად იქნება რომ მას არავინ მიიღებს.(ეი.მოწყალებას)
2480. აბდულლაჰ იბნ ამრ იბნ ალ-ასი გადმოსცემს: გავიგონე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: ვინც მოკლეს მაშინ, როცა იცავდა მის ქონებას – შაჰიდია.
2482. აბუ ჰურაირა გადმოსცემს,რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:ისრაელის შვილებს შორის იყო კაცი, სახელად ჯურაიჯი. ერთხელ, როდესაც ლოცულობდა დედამისი მივიდა მასთან და დაუძახა,მაგრამ მან არ უპასუხა მის დაძახებულს. მან (ჯურაიჯმა) თქვა (თავისთვის): უპასუხოს დედამისს თუ გააგრძელოს ლოცვა? ქალი მეორედ მოვიდა, დაუძახა მას და (დედამისმა) თქვა: ო ალლაჰ! არ ამოხადო სული ისე, რომ არ დაინახოს გარყვნილი ქალის სახეო. ჯურიაჯი ქოხში ცხოვრობდა. (უზნეო) ქალმა ისურვა ჯურაიჯის შეცდენა, ის შევიდა ჯურაიჯთან და შესთავაზა მისი თავი, მაგრამ ჯურაიჯმა უარი უთხრა. ქალი წავიდა მწყემსთან და იმრუშა. მოგვიანებით ვაჟი შეეძინათ.ქალი ამბობდა, რომ ბავშვი ჯურაიჯისგან შეეძინა. ხალხი წავიდა ჯურაიჯთან და დაანგრიეს მისი ქოხი, გამოიყვანეს და ლანძღავდნენ. ჯურიაჯმა ვუდუ (აბდესი) აიღო და ლოცვა შეასრულა.შემდეგ წავიდა ახალშობილისკენ და ჰკითხა: ო ბიჭო! ვინ არის მამაშენი? ბავშვმა უპასუხა,რომ მამამისი მწყემსია. (ამის შემდეგ) ხალხმა თქვა: აუშენეთ მას ოქროს ქოხი, მაგრამ ჯურაიჯმა თხოვა, რომ აეშენებინათ ის ტალახისგან.