2483. ჯაბირ ბინ აბდულლაჰი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გაგზავნა ჯარი აღმოსავლეთისკენ და მათ მეთაურად დაუნიშნა აბუ უბაიდა ალ-ჯარრახი, ხოლო არმია შედგებოდა სამასი კაცისგან ჩემი ჩათვლით.ჩვენ მივაღწიეთ იქამდე სადამდეც საკვები გვეყო. აბუ უბაიდამ ბრძანა სამგზავრო საკვების შეგროვება და ის შეგროვდა. ჩემი სამგზავრო საკვები იყო ფინიკები. აბუ უბაიდა გვაძლევდა ჩვენ მისგან მცირე რაოდენობას, ვიდრე არ ამოიწურა. ყველა ჩვენგანის წილი მხოლოდ ერთი ფინიკი იყო. მე ვკითხე:როგორ შეიძლება ერთი ფინიკი გეყოს? ჯაბირმა მიპასუხა: ჩვენ მივხვდით მის ფასს(ყადრს) როცა ესეც გათავდა. ჯაბირმა დაამატა: როცა ზღვას მივაღწიეთ ჩვენ დავინახეთ უზარმაზარი თევზი, რომელიც პატარა მთის მსგავსი იყო და მას ჯარი მთელი ტვრამეტი დღის განმავლობაში ჭამდა....
2485. რაფი იბნ ხადიჯი გადმოსცემს: ჩვენ შევასრულეთ 'ასრის ლოცვა შუამავალთან ერთად, შემდეგ დავკალით აქლემი და ხორცი გავანაწილეთ ათ ნაწილად. მომზადებული ხორცი ვჭამეთ მანამ, სანამ მზე ჩავიდოდა.
2487. ანასი გადმოსცემს, რომ აბუ ბაქრ ას-სიდდიყმა მისწერა მას ზექათის კანონი, რომელიც სავალდებულო გახდა ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მიერ: 'პარტნიორებმა, რომლებსაც აქვშ ერთობლივი ქონება, თანაბრად უნდა გადაიხადონ ზექათი.
2489. იბნ უმარი გადმოსცემს, რომ შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აკრძალა, ორი ფინიკის ერთად შეჭმა, თუკი მისი მხლებელი ამის ნებართვას არ მისცემს.